50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]
რეალი სარეკორდო ტრანსფერს უმიზნებს!
როგორც ჩანს ფლორენტინო პერესი “აიაქსთან” მარცხს სერიოზულად მიუდგა და გუნდის სასწრაფოდ გაძლიერებას გეგმავს, ამისთვის კი ძალ-ღონისა და ფინანსების დაზოგვას არ აპირებს. ვრცელდება ხმები რომ ზაფხულში სარეკორდო ტრანსფერი განხორციელდება და “რეალი” ნეიმარს შეიძენს. სატრანსფერო ღირებულება 350 მილიონი ევრო იქნება ხოლო ბრაზილიელი სეზონში 45 მილიონ ევროს მიიღებს და მის ამჟამინდელი ხელფასზე (36 მილიონი სეზონში) მეტი იქნება და […]
პერესი: “რაული და კასილასი რეალის ისტორიაში უდიდესი თაღლითები არიან”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, იკერ კასილასსა და რაულ გონსალესს “კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითები” უწოდა – ესპანურმა გამოცემა El Confidencial-მა ძველი, 2006 წლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც პერესი “რეალის” ლეგენდებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას არ მალავს. რაული და კასილასი “რეალს” ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკოსის მშენებლობის პერიოდში დაემშვიდობნენ და კარიერა სხვა კლუბებში გააგრძელეს. გუნდის გულშემატკივარი თვლიდა, რომ […]
აზარი: “რეალში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი”
“სანტიაგო ბერნაბეუზე” ედენ აზარის პრეზენტაცია გაიმართა – ბელგიელი ფეხბურთელის წარდგენას “რეალის” 50,000 გულშემატკივარი დაესწრო. “დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენს რიგებს ბრწყინვალე ფეხბურთელი შეემატა. “რეალის” ისტორიას მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები წერდნენ და ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დიდი ხანია ამ სიტყვების თქმა მსურდა – ედენ აზარი რეალის ფეხბურთელია და ითამაშებს იქ, სადაც მას უნდა ეთამაშა,” აღნიშნა “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო […]
ატლეტიკოს მძაფრი ინტერესი, სიაში რეალი, ჩელსი და ბაიერნიც არიან – ევროპული მედია კვარას მიმართ ინტერესზე საუბრობს
სეზონის შესანიშნავი დასაწყისის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპის საუკეთესო კლუბების ინტერესის შესახებ, ევროპული მედია აქტიურად საუბრობს. ამჯერად, onefootball.com-ი ავრცელებს სტატიას, სადაც აღნიშნავს, რომ 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის დამატების სურვილი მადრიდის “ატლეტიკოს” აქვს და მიზნის მისაღწევად მზად არის საკმაოდ რთულ კონკურენციაში შევიდეს. “როხიბლანკოს” ინტერესს იტალიური გამოცემებიც ადასტურებენ. გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დიეგო სიმეონეს ჟოაო ფელიქსთან უთანხმოება აქვს […]
რამოსი ხელფასს იკლებს – მადრიდის რეალმა და კაპიტანმა მოლაპარაკება დაიწყეს
მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Marca-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ცენტრალური მცველი, კორონავირუსის ფონზე კლუბში შექმნილ ფინანსურ სირთულეებს აცნობიერებს და მზადყოფნას გამოთქვამს ახალ ხელშეკრულებაში ხელფასი შეიმციროს. მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ სირთულეები არ უნდა წარმოიშვას, რადგან სერხიოს “ბლანკოსების” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა აქვს. რამოსი […]
პერესი: “ნეიმარი თუ მბაპე?”
მადრიდის “რეალში” სერიოზული ცვლილებები იგეგმება. შეგახსენებთ, რომ გუშინ გუნდს ზინედინ ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაუბრუნდა. “ბლანკოსის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ფრანგ სპეციალისტს ზაფხულის ტრანსფერებისთვის 300 მილიონი ევრო გამოუყო. “ნეიმარი თუ მბაპე? ორივე! ჩვენი მიზანია, რომ მიმდინარე სეზონი ჩავამთავროთ და მომდევნოზე მზადება დავიწყოთ. რაც შეეხება კილიანს, ის და ზიზუ ფრანგები არიან და იმედი მაქვს, რაღაც გამოვა,” – […]
პერესი: “რონალდუ იდიოტია, მოურინიო კი არანორმალური”
ესპანეთში ფლორენტინო პერესის ჩანაწერების გავრცელება გრძელდება: კასილასისა და რაულის “უდიდეს თაღლითებად” მოხსენიების შემდეგ, ამჯერად პერესის სამიზნეში კრიშტიანუ რონალდუ და ჟოზე მოურინიო მოხვდნენ. აუდიო ფაილებს კვლავ El Confidencial-ი ავრცელებს, რომლის წინააღმდეგაც, ფლორენტინო პერესი სასამართლო დავის წამოწყებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ჩანაწერი, სადაც “რეალის” პრეზიდენტი პორტუგალიელების შესახებ საუბრობს, 2012 წლის ოქტომბერშია გაკეთებული. “რონალდუ გიჟია, ნამდვილი იდიოტი, ავადმყოფი. ზოგს […]
ფლორენტინო პერესი: “როდრიგო ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია”
მადრიდის “რეალმა” 18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, როდრიგო გოეში შეიძინა.
ჟოან ლაპორტას თქმით, ევროპის სუპერ ლიგა 2025 წელს დაიწყება
“ბარსელონას” პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას სჯერა, რომ იმ შემთხვევაში თუ, სასამართლო ევროპის სუპერ ლიგისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მის ამოქმედებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. ევროსასამართლოში FIFA-სა და UEFA-ს წინააღმდეგ სარჩელი არის შეტანილი. აღნიშნული ორგანიზაციები დადანაშაულებულნი არიან მუქარაში, კლუბებისა და მოთამაშეების მიმართ. მიუხედავად საჯარო უკმაყოფილებისა, ევროპის სუპერ ლიგაში “ბარსელონა”, “რეალი” და “იუვენტუსი” მაინც რჩებიან. “მარტში ან აპრილში ევროსასამართლოს […]
Eurosport: რეალი მბაპეს 2021 წელს შეიძენს
კილიან მბაპე მადრიდის “რეალის” წევრი 2021 წელს გახდება – აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსკლუზიურ ინფორმაციას Eurosport-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანგ ფეხბურთელს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 21 წლის ფეხბურთელმა უკვე დააფიქსირა, რომ პარიზულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რაც ფინანსური თვალსაზრისით, “პსჟ-სთვის” თავსატეხს წარმოადგენს. 2018 წელს, მბაპეს სანაცვლოდ, პარიზელებმა €145 მილიონი გადაიხადეს და მისი გაყიდვის […]
სად წავა სოლარი პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ?
სანტიგო სოლარი მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი აღარაა – არგენტინელი სპეციალისტი ზინედინ ზიდანმა ჩაანაცვლა, რომელსაც კლუბის კრიზისიდან გამოყვანა დაევალა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოლარიმ არცთუ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იგი გუნდში კვლავ რჩება – არგენტინელმა ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნასთან დაკავშირებით “რეალისგან” უკვე მიიღო წინადადება. “სოლარი რეალის ნაწილია, მას გუნდი ძალიან უყვარს და ბერნაბეუ მისი სახლია. სოლარის შეუძლია […]