მადრიდის რეალი საქმეში დაბრუნდა – ესპანელებს მბაპე იანვარშივე სურთ
იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ესპანური Marca წერს, რომ მადრიდის “რეალი” მზად არის, კილიან მბაპე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე დაიმატოს. ჯოვანი ბრანჩინი, ფეხბურთელების აგენტი და ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაო ავტორიტეტი იმისთვის, რომ ისაუბროს მაღალი დონის ტრანსფერებზე და ბაზარზე არსებულ ნდობაზე, ინტერვიუ მისცა La Gazzetta-ს, სადაც აღნიშნა, რომ “პსჟ-სა” და მადრიდის “რეალს” შორის მბაპეზე მოლაპარაკებები არსებობს […]
მოდრიჩმა და ვინისიუსმა კარლო ანჩელოტი დაიცვეს
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტიმ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მადრიდის “რეალს” 4 უპასუხო გოლი გაუტანა. “ქალაქელებმა ორი შეხვედრის ჯამში 5:1 გაიმარჯვეს და ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც მილანის “ინტერს” დაუპირისპირდებიან. მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანურ მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესმა შესაძლოა კარლო ანჩელოტი დასაჯოს და “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს. […]
პერესი რეალის გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ მბაპეს მომავალ წელს გაიფორმებს
მადრიდის ,,რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ,,სამეფო გუნდის” გულშემატკივარს უთხრა, რომ კილიან მბაპეს მომავალ წელს გაიფორმებს. ინფორმაციას Directo Gol-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ,,რეალისა” და ,,ვილიარეალის” მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდული გუნდის ფანი პერესის მანქანასთან მივიდა და სთხოვა: ,,პრეზიდენტო, გაიფორმეთ მბაპე!” რაზეც ფლორენტინომ უპასუხა: ,,მომავალ წელს!” 2022 წელს მბაპეს ,,პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. […]
პერესი: “დელ ბოსკემ არ იცის მწვრთნელობა და არც ტაქტიკა”
ესპანეთში ფლორენტინო პერესის ჩანაწერების გავრცელება გრძელდება: კასილასისა და რაულის “უდიდეს თაღლითებად” მოხსენიების შემდეგ, ამჯერად პერესის სამიზნეში ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი – ვისენტე დელ ბოსკე მოხვდა. კასილასისა და რაულის შემდეგ, პერესმა უხეშად ისაუბრა ჟოზე მაურინიოსა და კრიშტიანუ რონალდუსა, ხოლო ახლა კი ვისენტე დელ ბოსკე მოიხსენია ცუდად. El Confidencial-ის გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში პერესი დელ ბოსკეზე დამცინავად საუბრობს […]
პერესი: “ზიდანი ღვთის წყალობაა”
ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის მტკიცებით, ზიდანი ღვთის წყალობაა. “მასთან ერთად უამრავ ტიტულს დავეუფლეთ და მოხარული ვარ, რომ ის ჩვენთანაა. ვიმედოვნებ კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვებას შევძლებთ. ზიდანს “რეალთან” განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს.” “მან გადაწყვიტა, რომ წლის განმავლობაში დაესვენა – ახლა განახლებული ენერგიითა და […]
პერესი: “ნეიმარი თუ მბაპე?”
მადრიდის “რეალში” სერიოზული ცვლილებები იგეგმება. შეგახსენებთ, რომ გუშინ გუნდს ზინედინ ზიდანი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაუბრუნდა. “ბლანკოსის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ფრანგ სპეციალისტს ზაფხულის ტრანსფერებისთვის 300 მილიონი ევრო გამოუყო. “ნეიმარი თუ მბაპე? ორივე! ჩვენი მიზანია, რომ მიმდინარე სეზონი ჩავამთავროთ და მომდევნოზე მზადება დავიწყოთ. რაც შეეხება კილიანს, ის და ზიზუ ფრანგები არიან და იმედი მაქვს, რაღაც გამოვა,” – […]
პერესი: “რაული და კასილასი რეალის ისტორიაში უდიდესი თაღლითები არიან”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, იკერ კასილასსა და რაულ გონსალესს “კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითები” უწოდა – ესპანურმა გამოცემა El Confidencial-მა ძველი, 2006 წლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც პერესი “რეალის” ლეგენდებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას არ მალავს. რაული და კასილასი “რეალს” ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკოსის მშენებლობის პერიოდში დაემშვიდობნენ და კარიერა სხვა კლუბებში გააგრძელეს. გუნდის გულშემატკივარი თვლიდა, რომ […]
პერესი: “რეალში ჯერ ტრანსფერები აღარ იქნება”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ზაფხულში კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს მადრიდელებმა ახალწვეული, ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი, აურელინ ჩუამენი წარადგინა. “ამ დროისთვის მეტი ტრანსფერი არ იქნება, მაგრამ მომავალში ვნახოთ. ზაფხული ძალიან გრძელია“, – თქვა პერესმა. მადრიდის “რეალმა” ჩუამენის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. გარდა ამისა, “სამეფო კლუბმა” “ჩელსიდან” ანტონიო რუდიგერი უფასოდ დაიმატა.
პერესი: “რონალდუ იდიოტია, მოურინიო კი არანორმალური”
ესპანეთში ფლორენტინო პერესის ჩანაწერების გავრცელება გრძელდება: კასილასისა და რაულის “უდიდეს თაღლითებად” მოხსენიების შემდეგ, ამჯერად პერესის სამიზნეში კრიშტიანუ რონალდუ და ჟოზე მოურინიო მოხვდნენ. აუდიო ფაილებს კვლავ El Confidencial-ი ავრცელებს, რომლის წინააღმდეგაც, ფლორენტინო პერესი სასამართლო დავის წამოწყებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ჩანაწერი, სადაც “რეალის” პრეზიდენტი პორტუგალიელების შესახებ საუბრობს, 2012 წლის ოქტომბერშია გაკეთებული. “რონალდუ გიჟია, ნამდვილი იდიოტი, ავადმყოფი. ზოგს […]
პერესი: “სუპერ ლიგა ფეხბურთის გადასარჩენად შევქმენით”
ფლორენტინო პერესი მსოფლიო ფეხბურთის გადასარჩენად ემზადება – იდეას, რომელსაც გულშემატკივრები, ანალიტიკოსები, ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები/მწვრთნელები ეწინააღმდეგებიან, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი პროგრესულად მიიჩნევს. “ფეხბურთის მშვენება დიდ გუნდებს შორის კონკურენციაა, სწორედ ეს ქმნის ღირებულებასა და ფასს, ეს ზრდის სატელევიზიო უფლებების ფასს და შედეგად, მეტ შემოსავალს ვიღებთ. მე არ ვარ ვიღაც მდიდარი კაცი, რომელსაც სუპერ ლიგის შექმნა უნდა, აქ […]
პერესი: ,,ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ოქროს ბურთს ბენზემა მიიღებს”
მადრიდის ,,რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ ,,სამეფო გუნდის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, ,,ოქროს ბურთის” გამარჯვებული გახდება: ,,ბენზემა უკვე დასახელდა უეფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად, უახლოეს დღეებში კი ,,ოქროს ბურთსაც” მიიღებს. ამაში ეჭვი არავის ეპარება,” – განაცხადა ფლორენტინო პერესმა. გასულ სეზონში ბენზემამ ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. 34 […]
პერესი: ,,რეალი და ბარსელონა მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდია, ელ კლასიკის 600 მილიონ ადამიანამდე უყურებს”
მადრიდის ,,რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, კატალონიის ,,ბარსელონას” ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა: ,,ცხოვრებაში არსებობს კარგი და ცუდი ფინანსური მდგომარეობები. ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომლის ღირებულებაც 4-დან 5 მილიარდ ევრომდეა. შესაძლოა, ახლა გუნდს რთული სიტუაცია აქვს, მაგრამ მათ ამის დაძლევა შეუძლიათ, ეს კი ყველას გვინდა. ჩემი აზრით, რეალი და ბარსელონა მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდია, როცა ელ კლასიკო […]