როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წონ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანკფურტის “აინტრახტს” ფინანსურ კრიზისში მყოფ ქუთაისის “ტორპედოს” გამოსყიდვა სურს. “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა დღეს განაცხადა, რომ გერმანელთა ინტერესი რეალურია. “გერმანული “აინტრახტის” აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს. მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ […]