იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის პირველი ტურის კალენდარი ცნობილი გახდა. სერია A-ს ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპის მასშტაბით აწ უკვე რეიტინგში მეორე პოზიციაზე დაწინაურებულ ჩემპიონატს ქართველი ფეხბურთელების გუნდების დაპირისპირება გახსნის. კერძოდ, “ფროზინონე”, რომელიც სერია B-ს გამარჯვებული გახდა და რომლისთვისაც სატრანსფერო ფანჯრის პირველივე აქტიურობა გიორგი კვერნაძის დამატება იყო, ქვეყნის ჩემპიონ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუპირისპირდება. […]