მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე სერია A-ს კლუბს შეუერთდა, იტალიური მედია “ფროზინონეს” ტრანსფერს გამოეხმაურა. “გიორგი ჰქვია, საქართველოდანაა და ფონეტიკურად გვახსენდება ფაბერის პასაჟი ჟორდიდან, თუმცა იქ გაცილებით დრამატულად ვითარდებოდა მოვლენები, ვიდრე კვერნაძის შემთხვევაში, რომელსაც დაუნდობელი მეფეები არ ეყოლება და “ფროზინონესთან” ერთად მხოლოდ სერია A-ში დარჩენას შეეცდება. “ფროზინონე” 2023/24 წლების სეზონში იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელების […]