გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” თავკაცები გეგმავენ, რომ იულიან ნაგელსმანი გადმოიბირონ. როგორც მოგეხსენებათ, ლონდონელებმა მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გრემ პოტერი გაათავისუფლეს. ,,ვაცხადებთ, რომ გრემ პოტერმა გუნდი დატოვა. კლუბში ყოფნის დროს გრემმა ,,ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც ,,რეალს” შევხვდებით. პოტერს ძალისხმევისა და გუნდში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.” – ასეთი იყო გუნდის ოფიციალური განცხადება. […]