პეპ გვარდიოლა: “რთული გამოცდა ჩავაბარეთ, ახლა კი სახლში მივდივართ და ჩვენი გულშემატკივრის იმედი გვაქვს”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “მანჩესტერ სიტიმ” მადრიდის “რეალთან” სტუმრად ფრე – 1:1 ითამაშა, “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ნახევარფინალური მატჩი ყოველთვის რთული გამოცდაა სტუმარი გუნდისთვის. ჩვენ გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ზოგჯერ რთული იყო საგოლე შანსის პოვნა იმ ხარისხის გამო, რაც “რეალს” აქვს. როცა მოედანზე უკეთესები ვიყავით, […]
სემ ელერდაისი ლიდსის მთავარი მწვრთნელი გახდა
ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ინგლისელი სპეციალისტი, სემ ელერდაისი “ლიდს იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. სემ ელერდაისი, რომელიც ბოლოს სამწვრთნელო საქმიანობას 2021 წლის ივნისამდე, “ვესტ ბრომში” ასრულებდა, სეზონის მიწურულს “ლიდსის” ხელმძღვანელობამ პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დახმარების მიზნით მიიწვია. ცნობილი ფაქტია, რომ სემ ელერდაისს, გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებთან კარგად მუშაობა და მათი ინგლისური ფეხბურთის ელიტაში დატოვება ეხერხება. მხარეებმა კონტრაქტი სეზონის […]
ნ’გოლო კანტე არსენალში გადასვლაზე თანახმაა
Sport Bible-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე თანახმაა “არსენალს” შეუერთდეს. როგორც ირკვევა გუნდს და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. 32 წლის კანტე “მეთოფეებს” სეზონის ბოლოს შეუერთდება. მიმდინარე სეზონი ფრანგი ნახევარმცველისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. მან სექტემბერში ფეხზე სერიოზული დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ოპერაციის გაკეთება მოუწია. ნახევარმცველის მიმართ კიდევ არაერთი კლუბის იჩენს ინტერესს. […]
გარნაჩომ მანჩესტერთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” 18 წლის შემტევმა – ალეხანდრო გარნაჩომ, “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2028 წლის ჩათვლით გაახანგრძლივა. „ერიკ ტენ ჰაგი და მისი სამწვრთნელო შტაბი ყველანაირად დამეხმარნენ იმაში, რომ მე უკეთესი გავმხდარიყავი. ვტკბები მომავლით და მოუთმენლად ველოდები ამ გუნდთან და ჩვენს საოცარ მხარდამჭერებთან ერთად, უფრო განსაკუთრებული მოგონებების შექმნას“. – განაცხადა გარნაჩომ. შეგახსენებთ, რომ გარნაჩო […]
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” ლონდონის “არსენალი” შინ – 4:1 დაამარცხა და ტიტულის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ, “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა. “ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი, არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. მე ვიცნობ ჩვენს მეტოქეს, რომელსაც ვეთამაშეთ. ისინი კვლავ პირველ ადგილზე არიან. ვიცი, გულუბრყვილოდ ჟღერს რასაც ვამბობ, […]
ოფიციალურად: შეფილდ იუნაიტედი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა
ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული კლუბი, “შეფილდ იუნაიტედი” პრემიერ ლიგას დაუბრუნდა. მას მერე, რაც გუნდი 2021/22 წლების სეზონში ინგლისური ფეხბურთის ელიტიდან ერთი საფეხურით დაქვეითდა, “შეფილდმა” მომდევნო სეზონშივე პრემიერ ლიგაში დაბრუნება მოახერხა. ეს ამბავი მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც გუნდმა “ვესტ ბრომი” საშინაო კედლებში – 3:0 დაამარცხა 43 მატჩის შემდეგ 85 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა. გარდა “შეფილდისა” […]
პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, ლონდონის “ტოტენჰემი” “ნიუკასლთან” სტუმრად 6:1 განადგურდა. დედაქალაქელები საწყის 21 წუთში 5:0 აგებდნენ. სამარცხვინო განადგურების შემდეგ, ლონდონის “ტოტენჰემმა” სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ისინი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდიან. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბის გადაწყვეტილებით, ლონდონელი გულშემატკივრები, რომლებიც ნიუკასლში საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ ჩავიდნენ, ბილეთში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. პრემიერ ლიგის 31 ტურის შემდეგ “ტოტენჰემი” 53 […]
გვარდიოლას თქმით, ბაიერნთან მატჩის შემდეგ მისი გუნდი გადაღლილია
როგორც მოგეხსენებათ, ორ მატჩიანი დაპირისპირების შემდეგ “მანჩესტერ სიტიმ” “ბაიერნი” დაამარცხა და 1/2 ფინალის საგზურიც მოიპოვა. “ქალაქელები” პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას 9 მაისს, “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ გამართავენ. ბავარიელებთან გამართული საპასუხო შეხვედრა “ალიანს არენაზე” საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. მატჩი 1:1 დასრულდა და გვარდიოლას თქმით, ამან მისი გუნდი ძალიან გადაღალა. “დაღლილები ვართ. არ ვიცი “შეფილდთან” შეხვედრისთვის როგორ ფორმაში ვიქნებით. შაბათის […]
ჩელსის მოლაპარაკებები იულიან ნაგელსმანთან ჩაიშალა
მას შემდეგ, რაც მიუნხენის “ბაიერნმა” იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა, არ წყდებოდა ჭორები, რომ გერმანელი სპეციალისტი “ჩელსიში” დაინიშნებოდა. სპორტულ მედიაში ისიც ვრცელდებოდა, რომ 35 წლის მწვრთნელი ლონდონელებისთვის მთავარი სამიზნე იყო. რამდენიმე დღის წინ, “არისტოკრატების” წარმომადგენლები ნაგელსმანთან შეხვედრისთვის გერმანიაშიც კი იყვნენ ჩასულები. თუმცა, მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც მოსალოდნელი იყო. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, იულიან […]
სიტი საშინაო მოედნის რეკონსტრუქციისთვის £300 მილიონს დახარჯავს
“მანჩესტერ სიტი” საშინაო მოედნის განახლებას გეგმავს. როგორც კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, “ეტიჰად სთეიდიუმის” ტევადობა გაიზრდება და 60, 000-ზე ოდნავ მეტ გულშემატკივარს დაიტევს. გეგმაში სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნის რეკონსტრუქციაა გაწერილი, რაც საშუალებას იძლევა კიდევ 7,000-მა მაყურებელმა შეძლოს მატჩის ყურება. ასევე მოედანზე აშენდება კომპლექსი, რომელშიც კლუბის მაღაზია, მუზეუმი და სასტუმრო იქნება განთავსებული. სოციალურ ქსელში გავრცელდა პროექტის ფოტოებიც, რომელიც მნახველის […]
ერლინგ ჰოლანდმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტიმ” “ბაიერნი” 3:0 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ დიდი უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში როდრიმ არაჩვეულებრივი გოლით გახსნა. შემდეგი ბერნარდო სილვა იყო და საბოლოო ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა დააფიქსირა. აღნიშნული გოლი ნორვეგიელისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. ერლინგი პირველი პრემიერ ლიგის ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველა ტურნირზე, ერთ სეზონში 45 გოლის გატანა შეძლო. მიუნხენელების წინააღმდეგ გატანილი გოლით ჰოლანდმა მოჰამედ […]
ზინჩენკოს რეაქცია მას შემდეგ, რაც ლივერპულთან შეცვალეს
ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ლივერპულისა” და “არსენალის” დაპირისპირება შედგა. “ენფილდზე” გამართულმა მატჩმა გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა – გუნდებმა უშეღავათო ბრძოლა გამართეს და სანახაობრივი დაპირისპირება, ფრედ 2:2 დასრულდა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა და ამაზე ნათლად მეტყველებს ზინჩენკოს რეაქციაც. ოლეკსანდრი მისი ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო იყო. შეცვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტრენტმა ის მარტივად […]