მარკას ჟურნალისტის, რამონ ალვარესის, ცნობით, ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, მადრიდის ,,რეალთან” კონტრაქტს ხელი 30 იანვარს მოაწერა. წყაროს ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებას ფეხბურთელის ადვოკატი, ,,სამეფო გუნდის” გენერალური დირექტორი და ეკონომიკურ საკითხებში კლუბის ვიცეპრეზიდენტი დაესწრნენ. გუშინ მარკამ დაწერა, რომ მბაპე ,,რეალთან” კონტრაქტის პირობებს 18 მარტამდე შეათანხმებდა, ტრანსფერი კი ოფიციალურად სეზონის ბოლოს დადასტურდებოდა. ესპანური გამოცემის ცნობით, 23 […]