“ჩემი ბიჭის ჰეთ-თრიქი” – ნეიმარი ყოფილ კლუბთან გამარჯვებას გამოეხმაურა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ყოფილი კლუბის, “ბარსელონას” დამარცხების შემდეგ, “პსჟ-ს” თავდამსხმელმა ნეიმარმა ემოციები ვერ დამალა. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა თანაგუნდელები სოციალური ქსელის მეშვეობოით გაამხნევა. “ეს რა შესანიშნავი გუნდური თამაში იყო. ყველამ დიდებულად იმუშავა. ჩემი ბიჭის ჰეთ-თრიქი, პარედესი კი ურჩხულია“, – დაწერა 29 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში. ნეიმარს არც ყოფილი თანაგუნდელები […]
“წელს ის საუკეთესოა” – მბაპემ ფავორიტი დაასახელა
კილიან მბაპე ოქროს ბურთისათვის მებრძოლ საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორისაა თუმცა ფრანგი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ტიტული ლეო მესის ეკუთვნის. “ინდივიდუალური თვალსაზრისით წელს ის (მესი) საუკეთესოა. ზოგჯერ მეშინია და ვნერვიულობ. როდესაც მნიშვნელოვან შეხვედრებში მარცხდები ეჭვები გიპყრობს და ფიქრობ არის თუ არა ეს დასასრული? თუმცა ფეხბურთი იმითაა საუკეთესო, რომ მსგავს დეტალებზე ფიქრისათვის დიდი დრო არ გაქვს”, […]
“ხარისხი და არა ფიზ-მომზადება” – ანჩელოტიმ ხამეს როდრიგესი დაიცვა
არასასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის გამო, ბრიტანულ მედიაში ხამეს როდრიგესს კრიტიკოსები არ აკლია, თუმცა კოლუმბიელ ფეხბურთელს საყვარელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გამოექომაგა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდის გამთამაშებელმა მხოლოდ არსებული სათამაშო ხარისხის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. “მან უნდა ივარჯიშოს სწორად, ისევე როგორც წინა კვირაში. მან კარგად იცის თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს სასურველი ფორმა. ის ფაქტი, რომ ხამესმა ინგლისის […]
“ხვალ პსჟ-ს დავემშვიდობები” – სერხიო რამოსი პარიზულ კლუბს ტოვებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსმა გადაწყვიტა, რომ “პსჟ-ს” დაემშვიდობოს. ესპანელი მცველი პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე რამოსმა თავად განაცხადა უარი. “ხვალ ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ ეტაპს დავემშვიდობები და დავემშვიდობები “პსჟ-საც.” – განაცხადა სერხიო რამოსმა. შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” სერხიო რამოსი 2021 წლის ზაფხულში “რეალიდან” დაიმატა. მიმდინარე […]
“ჯანოს, საუკეთესო სურვილებით” – ნეიმარის საჩუქარი ანანიძეს | PHOTO
ჯანო ანანიძემ ნეიმარისგან ავტოგრაფიანი მაისური მიიღო. ამის შესახებ ფოტო ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “ჯანოს, საუკეთესო სურვილებით,” – ვკითხულობთ “პსჟ”-სა და ბრაზილიის ნაკრების 10-იანის მიერ დაწერილ ტექსტში. შეგახსენებთ, რომ ანანიძე ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა. 28 წლის ნახევარმცველი “დინამო თბილისში” ჩაირიცხა, თუმცა ტრავმა ჰქონდა და თამაშს ვერ ახერხებდა.
‘მადლობა კაპიტანო’ – პსჟ ტიაგო სილვას დაემშვიდობა
“პარის სენ-ჟერმენის” და ტიაგო სილვას გზები საბოლოოდ გაიყარა. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი კაპიტანმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და მისი კარიერას მომდევნო კლუბი ცნობილი მალე გახდება. უდიდესი ალბათობით, 34 წლის ფეხბურთელო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდება. “მადლობა კაპიტანო. შენ ამ კლუბის ისტორია შექმენი. ლურჯი და წითელი სიცოცხლის ბოლომდე”, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა პარიზული […]
‘ოპერაცია მბაპე’ – მადრიდის რეალი სამ ფეხბურთელს შეელევა
ესპანური მედია იუწყება, რომ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის “რეალის” მთავარი სამიზნე კილიან მბაპე იქნება. საამისოდ, “სამეფო კლუბს” ფინანსების მობილიზება დასჭირდება, რისთვისაც AS-ის ინფორმაციით, სამი ფეხბურთელის გასხვისება აქვს გადაწყვეტილი. “ოპერაცია მბაპეს” განსახორციელებლად, ზინედინ ზიდანის გუნდი გარეთ ბეილთან, მარსელოსთან და ლუკა იოვიჩთან განშორებას აპირებს. შედეგად, მადრიდელები თავს 135 მილიონ ევროს მოუყრიან. ესპანური მედია იტყობინება, წამსვლელთა სიაში […]
,,ამის ახსნა არ შემიძლია” – პარედესი პსჟ-ს ქომაგების მხრიდან მესისა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, რომელმაც გასული სეზონი ტურინის ,,იუვენტუსში” გაატარა, პარიზული გუნდის გულშემატკივრების მხრიდან ლეო მესისა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა: ,,რატომ გვექცეოდნენ პსჟ-ს ქომაგები მესის და მე ასე? არ ვიცი, პარიზში 4 წელი გავატარე და იქ ყოფნა ძალიან მომწონდა. ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატარეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით… გულშემატკივრების რეაქციის ახსნა […]
,,გასახდელში ჩხუბი არ ყოფილა” – ნეიმარმა დონარუმასთან კონფლიქტი უარყო
,,პარი სენ ჟერმენის” შემტევი, ნეიმარი, გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ,,რეალთან” მარცხის შემდეგ, გასახდელში თანაგუნდელთან, ჯანლუიჯი დონარუმასთან იჩხუბა. ნეიმარმა ინსტაგრამის პირად გვერდზე სტატიის სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც დონარუმასთან მიმოწერის სქრინშოტი დაურთო: დონარუმა: გამარჯობა, ნეი! ბოდიში გუშინდელისთვის… ეს სტატია მიუღებელია. ნეიმარი: მეგობარო, დამშვიდდი, ფეხბურთში ასეთები ხდება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და ბევრ ტიტულს […]
,,გეიე სენეგალში გმირია” – ჟურნალისტი იდრისაზე, რომელმაც LGBT თემის მხარდამჭერი ფორმით თამაშზე უარი თქვა
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, იდრისა განა გეიემ, გასულ სეზონში ,,მონპელიესთან” ლიგა 1-ის შეხვედრა პირადი მიზეზების გამო გამოტოვა. აღნიშნული ტური ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაემთხვა და საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა გუნდის მაისურზე LGBT თემის დროშის ფერები იყო ასახული. პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, მაშინვე დაადასტურა, რომ გეიეს მატჩის გამოტოვების მიზეზი ტრავმასთან არ იყო დაკავშირებული, RMC […]
,,დედაშენს დაუჯერე!” – პსჟ-ს ფანებმა პოგბას შესაძლო ტრანსფერი გააპროტესტეს
,,პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრებს საყვარელ გუნდში პოლ პოგბას გადმოსვლა არ სურთ. Get French Football News-ის ცნობით, ქომაგებმა პარიზული კლუბის ბაზასთან ბანერი გამოფინეს და ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერი გააპროტესტეს: ,,პოგბა, დედაშენს უნდა მოუსმინო! მას არ უნდა, რომ აქ გადმოხვიდე, არც ჩვენ!” – წერია ბანერზე. ფრანგულ პრესაში იწერება, რომ ,,პსჟ” მზადაა, ,,მანჩესტერ იუნაიტედს” პოგბას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო […]
,,ლეოს ჩემი მოკვლა უნდოდა” – პარედესი მესისთან კონფლიქტზე
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, 2021 წელს, ,,ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მესისთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა: ,,მესი გაბრაზდა, რადგან ჩემს თანაგუნდელს რაღაც ვუთხარი, მან კი მოისმინა. ძალიან გაბრაზდა და შემომიტია, საშინელება იყო. ჩემი მოკვლა უნდოდა, მე კი უბრალოდ სახლში წასვლა. ამ შემთხვევის შემდეგ ნაკრებში შევხვდით და ისე იქცეოდა, თითქოს, არაფერი მომხდარა. ამით მან აჩვენა, როგორი […]