საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის” ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა: ,,კვარაცხელია იყო 15 წლის, როცა ჩემთან მოვიდა, წამოვიყვანეთ ლოკომოტივში. ხვიჩათი მაშინ სპორტინგის 19-წლამდელთა გუნდიც ინტერესდებოდა, მაგრამ ჩვენ ლოკომოტივი ავირჩიეთ. შემდეგ დაინტერესდა რუბინი, წავიდა რუბინში, რომელიც ფინანსურადაც და პროფესიონალურადაც ძალიან კარგი კლუბია – ბავშმა კონტრაქტს ხელი 2024 წლამდე მოაწერა. […]