ყაზანის “რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზამთარში ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის დატოვება მოახერხოს. „ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება, ზამთარში ტრანსფერი არ იქნება“, – განუცხადა Match TV-ს ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა. „საიმანოვმა ასევე ირონიულად აღნიშნა, რომ თუ ვინმე შესთავაზებს 20 მილიონ ევროს ტრანსფერზე, კლუბი გარიგებას გააკეთებს“, – წერს […]