რუსეთის ჩემპიონატს კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი ტოვებს
მას შემდეგ, რაც FIFA-მ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის და ფინანსური ვალდებულების გარეშე ამ ქვეყნის დატოვების ნება დართო, ქართველი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატს ეტაპობრივად ტოვებენ. 9 მარტს გავავრცელეთ ცნობა, რომ რუსეთს “ურალის” ფეხბურთელები, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე ტოვებდნენ, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოში კიდევ ორი ლეგიონერი, ვოლგოგრადის “როტორის” ფეხბურთელები, ილია ბერიაშვილი და […]
კვარაცხელიამ რუსეთის თასზე ითამაშა
დღეს რუსეთის თასზე “რუბინი” შინ “როტორს” დაუპისპირდა და 2:1 მოიგო. ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა სასტარტო 11-ეულში იყო და მოედანზე 76 წუთი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული კლუბები ლეგიონერებისგან იცლებიან, ქართველი ფეხბურთელები ქვეყანას მაინც არ ტოვებენ. აქვე გეტყვით, რომ “როტორის” სათადარიგო სკამზე ქართველები: ბექა ქავთარაძე და ილია ბერიშვილიც იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემდეგი 7-10 დღის განმავლობაში ფიფა მიიღებს […]
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას და თავისი გუნდის სხვა ლეგიონერების შესახებ ისაუბრა. “მას მერე, რაც ფიფასა და უეფას რეგულაციები ცნობილი გახდა, პირველივე დღეს შევხვდით ჩვენი გუნდის ლეგიონერებს და მათთან ერთად ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ ყველანი ერთად ვიმუშავებდით, იქამდე, ვიდრე სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს”, – თქვა ლეონიდ სლუცკიმ. რუსეთსა და […]
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი 2022 წელს | VIDEO
საქართველოს ნაკრების ვინგერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, 2022 წელს პირველი გოლის გატანა მოახერხა. ეს 21 წლის ფეხბურთელმა თურქეთში, ანტალიის ქალაქ ბელეკში მიმდინარე შეკრების ფარგლებში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოახერხა, რომელშიც ყაზანის “რუბინი” მოსკოვის “დინამოს” დაუპირისპირდა და ფრე – 2:2 ითამაშა. მარცხენაფლანგელი სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო და მოედანზე 27-ე წუთზე შემოვიდა, გოლის გატანა კი 70-ე წუთზე შეძლო. როგორც ჩანს, ტრავმა, რომლის […]
“კვარაცხელიას მუდმივი ტრავმა აქვს” – ლეონიდ სლუცკი ქართველის მდგომარეობაზე საუბრობს
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მარცხენა ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. ქართველი გარემარბის ყაზანის “რუბინი” სეზონის მეორე ნახევრისთვის ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს თურქეთში, ანტალიის ქალაქ ბელეკში გადის, რომლის ფარგლებშიც ამხანაგურ შეხვედრაში “კრილია სოვეტოვს” დაუპირისპირდა (5:0). მატჩის 38-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს, როგორც შემდეგ გაირკვა, ამის მიზეზი ტრავმა აღმოჩნდა. რუსული მედია წერს, რომ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს მუხლის […]
რუბინის დირექტორი: “ხვიჩათი გერმანული და ინგლისური გრანდები ინტერესდებოდნენ, მაგრამ შემოთავაზება არ მიგვიღია”
ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. რუსმა საფეხბურთო ფუნქციონერმა 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ციებ-ცხელება გაიხსენა და ის კლუბები დაასახელა, რომელთაც 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ჰქონდათ. “ვის აინტერესებდა კვარაცხელიას დამატება? ერთი მათგანი გერმანიის ბუნდესლიგის ტოპ კლუბია, ხოლო ორი ინგლისის პრემიერ ლიგის ორი საუკეთესო გუნდი. თუ რომელიმე მათგანი ხვიჩას […]
კვარაცხელია ბრუნდება – ხვიჩა დინამო ბათუმის წინააღმდეგ ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზანის “რუბინის” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. უდიდესი ალბათობით, 20 წლის ფეხბურთელი მონაწილეობას თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ზამთრის შეკრების მომდევნო ამხანაგურ მატჩში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმის” წინააღმდეგ მიიღებს. ის, რომ ხვიჩა მოედანს მალე დაუბრუნდება, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის ასისტენტმა, ოლეგ ვერეტნიკოვმა დაადასტურა. “ხვიჩამ მთავარ გუნდთან […]
კვარაცხელიას ეფექტური ვარჯიში – ხვიჩა სეზონისთვის აქტიურად ემზადება | VIDEO
ხვიჩა კვარაცხელია დინამო ბათუმის წინააღმდეგ – საქართველოს ჩემპიონმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, “დინამო ბათუმმა” თურქული შეკრების მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო. შავიზღვისპირელები ანტალიაში მიმდინარე სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში კიდევ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, თანაც საკმაოდ სახელოვან მეტოქეებთან. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი სერბეთის ტიტულოვანი კლუბის, ბელგრადის “პარტიზანის” საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინის”, უკრაინული “ლვოვის” და ესტონეთის მოქმედი ჩემპიონის, ტალინის “ლევადიას” წინააღმდეგ ითამაშებენ, ამ უკანასკნელის ლიდერი […]
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი შემცირდა
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე რეგრესი აქვს, ეს კი ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე აისახა. Transfermarkt.com-მა რუსეთის ჩემპიონატის გუნდების საბაზრო ფასი განაახლა, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა 18 მილიონიდან 16 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა. როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს გულშემატკივართან ერთად, ევროპულ კლუბში ტრანსფერს კვარაცხელიაც ელოდებოდა. “რუბინის” 20 წლის შემტევზე ყაზანურ გუნდში დარჩენამ ცუდად იმოქმედა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ყველა […]
ბარსელონას ფერან ტორესის ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელია ურჩიეს
საფეხბურთო ვებ-გვერდმა totalfootballanalysis.com-მა “ბარსელონას” ფერან ტორესის ტრანსფერის ნაცვლად, ის 4 ფეხბურთელი ურჩია, რომლის დამატებაც იანვარში შეეძლება, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარცხელიაა. “ამ სიაში, ალბათ, ყველაზე მხიარული მოთამაშე ყაზანის “რუბინის” 20 წლის ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. ის თავდაპირველად, მშობლიურ საქართველოში “დინამო თბილისის” ახალგაზრდული სისტემიდან გახდა ცნობილი და 2019 წელს მოსკოვის “ლოკომოტივში” იჯარის შემდეგ, 2019 წელს, საბოლოოდ, […]
რუბინი ხვიჩა კვარაცხელიას ზამთარში არ გაუშვებს
ყაზანის “რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზამთარში ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის დატოვება მოახერხოს. „ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება, ზამთარში ტრანსფერი არ იქნება“, – განუცხადა Match TV-ს ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა. „საიმანოვმა ასევე ირონიულად აღნიშნა, რომ თუ ვინმე შესთავაზებს 20 მილიონ ევროს ტრანსფერზე, კლუბი გარიგებას გააკეთებს“, – წერს […]