“20 მილიონი და მყარი ფინანსური გარანტიები” – რას სთავაზობს ქუთაისის ტორპედოს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი?
6 ივლისს, თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში“, ქუთაისის “ტორპედოს” შესყიდვით დაინტერესებულმა „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა“ პრესკონფერენცია გამართა. კომპანიის მესვეურებმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, თავიანთი გეგმები გაამხილეს და კლუბის გადაცემის პროცესის შესახებაც ისაუბრეს. “როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, რომ შევისყიდოთ ქუთაისის “ტორპედო” და სასტარტო კაპიტალის სახით, კლუბში 20 მილიონი ევრო დავაბანდოთ, რაც ქართულ რეალობაში მცირე თანხა ნამდვილად არ არის. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ […]
“3 თვეა ხელფასი არ აუღიათ, ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს აცხადებენ” – ტორპედოში ისევ პრობლემებია
ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივართა Facebook-ის გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმერულ კლუბში ისევ სერიოზული პრობლემებია. ქომაგთა პოსტიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელებს და სტაფის სხვა წევრებს კუთვნილი ანაზღაურება უკვე 3 თვეა არ მიუღიათ და ამის გამო, მოთამაშეებმა ვარჯიშზე უარი განაცხადეს. “ტორპედოს” ფანები თავის მხრივ კლუბში ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ. “მესამე თვე დაიწყო, რაც ფეხბურთელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს ხელფასები არ […]
“ბევრი ევროპული კლუბის ინტერესშია” – ჯანლუკა დი მარციო გიორგი მამარდაშვილზე წერს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს. იტალიელმა ინსაიდერმა Twitter-ის გვერდზე თავისი ვებ-გვერდის – grandhotelcalciomercato-ს სტატია გააზიარა. “ყოველთვის სასიამოვნოა თქვა: “მამიდან შვილამდე“. ღირებულების, მისწრაფების, ვნების გადაცემა. მამარდაშვილების მეკარეების თაობა ცნობილია სამშობლოში. ჩვენ საქართველოში ვართ, მამა, დავითი ასწავლის გიორგის, თუ როგორ უნდა გააკეთოს საუკეთესო, რომ ჩემპიონატის საუკეთესო გახდეს. ის ევროპის რჩეული ტალანტების […]
“ბოლო წლებში იშვიათად მაღალი ინტერესია” – ბოსნიური მედია ტორპედოსთან ხალხმრავლობას ელოდება
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოსა” და ბოსნიურ “სარაევოს” შორის გასამართ მატჩში ადგილობრივი სპორტული მედია ხალხმრავლობას ელოდება. როგორც ირკვევა, 8 000 – ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია და ამ რაოდენობის ზრდა ისევ მოსალოდნელია. “გუშინ 8000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა და უდავოა, რომ ეს რიცხვი დღეს ხუთ ციფრს მიაღწევს. დიდი ხანია “სარაევოს” […]
“განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება” – აიეტ კუკავა ტორპედოში სპონსორის შესვლას შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებს
როგორც უკვე გაცნობეთ, ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური განცხადებით, კლუბს ახალი სპონსორი გამოუჩნდა, კომპანია “ნიუ ვიჟენი”, რომელიც იმერელთა ყველა ფინანსურ დავალიანებას გაისტუმრებდა და გუნდს განვითარებაში დაეხმარებოდა. ტორპედოს განცხადება: ქუთაისურ კლუბს ახალი სპონსორი გამოუჩნდა თუმცა, ქუთაისურ კლუბში ინვესტიციის განხორციელებით კიდევ ერთი კომპანია, “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” ინტერესდებოდა, რომლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორიც აღნიშნულ ფაქტს შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა: “დღეს გამოქვეყნდა […]
“სხვა შემთხვევაში ტორპედოს არსებობა წარმოუდგენელია” – ქუთაისური კლუბის განცხადება
ქუთაისის “ტორპედოში” არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ კლუბის ოფიციალურმა Facebook-ის გვერდმა განცხადება გაავრცელა. კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო “ტორპედოს” ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. “ტორპედოში” ფინანსურმა პრობლემამ თავი თვეების წინ იჩინა, რის გამოც ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა კლუბი დატოვა. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, გუნდმა გააგრძელა ჩემპიონატში ასპარეზობა, მიუხედავად არაერთი პრობლემისა ყოველთვის თავის ინტერესზე მაღლა გულშემატკივრისას აყენებდა… დრო გადიოდა, პრობლემები – […]
“ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ, იმედი გვაქვს სიტუაცია დალაგდება” – ლევან კუტალია ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ქართველი ფეხბურთელი, ლევან კუტალია, რომელიც ისრაელის ჩემპიონატის მეორე ლიგის გუნდ “ჰაპოელ უმ ალ-ფამში” თამაშობს, ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 31 წლის თავდამსხმელმა, რომელიც თელ-ავივში იმყოფება, ღამე ბუნკერში, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გარეშე გაატარა. “დიდი მადლობა ყველას მეგობრებო თბილი სიტყვებისთვის გამხნევებისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ბევრი შეტყობინება მომივიდა და ძალიან დიდი მადლობა ყველას მეგობრებო გაიხარეთ. ძალიან რთული ღამე გადავიტანეთ. […]
10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში
რუსულმა საფეხბურთო გამოცემა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა. სტატიაში წერია, რომ რუსეთში 100-ზე მეტ ქართველს უთამაშია და ისინი მხოლოდ უკრაინელებს, ბელარუსებს, ბრაზილიელებს და სერბებს ჩამორჩებიან. თუმცა, საუკეთესოთა შორის მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვინც საქართველოს სახელით გამოდიოდა, სწორედ ამიტომ არ არიან სიაში ომარ თეთრაძე, გიორგი ჯიქია და სხვები. 10. გია გრიგალავა (“როსტოვი”, “მოსკვა”, […]
13 წლის მეკარე და 14 თვრამეტწლამდელი ტორპედოში
საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური ბოლო ორი სეზონის ჩემპიონის ქუთაისის “ტორპედოსა” და “საბურთალოს” დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა, რომლის დაწყებამდეც მასპინძლების როლში მყოფმა ქუთაისელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტორპედოს განაცხადში 13 წლის სოსო კოპალიანი მოხვდა, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდია. თუმცა ის ერთადერთი არასრულწლოვანი არ არის, რომელმაც თბილისურ კლუბთან მარცხისას “ტორპედოში” ითამაშა. ქუთაისურ კლუბში […]
2 გაფუჭებული პენალტი და 9 ბარათი – ტორპედომ სეზონის მეორე მატჩი მოიგო
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი მოიგო ქუთაისის “ტორპედომ”, რომელმაც თბილისში, “მიხეილ მესხი 2-ზე”, “ლოკომოტივს” მინიმალური სხვაობით – 2:1 აჯობა. მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, გიორგი ფანცულაიამ გახსნა, ვინც ზაზა ციცქიშვილის ზუსტი გადაცემით ისარგებლა. თუმცა, ფანცულაიას გატანა გაცილებით ადრეც შეეძლო – მეოთხე წუთზე მას 11-მეტრიანის ნიშნულიდან გიორგი მამარდაშვილმა აჯობა. ქუთაისელთა დაწინაურებას ხელი იმანაც შეუწყო, […]
UEFA-ს განახლებული რეიტინგი – როგორია ქართული გუნდების მდგომარეობა?
დღეს UEFA-მ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოგეხსენებათ, გუნდების პოზიციები ევროპულ ტურნირებზე ბოლო 5 წელში დაფიქსირებული შედეგებით არის განპირობებული. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ქართული გუნდების მდგომარეობა. რეიტინგში წინსვლა განიცადა “დინამო თბილისმა”. ქართული ფეხბურთის ფლაგმანი შარშან 281-ე ადგილზე იყო, ახლა კი, 4.750 ქულით 232-ე პოზიციაზეა შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ევროტურნირებზე “დინამომ” 2 ეტაპი დაძლია. თბილისელებმა ევროპა ლიგაზე […]
UEFA-ს პასუხი ქართული გუნდების დასჯის მოთხოვნაზე
როგორც იცით, საქართველოს ჩემპიონატის მე-19 ტურში ანტისაოკუპაციო მაისურების გამო, რუსმა პოლოტიკოსმა ქართული გუნდების ევროტურნირებიდან მოკვეთა მოითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნას UEFA-მ რუსულ მედიასთან უპასუხა. “იქიდან გამომდინარე, რომ ეს შიდა ჩემპიონატში მოხდა, გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უნდა მიიღონ. UEFA მხოლოდ თავისი ეგიდით ჩატარებულ მატჩებს იძიებს,” – უთხრა UEFA-მ რუსულ მედიას.