კახა ჩხეტიანმა ყაზახ ჟურნალისტს რუსულად არ უპასუხა
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა – კახა ჩხეტიანმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მას ერთ-ერთმა ყაზახმა ჟურნალისტმა შემდეგი კითხვა დაუსვა: – გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ? კახა ჩხეტიანის პასუხი: “იმიტომ რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს… ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ […]
ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ, გათამაშებას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომლის ცხრილის სათავეში ყოფნაც ცოტა არ იყოს მოულოდნელია. გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო, ბოლო მათგანში კი, მოედანზე 10 ფეხბურთელით მყოფმა, მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისს” “ბორის პაიჭაძეზე” აჯობა -1:2. გორის “დილას” ამ გამარჯვების შემდეგ, მეორე პოზიციაზე ვიცე-ჩემპიონი ამაღლდა. ბათუმის “დინამომ” “ტორპედოსთან” (2:0) მოგებით თავი […]
ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი “დინამო არენაზე” ჩატარებული შეხვედრით გაიხსნა – მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ წყალტუბოს “სამგურალთან” ფრე – 1:1 ითამაშა. იმავე სათამაშო დღეს ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” სტუმრად – 1:0 აჯობა და სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა წინა სეზონის აღმოჩენამ, საფეხბურთო კლუბმა […]
“განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება” – აიეტ კუკავა ტორპედოში სპონსორის შესვლას შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებს
როგორც უკვე გაცნობეთ, ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური განცხადებით, კლუბს ახალი სპონსორი გამოუჩნდა, კომპანია “ნიუ ვიჟენი”, რომელიც იმერელთა ყველა ფინანსურ დავალიანებას გაისტუმრებდა და გუნდს განვითარებაში დაეხმარებოდა. ტორპედოს განცხადება: ქუთაისურ კლუბს ახალი სპონსორი გამოუჩნდა თუმცა, ქუთაისურ კლუბში ინვესტიციის განხორციელებით კიდევ ერთი კომპანია, “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” ინტერესდებოდა, რომლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორიც აღნიშნულ ფაქტს შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა: “დღეს გამოქვეყნდა […]
ქუთაისის ტორპედოში შოტლანდიელი მწვრთნელის დანიშვნა განიხილება
Matchday-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის “ტორპედოს” ახალი მთავარი მწვრთნელი შოტლანდიელი სტივ კინი იქნება. როგორც ირკვევა, სტივ კინი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მწვრთნელი უახლოეს პერიოდში გახდება. კარიერის განმავლობაში 55 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი სტივ კინი “ფულემსა” და “რეალ სოსიედადში” კრის კოულმენის ასისტენტი გახლდათ, მოგვიანებით “ბლექბერნში” სემ ელერდაისის თანაშემწე იყო, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. ავსტრალიურ “მელბურნში” […]
ქართული ფიასკო ევროპა ლიგაზე
UEFA-ს ევროპა ლიგაზე ასპარეზობა, არა მხოლოდ ქართული გუნდებისათვის – არამედ ევროპის სხვადასხვა კლუბებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვისაც იმედგაცრუებით დასრულდა. ევროპის რანგით მეორე ტურნირის პლეი-ოფში შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი, ქუთაისის “ტორპედო” “ლუდოგორეცთან” ორი შეხვედრის ჯამში 0:5 დამარცხდა და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩა. ქართული გუნდების წარუმატებელი ასპარეზობის ფონზე, გულშემატკივრების ინტერესის სფეროს, ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართელი ლეგიონერების […]
კახა ჩხეტიანი ტორპედოს აღარ გაწვრთნის
ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. როგორც ცნობილია, ქართულ კლუბსა და სპეციალისტს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების სადუძველზე გაწყდა. შეგახსენებთ, რომ ჩხეტიანი “ტორპედოს” 2016 წლიდან წვრთნიდა. 41 წლის სპეციალისტმა საქართველოში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ქუთაისელებმა 2017-ში ჯერ საქართველოს ჩემპიონობა იზეიმეს, შემდეგ კი, 2-2-ჯერ მოიგეს ქვეყნის თასი და სუპერთასი. ამასთან ერთად, “ტორპედო” გასული […]
ეროვნული ლიგა: XI ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს მატჩებში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ, ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტური ერთ-ერთი ყველაზე მწირგოლიანი გამოდგა. ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა თბილისში გაიმართა, სადაც ესპანეთში გასამგზავრებლად გამზადებულმა “ლოკომოტივმა” “ჩიხურას” – 4:1 აჯობა. ცენტრალური მატჩი ქუთაისში შედგა, სადაც “დინამოების” დაპირისპირებაში, თბილისელებმა – 3:1 იმარჯვეს. რამაზ შენგელიას არენაზევე, ერთი დღის შემდეგ შედგა ის ბოლო დაპირისპირება, რომელიც უგოლოდ არ დასრულებულა – […]
სოსო ფრუიძის დაბრუნება – წყალტუბოს სამგურალს ახალი მწვრთნელი ჰყავს
წყალტუბოს სამგურალს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – იმერულ კლუბს სოსო ფრუიძე გაწვრთნის. საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბში ფრუიძეს აქამდეც უმუშავია – ის წყალტუბოელებს სათავეში 1994 წელს და 1995/96 წლების სეზონში თავკაცობდა. სოსო ფრუიძეს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ქუთასისის ,,ტორპედოში”, “სამტრედიასა” და ,,ბორჯომში” უმუშავია, საუკეთესო პერიოდი კი საჩხერის “ჩიხურასთან” ერთად ჰქონდა, სადაც 12 წელი გაატარა, საქართველოს თასი […]
ეროვნული ლიგა: XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში რამდენიმე ისეთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს უშუალო კონკურენტები და პრინციპული მეტოქეები დაუპირისპირდნენ, რამაც სატურნირო ცხრილში საინტერესო ცვლილებებიც შემოგვთავაზა. ტური ფოთში, ქობულეთის “შუქურასა” და “დინამო ბათუმის” შეხვედრით გაიხსნა. აჭარული დერბი, საკმაოდ მძიმე თამაშის ფონზე წარიმართა, რომელშიც გამარჯვებული ბათუმელები გამოვიდნენ და საჩემპიონო მარათონში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლები თორნიკე […]
ქუთაისის ტორპედო დაშლის პირასაა
დღეს, საქართველოს ჩემპიონატის 13-ე ტურში, “საბურთალოსთან” წაგებული (2:3) მატჩის შემდეგ, ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა ფინანსურ კრიზისში მყოფი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა. “მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, შესაძლოა, მომდევნო მატჩამდე “ტორპედო” დაიშალოს. რაც შეეხება ამ თამაშს, ჩვენი გუნდის ხასიათი ვერ იყო ისეთი, როგორიც ასეთი დაპირისპირების მოგებას სჭირდება.” დაგვრჩა მხოლოდ იმედი, რომ “ტორპედო” გადარჩება, თუმცა ეს იმედი […]
ეროვნული ლიგა: III ტურის TOP 5 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგა სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მესამე ტურის ხუთი მატჩში 3 ქულა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოიპოვა გუნდმა და ეს მოქმედი ჩემპიონი გახლდათ – “დინამო თბილისმა” ტიტულის წინა მფლობელ “საბურთალოს” 3 უპასუხო გოლი გაუტანა. ყველა დანარჩენ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ანგარიშის გახსნის გარეშე არცერთი შეხვედრა დასრულებულა და მთლიანობაში, გულშემატკივარმა 13 გატანილი გოლი იხილა, საიდანაც, […]