ექვსი ერისთვის ინგლისის ნაკრებში სამი გამორჩეული მოთამაშე არ გამოიძახეს
ბილი ვუნიპოლა, ექვსი ერისთვის დასახელებული 36 კაციანი განაცხადის მიღმა დარჩა. ინგლისელთა ახალმა თავკაცმა სტივ ბორთვიკმა ნაკრებში კიდევ ორი გამოცდილი მოთამაშე არ გამოიძახა: ჯონი მეი და ჯეკ ნოუელი. საინტერესოა, რომ ბორთვიკმა ნაკრებში 35 წლის დენ ქოულს უხმო, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ნაკრებში არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ 36 კაციდან 5 არის ისეთი მორაგბე, რომლებსაც […]
დიდი დაბრუნება – ედი ჯონსი ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
წარმოშობით ავსტრალიელი, 62 წლის- ედი ჯონსი, ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ედი ჯონსი 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. 2001-2005 წლების ჩათვლით კი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. სწორედ 2003 წელს, ედი ჯონსმა ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის მსოფლიო თასის ფინალში გაიყვანა, თუმცა დამარცხდა. […]
მსოფლიო ჩემპიონატამდე, ბორჯღალოსნები შოტლანდიას დაუპირისპირდებიან
2023 წლის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნები გასახურებელ ტესტ-მატჩს 26 აგვისტოს, ედინბურგში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში ლეგენდარულ „მარიფილდზე“ გაიმართება,, რომელც 1925 წელს აშენდა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. ბორჯღალოსნები ამ არენაზე მესამედ, შოტლანდიასთან კი ჯამში მეექვსედ ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ ტიერ1-ის სარაგბო ქვეყნებიდან მსოფლიო თასს მიღმა სქოთებთან ყველაზე მეტჯერ – 4-ჯერ გვითამაშია. ასევე, ის გახდა ტიერ1-ის […]
“დამზადებული საქართველოში და გაფურჩქნული გლოსტერში” | BT Sport-ის სიუჟეტი ვალ რაფავა-რუსკინზე
საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელის, გია რაფავას შვილი ვალ რაფავა-რუსკინი ინგლისური სარაგბო სამყაროს აღფრთოვანებას განაგრძობს. BT Sport-თან საუბრისას, 30 წლის მორაგბემ მის სამომავლო გეგმებსა და მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. “ჩემი ბაბუა და მამა საქართველოს რაგბის ნაკრებს კაპიტნობდნენ. ეს არის ორი თაობა, რომელმაც მათი ქვეყნისთვის დიდი რამ გააკეთეს. მამას ჩემზე დიდი გავლენა აქვს. არის თამაშები, როცა მისგან ბევრს რჩევას ვიღებ. მან […]
ჩელენჯ თასის შეხვედრას ქალი არბიტრები განსჯიან
რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება. 13 იანვარს, “სკარლეტისა” და “ჩიტასის” შეხვედრას ქალ არბიტრთა სამსაჯო ბრიგადა განსჯის. მატჩის მთავარი მსაჯი შოტლანდიელი ჰოლი დევიდსონი იქნება. მისი თანაშემწეები ინგლისელი სარა კოქსი და იტალიელი კლარა მუნარინი იქნებიან. რაც შეეხება ვიდეო ასისტენტებს, მთავარ მსაჯს ინგლისელი კლერ ჰოდნეტი და ირლანდიელი ჰელენ ო’რეილი დაეხმარებიან. აშსანიშნავის, რომ ჩემპიონთა თასის შეხვედრას “ლა როშელსა” და […]
შესაძლოა, ჯონი სექსტონმა ექვსი ერის გახსნითი შეხვედრა გამოტოვოს
ირლანდიის კაპიტანმა ჯონი სექსტონმა ტრავმა მიიღო და მისი თამაში, 2023 წლის 6 ერის სადებიუტო შეხვედრაში, საეჭვოა. “კონახტთან” მოგებულ შეხვედრაში, 37 წლის მგეზავმა სახის ძვალი დაიზიანა. “ლენსტერი” ვერ ასახელებს ზუსტ დროს თუ, როდის შეძლებს მორაგბე მოედანზე დაბრუნებას. მიუხედავად ასაკისა, სექსტონი მაინც საკვანძო ფიგურაა ირლანდიის ნაკრებში. გუნდის მთავარი მწვრთნელი დიდხანს ცდილობდა მისი შემცვლელის პოვნას, თუმცა, უშედეგოდ. ირლანდიელები […]
ყაულაშვილი და გორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ
ქართველი მორაგბეები საფრანგეთში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. ლექსო ყაულაშვილი და ბექა გორგაძე TOP 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ. მე-13 ტურში ყაულაშვილის “ბორდო” “ლა როშელს” დაუპირისპირდა და მეტოქე 8:12 დაამარცხა. ქართველი მორკინალი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და კარგი მატჩიც ჩაატარა. რაც შეეხება გორგაძეს, ყაულაშვილისგან განსხვავებით, ბექას ბოლო მატჩი საკმაოდ უხვქულიანი აღმოჩნდა. “პომ” “ბაიონთან” ფრე 22:22 ითამაშა. მიუხედავად […]
“ეს ჯოჯოხეთურად რთული სამუშაოა, რომელმაც ჩემს ოჯახს ჩამომაშორა” – ნიკა ამაშუკელი
Planet Rugby-მ ქართველ არბიტრთან ნიკა ამაშუკელთან ვრცელი ინტერიუ ჩაწერა. საუბრის ძირითადი ნაწილი ანალიზსა და მატჩისთვის მზადების პროცესს დაეთმო. “ბევრ ადამიანს სჯერა, რომ უბრალოდ მოედანზე 80 წუთის განმავლობაში ვასრულებთ ჩვენს საქმეს და სულ ეს არის მსაჯობა. რეალურად ეს ყველაფერი სიმართლესთან ოდნავადაც არ არის ახლოს. ზედიზედ მეათე კვირაა, რაც სახლიდან გასული ვარ და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი […]
ბორჯღალოსნებმა Planet Rugby-სგან დაუფასებელი გუნდის ტიტული მიიღეს
ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Planet Rugby-მ წლის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. გამოვლინდა საუკეთესო ნაკრები, მოთამაშე, მწვრთენლი, მატჩი და ა.შ. საქართველომ ძალიან უცნაური, ყველაზე დაუფასებელი გუნდის ტიტული დაიმსახურა. “2022 წელს საქართველოს კარგი ასპარეზობა თითქოს შეუმჩნეველი დარჩა. მათ წელს მხოლოდ ერთი მატჩი დათმეს საკმაოდ ძლიერ სამოასთან და იტალიის შემდეგ, უელსიც დაამარცხეს. გარდა ამისა, 3 გამარჯვებით და პორტუგალისთან […]
მერაბ კვირიკაშვილმა სარაგბო კარიერა დაასრულა
ქართული რაგბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულემ, 38 წლის მერაბ კვირიკაშვილმა, სარაგბო კარიერა დაასრულა. “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობაში მერაბ კვირიკაშვილის დებიუტი 2003 წელს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ კი იგი ნაკრებში 15 წლის განმავლობაში თამაშობდა. სწორედ მერაბ კვირიკაშვილი იყო პირველი ცენტურიონი (100+მატჩი) მორაგბე საქართველოს ნაკრების რიგებში. ასევე, მერაბ კვირიკაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი […]
Planet Rugby ბორჯღალოსნების წარმატებულ წელს გამოეხმაურა
ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Planet Rugby-მ “ბორჯღალოსნების” წარმატებულ წელს სტატია მიუძღვნა. მათ ფიჯისა და იაპონიის თამაშიც გამოარჩიეს, თუმცა, საქართველოს ნაკრებს ნამდვილი სიურპრიზი უწოდეს. შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი გუნდმა 2022 წელს 10 მატჩი ჩაატარა და 7 მოიგო. საქართველოს ისტორიული წელი საქართველომ, მთელი წლის განმავლობაში, სამ შეხვედრაში ვერ მოიგო. ერთი ტესტი, რომელიც თბილისში გაიმართა, პორტუგალიასთან, ფრედ დასრულდა. არგენტინა […]
უეინ პივაკი უელსის ნაკრებიდან გაუშვეს
უეინ პივაკი უელსის სარაგბო ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ბრიტანელებმა მის მაგივრად უორენ გატლენდი დანიშნეს. WalesOnline-ის ინფორმაციით, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა და შეიძლება კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს დაკავებულ თანამდებობაზე. საინტერესოა, რომ უელსის სარაგბო ნაკრებმა წელს გამართული 12 ტესტ მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო. სწორედ ამ შედეგების ფონზე, უელსის რაგბის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უეინ […]