უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს, თუმცა ამ მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა ფრის ან წაგების შემთხვევაშიც კი აქვს. მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: […]
ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წელს ნოემბერში გასამართი 2 ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს. უკრაინასა და ისრაელთან გასამართი მატჩის წინ რამაზ სვანაძემ ეროვნულ გუნდში 21 ფეხბურთელი გამოიძახა. მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებს ტრავმის გამო ოთხი ფეხბურთელი – გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ბექა დარცმელია და შოთა ნონიკაშვილი დააკლდება. ახალგაზრდულ ნაკრებს ოთხი დებიუტანტი ჰყავს – გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და ივან ფოცხვერია. რაც შეეხება სრულ შემადგენლობას, […]
რამაზ სვანაძე 21-წლამდე ნაკრებს უხელმძღვანელებს
საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. 39 წლის ფეხბურთის სპეციალისტი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 2023 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს. ევროპის რანგით მეორე სანაკრებო ტურნირი, 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს საქართველოსა და რუმინეთში ერთობლივად ჩატარდება. ჩემპიონატის ორივე მასპინძელი ნაკრები საქართველო და რუმინეთი უკვე ფლობენ ფინალური ეტაპის საგზურს. აღნიშნული ქვეყნის ნაკრებებს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა არ […]
რამაზ სვანაძე ინგლისთან მატჩზე: “გადამწყვეტი როლი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ექნება”
2021 წლის ბოლო შეხვედრის წინ, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა და ინგლისთან ამხანაგური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “რთული თამაში გველის, თუმცა ამავდროულად საინტერესო. ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველ მატჩს ჩავატარებთ და მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, ვინც ტელევიზიით შეხედავს მატჩს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრაა, […]
რამაზ სვანაძე: ” არავისი გვეშინია და ყველასთან თანაბრად გვსურს თამაში “
27 ივნისს, “დინამო არენაზე”, საქართველოს U21 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენს გუნდს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. შეხვედრის წინ პრესკონფერენცია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გამართა: “ერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დაგვრჩა იმ ოცნების, მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაში ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ […]
რამაზ სვანაძე: “გუნდში იყო განცდა, რომ თამაში გადაგვერჩინა…”
21-წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და 2:0 ჩამორჩენისა და მეორე ტაიმში ჩინებული თამაშის ხარჯზე, მატჩი 2:2 დასრულდა. 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 4 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. მატჩის შემდეგომ პრესკონფერენციაზე, ბელგიასთან ჩატარებული მატჩი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ შეაფასა. “პირველ ტაიმში […]
რამაზ სვანაძე: “ეს იყო ყველაზე ცუდი ტაიმი, რაც ოდესმე ჩაგვიტარებია”
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ სექტემბრის თვეში გამართული ორი ამხანაგური შეხვედრა შეაფასა და პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებების წინააღმდეგ განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა. “პირველი ტაიმი ჩვენი შესრულებით, ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც საერთოდ გვითამაშია. მეორე ტაიმში შედარებით გამოვასწორეთ მდგომარეობა, მაგრამ ეს შედეგში არ აისახა. ძალიან ცუდია, რომ დავმარცხდით, ზოგადად პირველად მოხდა ამ შეკრებაზე […]
რამაზ სვანაძე: “ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, ბევრ ცვლილებას არ გპირდებით”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს საქართველოს ნაკრები ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. წლის ბოლო მატჩში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც მატჩამდე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ჩემთვის ამ მდგომარეობაში ეროვნული ნაკრების გაძღოლა უდიდესი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ნდობის მანდატი მომანიჭა. ჩემთვის ეს აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. სასიამოვნო სიურპრიზი. გუნდში გვაქვს რამდენიმე […]
რამაზ სვანაძე: “ისეთი გრანდი დავამარცხეთ, რომელსაც შემადგენლობაში პრემიერ ლიგის ფეხბურთელები ჰყავდა”
წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე, ინგლისელი თანატოლები ამხანაგურ დაპირისპირებაში – 3:2 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ, გამორჩეული გამარჯვების შესახებ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ისაუბრა. “გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გრანდს ამარცხებ. გუნდს, რომელსაც ინგლისის პრემიერ ლიგის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს შემადგენლობაში – ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო […]
რამაზ სვანაძე: “კარგი მატჩის მიუხედავად, ბელგიასთან სიფრთხილე და კონცენტრაცია გვმართებს”
21-წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ბელგიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “ტურნირის ყველა შეხვედრა რთული იქნება და ბელგიასთანაც რთულ მატჩს ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიასთან კარგი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი რამ გამოსასწორებელი გვაქვს – პირველ რიგში შეტევის ხაზში. გარკვეული სირთულე […]
საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის განცხადება გაავრცელა. “ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც განვლილი დღეების მანძილზე მხარი დაგვიჭირა, იქნებოდა ეს სტადიონზე, თუ მის ფარგლებს გარეთ. გამარჯვების და მარცხის შემდეგ ერთნაირად ვგრძნობდით თქვენ სიყვარულს – ვთვლით, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი შედეგიც ალბათ ეს არის. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, […]
რამაზ სვანაძე: “მთელი საქართველო გაერთიანებულია – ეს ჩემი კარიერის ყველაზე ბედნიერი მომენტია”
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 1/4-ფინალური მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ხვალ გასამართ მეოთხედფინალურ შეხვედრაში რთულ თამაშს ველოდებით. ისრაელს, განსაკუთრებით ასაკობრივი ნაკრებების დონეზე აქვს პროგრესი და ეს შედეგებშიც აისახება. მეტოქეს პატივს ვცემთ და ვფიქრობთ, რომ მარტივი შეხვედრა არ გველოდება. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ […]