პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. 19 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე, სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება “ენფილდ როუდზე” იქნება მიმართული – ისტორიული მტრების დაპირისპირების წინ, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა. მერსისაიდული გრანდი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და პრემიერლიგას დამაჯერებლად უდგას სათავეში. ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენს, რომ მიმდინარე სეზონში “ლივერპული” პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს ვერ მოიპოვებს […]