მოურინიოს რევოლუცია: რომაში ვარჯიშისას დრონებს იყენებენ
“რომაში” ახლადდანიშნულმა ჟოზე მოურინიომ თავის სამწვრთნელო საქმიანობაში ახალი მეთოდების შეტანა განიზრახა. თანაც ეს მაშინ, როცა კრიტიკოსები პორტუგალიელ სპეციალისტს ასაკის მატებასთან ერთად, საქმის შესრულების ხარისხს უწუნებენ და ამბობენ, რომ მისი საქმიანობის სტილი, უბრალოდ დაბერდა… ჟოზემ ცვლილებების დაწყება წინასასეზონო შეკრებიდან გადაწყვიტა და “ჯალოროსის” ფეხბურთელებს საწვრთნელი პროცესის დროს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ავარჯიშებს. კონკრეტულად, საქმე იმაშია, რომ “განსაკუთრებულმა” იტალიის […]
ლაციო 3:0 რომა (მიმოხილვა)
ზუსტად 1 წლის წინ – რომას ისტორიული ქამბექი ბარსელონასთან (ვიდეო)
რომა 3:1 სასუოლო (მიმოხილვა)
ვინ შეცვლის სტივ ბრიუსს? – ნიუკასლი მსოფლიო კლასის მწვრთნელს არჩევს
რამდენიმე დღის წინ, სტივ ბრიუსმა “ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ ამ ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კანდიდატების განხილვა დაიწყო. არაბული მხარის ინტერესთა სფეროში ერთბაშად რამდენიმე კანდიდატი შედის, ყველაზე მეტად კი ისინი უპირატესობას დონეცკის “შახტარის” მთავარ მწვრთნელს, პაულო ფონსეკას კანდიდატურას ანიჭეებენ. გარდა პორტუგალიელი სპეციალისტისა, რომელიც ორი სეზონის განმავლობაში “რომას” ხელმძღვანელობდა, “კაჭკაჭების” ახალი ხელმძღვანელები ანტონიო […]
გენტისა და რომას მატჩს 22 გუნდის სკაუტი დაესწრება
დღეს, ევროპა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში, “გენტი” “რომას” უმასპინძლებს. ბელგიელებმა 1 კვირის წინ, “სტადიო ოლიმპიკოზე” შეხვედრა 0:1 დათმეს. აღნიშნული დაპირისპირება საფეხბურთო გრანდების ინტერესს იწვევს. როგორც ცნობილია, დღევანდელ თამაშს 22 სხვადასხვა გუნდის სკაუტი დაესწრება. მათი დაკვირების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი “გენტის” ბომბარდირი, 20 წლის კანადელი, ჯონათან დევიდია. “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, ” მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლესტერი”, “ასტონ ვილა”, […]
დე როსი: “მე ჯერ კიდევ მინდა თამაში”
35 წლის იტალიელი ნახევარმცველი – დანიელე დე როსი, რომელმაც მთელი საფეხბურთო კარიერა “რომაში” გაატარა კლუბიდან მიდის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ გამოწვევას ელის. იტალიელი ნახევარმცველი ფრანჩესკო ტოტის გზას არ გაჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კარიერას რომაულ კლუბში არ დაასრულებს და ზაფხულიდან სხვა კლუბში ითამაშებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დე როსიმ განცხადება გააკეთა: “მალე 36 წელი შემისრულდება. […]
ჩინგიზ უნდერის გოლი პლზენის კარში (ვიდეო)
რომა 4:0 ენტელა (მიმოხილვა)
ევროპა ლიგის 2 ცენტრალური მატჩი გადაიდო
ხვალ, 12 მარტს, ევროპა ლიგის 1/8 ფინალური მატჩები უნდა გაიმართოს. როგორც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, “ინტერი” – “ხეტაფე” და “სევილია” – “რომა” გადაიდო. მიზეზი კვლავ კორონავისურია. ესპანეთს და იტალიას საჰაერო სივრცე დაკეტილი აქვთ, შესაბამისად ერთმანეთში მიმოსვლა მათ არ შეუძლიათ. ეს ფაქტი უკვე დაადასტურა უეფამაც: As a result of the travelling restrictions between Spain and […]
ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა
იტალიიდან სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ფრანჩესკო ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. 76 წლის მამაკაცმა, რომელსაც რამდენიმე წლის გულის შეტევა ჰქონდა გადატანილი, COVID-19-ს დამარცხება ვერ მოახერხა. ენცო ტოტი რომის ერთ-ერთ კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა. Rest in peace, Enzo ❤️ The club would like to send its deepest condolences to his wife Fiorella, sons Francesco […]
Sky Sports: კლაუდიო რანიერი რომას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა
“ჯალოროსის” ოფიციალურმა პირებმა ეუსებიო დი ფრანჩესკო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე “პორტოსთან” განცდილი მარცხის გამო დაითხოვეს. Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლაუდიო რანიერისთან გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და იგი “რომას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.