გაბრიელ ჟეზუსი: “მისურვებენ, რომ რონალდოს მსგავსი გავხდე, მაგრამ ის ძალიან მჯობია”
“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა გაბრიელ ჟეზუსმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მადრიდის “რეალთან” მიღწეული გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ჩვენ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დავამარცხეთ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენც ადამიანები ვართ და შეცდომებიც შეგვიძლია დავუშვათ, მაგრამ ყოველთვის მჯერა დადებითი შედეგის და გამარჯვების. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე. მოხარული ვარ, რომ მეოთხედფინალში გავედით. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს თამაშს, […]
ოფიციალურად: რონალდომ ლა ლიგის კლუბი შეიძინა
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო ესპანური კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას, “რეალ ვალიადოლიდის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. წყაროს თანახმად, რონალდომ “რეალ ვალიადოლიდის” აქციების 51% შეისყიდა. ესპანური მედია საშუალებების მტკიცებით, ლა ლიგის ბინადარი კლუბის აქციათა 51%-ის შეძენა, რონალდოს €30 მილიონი დაუჯდა.
პლატინი: “ოქროს ბურთი წელს მესიმ უნდა მოიგოს”
UEFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ, ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად არგენტინელი ლიონელ მესი დაასახელა. “ამ მომენტისთვის, მესი მთავარი ფავორიტია, მეორე ადგილზე კი რონალდუს დავასახელებდი. რაც შეეხება მბაპეს, მას აქვს პოტენციალი რომ მსოფლიო ფეხბურთში მესისა და რონალდუს ეპოქა ჩაანაცვლოს, მას ბრაზილიელ რონალდოს ვამსგავსებ. უდავოდ, მბაპე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელია, ის გრიზმანს და სხვა ფეხბურთელებს გაცილებით აღემატება,” განაცხადა […]
All-Star | 1998 წლის “ოქროს ბურთისათვის” მებრძოლი ვარსკვლავები
1998 წელს, “ოქროს ბურთის” მფლობელი ლეგენდარული ფრანგი ვარსკვლავი – ზინედინ ზიდანი გახდა. აღსანიშნავია, რომ ზიდანმა ისეთ ლეგენდებს შორის შეძლო გამარჯვების მოპოვება, როგორიცაა: დავორ შუკერი, რონალდო, მაიკლ ოუენი, რივალდო, გაბრიელ ბატისტუტა, ლილიან ტურამი, ედგარ დავიდსი, დენის ბერგკამპი, მარსელ დესაი და სხვა. 1998 წლის “ოქროს ბურთისათვის” მებრძოლთა სრული სია:
რონალდოს რეაქცია ნაჩო მარტინესის ულამაზეს გოლზე
ჩემპიონთა ლიგა – ტოპ 25 ინდივიდუალური პერფორმანსი
კორონავირუსის გამო მსოფლიოში ყველა სპორტული მოვლენა და შეჯიბრი დროებით შეჩერებულია. COVID-19-სგან გამოწვეული ცვლილებები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს – ჩემპიონთა ლიგასაც შეეხო. ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე უპირისპირდებიან და ეს მატჩები მეტად სასიამოვნო სანახავია. ფეხბურთის გულშემატკივრების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი ტურნირი სწორედ ჩემპიონთა ლიგაა. ფეხბურთისადმი ნოსტალგიის პერიოდში, გავიხსენოთ ტოპ 25 ინდივიდუალური […]
ბრაზილიელი რონალდოსა და როდრიგოს ინტერვიუს მხიარულმა მომენტმა ინტერნეტი მოიცვა | VIDEO
შვეიცარიასთან მოგების შემდეგ, როდრიგომ ბრაზილიელ რონალდოსთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა. 21 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორი იყო მისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილება. ინტევიუს დასრულებისას “კიჭამ” ახალგაზრდა სპორტსმენს წარმატებები უსურვა. საპასუხოდ კი, როდრიგო ჯერ ლეგენდარული ფეხბურთელის, შემდეგ კი, საკუთარ ფეხებს შეეხო. შვეიცარიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა 1/8 […]
გავიხსენოთ, ბრაზილიელი რონალდოს სადებიუტო მატჩი და გოლი ალავესის წინააღმდეგ (2002 წელი)
რომელუ ლუკაკუმ ბრაზილიელი რონალდოს შედეგი გაიმეორა
ევროპის ლიგის 2020 წლის სეზონის ფინალში ერთმანეთს “სევილია” და მილანის “ინტერი” ხვდებიან. პირველი ნახევრის შემდეგ ფრე ფიქსირდება – 2:2. ანგარიში მატჩის მეხუთე წუთზე რომელუ ლუკაკუმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა ამ გოლით ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდის რონალდოს მიღწევა გაიმეორა. “ფენომენად” წოდებულმა თავდამსხმელმა “ნერაძურიში” სადებიუტო სეზონში 34 გოლის გატანა მოახერხა, რაც მილანური კლუბის მაისურით ჩატარებულ […]
რონალდო ამბიციურ განცხადებას ავრცელებს
მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, რონალდომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.
ლუის ფილიპე სკოლარის საუკეთესო 11-ეული
მსოფლიო ჩემპიონმა, ბრაზილიის, პორტუგალიის ნაკრების, ლონდონის “ჩელსის” და სხვა 25-მდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფილიპე სკოლარიმ, მისი სამწვრთნელო კარიერიდან საუკეთესო 11 ფეხბურთელი დაასახელა. მეკარე მარკოსი – ჩვენ “პალმეირასში” დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. მან გუნდთან ერთად ყველა ტიტულის მოგება შეძლო. სანაკრებო დონეზე, იგი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ტურნირზე შესანიშნავად ითამაშა. ამასთან ერთად, იგი საოცარი […]
ზიდანი Vs. რონალდო – ევროპისა და მსოფლიო ვარსკვლავების დაპირისპირება | VIDEO
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის ჩატარებამდე, საფრანგეთმა საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. ევროპის საუკეთესო თერთმეტეული მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულს დაუპირისპირდა. აღნიშნული დაპირისპირება არ იყო საქველმოქმედო მატჩების უმრავლესობის მსგავსი, რომელშიც კარიერა დასრულებული ვარსკვლავები მონაწილეობენ. ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულებში მოხვდნენ ვარსკვლავები, რომელთაც შესაძლოა რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაებრწყინათ. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო […]