10 ფეხბურთელი, რომელმაც უკიდურეს სიღარიბეს თავი დააღწია
ფეხბურთი ყველაზე დემოკრატიული სპორტია, მისი თამაში ყველას შეუძლია. ზოგი მდიდარ ოჯახში იბადება, ზოგიც ღარიბ ოჯახში, მაგრამ, ფეხბურთის წყალობით ადამიანები ცვლიან საკუთარ ცხოვრებას და სიღარიბესაც ამარცხებენ. დღეს გაგაცნობთ 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომლებიც ღარიბ ოჯახებში დაიბადნენ. 10. რაჰიმ სტერლინგი რაჰიმი იამაიკაში დაიბადა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახთან ერთად ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. მის ოჯახს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი […]
რონალდოს რეაქცია ვალიადოლიდის ლა ლიგაში დაბრუნების შემდეგ | VIDEO
სამეფო კლუბის გულშემატკივრებს, “გალაქტიკოს” ეპოქა მრავალი მიზეზის გამო ახსოვთ, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული 6-წუთიანი მატჩი, ერთ-ერთი მიზეზთაგანი ნამდვილად არაა. 2005 წელს, ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “რეალი” “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდა. მატჩის 87-ე წუთზე, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (1:1) იყო დაფიქსირებული და “რეალის” ვარსკვლავები სტუმართა კარში მეორე გოლის გატანას ცდილობდნენ, თუმცა მოვლენები არც ისე სახარბიელო სცენარით განვითარდა. […]
როგორ მოიპოვა ტიტუს ბრამბლმა ლეგენდარული რონალდოს მაისური
ტიტუს ბრამბლს საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ მატჩის შემდეგ ლეგენდარული რონალდოს მაისური მიეღო. 2001 წლის 6 დეკემბერს, ჯორჯ ბარლის “იფსვიჩი”, რომელიც იმ დროისათვის პრემიერ ლიგის ფსკერზე იმყოფებოდა, უეფას თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “ინტერს” დაუპირისპირდა. “სან სიროზე” გამართულ შეხვედრაში, კრისტიან ვიერის ბენეფისი შედგა – იტალიელი შემტევის ჰეთ-თრიკის შედეგად, “ინტერმა” “იფსვიჩი” დაამარცხა. “იფსვიჩის” ფეხბურთელები ინგლისში დამწუხრებული […]
კრიშტიანუ რონალდუმ რონალდინიოსა და რონალდოსთან შედარებაზე ისაუბრა
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, Espn-თან საუბარში ჰკითხეს თუ ვინ არის საუკეთესო რონალდო: ,,შედარებები არ მიყვარს. მირჩევნია, ვთქვა, რომ ჩვენ სამმა (რონალდუ, რონალდო, რონალდინიო) საკუთარი კვალი და ისტორია დავტოვეთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მათზე მეტი ინდივიდუალური ჯილდო მოვიგე, მაგრამ მათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლეს. ორივე მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. […]
ზიდანი Vs. რონალდო – ევროპისა და მსოფლიო ვარსკვლავების დაპირისპირება | VIDEO
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის ჩატარებამდე, საფრანგეთმა საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. ევროპის საუკეთესო თერთმეტეული მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულს დაუპირისპირდა. აღნიშნული დაპირისპირება არ იყო საქველმოქმედო მატჩების უმრავლესობის მსგავსი, რომელშიც კარიერა დასრულებული ვარსკვლავები მონაწილეობენ. ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულებში მოხვდნენ ვარსკვლავები, რომელთაც შესაძლოა რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაებრწყინათ. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო […]
All-Star | 1998 წლის “ოქროს ბურთისათვის” მებრძოლი ვარსკვლავები
1998 წელს, “ოქროს ბურთის” მფლობელი ლეგენდარული ფრანგი ვარსკვლავი – ზინედინ ზიდანი გახდა. აღსანიშნავია, რომ ზიდანმა ისეთ ლეგენდებს შორის შეძლო გამარჯვების მოპოვება, როგორიცაა: დავორ შუკერი, რონალდო, მაიკლ ოუენი, რივალდო, გაბრიელ ბატისტუტა, ლილიან ტურამი, ედგარ დავიდსი, დენის ბერგკამპი, მარსელ დესაი და სხვა. 1998 წლის “ოქროს ბურთისათვის” მებრძოლთა სრული სია:
ზუსტად 15 წლის წინ – რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-15 გოლი გაიტანა (ვიდეო)
2006 წლის 27 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა განა 3:0 დაამარცხა. მატჩში ანგარიში ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, რონალდომ გახსნა, რომელმაც მუნდიალების ისტორიაში მე-15 გოლი გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 8 წლის შემდეგ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, ბრაზილიელის რეკორდი გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, მიროსლავ კლოზემ გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე 16 გოლია. […]
ხაბიბმა გატანილი გოლი ლეგენდარულ რონალდოს მიუძღვნა (ვიდეო)
UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი, რომელმაც ოქტაგონზე ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირა (29 მოგება – 0 მარცხი) კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთის თამაშით ერთობა. ხაბიბ ნურმაგომედოვმა გატანილი გოლი ლეგენდარული რონალდოს სტილში აღნიშნა და “ფენომენოს” პატივი მიაგო. Khabib scored a goal and then paid tribute to @Ronaldo with the iconic finger-wag celebration ☝️ @ESPNFC (via @TeamKhabib) pic.twitter.com/dFTSnMez3k — […]
ნეიმარმა FIFA 21-ში ყველა დროის საუკეთესო გუნდი შეადგინა
“პსჟ-ს” თავდამსხმელი ნეიმარი ვირტუალური თამაშების დიდი გულშემატკივარია. ვიდეო თამაშებისადმი სიყვარულს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი არასდროს მალავდა და ცნობილია, რომ მისი ფავორიტი გასართობი Counter-Strike-ი გახლავთ. 29 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო სიმულატორის აქტიური მომხმარებელიც გახლავთ და FIFA 21-ში საკუთარი, საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდიც შეადგინა. ნეიმარმა ფიფას ყველა დროის საუკეთესო გუნდისთვის სათამაშოდ 4-5-1 ფორმაცია აირჩია, სადაც კარის დაცვის პატივი პრემიერ ლიგის ლეგენდას, […]
“ფენომენოს” ოცნების თერთმეტეული
ლეგენდარულმა ბრაზილელმა თავდამსხმელმა რონალდო ნაზარიომ საკუთარი ოცნების თერთმეტეული დაასახელა. “ფენომენო” დამსახურებულად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. რასაც ბრაზილელი მოედანზე წლების მანძილზე აკეთებდა, უბრალოდ საოცრება იყო. რომ არა უმძიმესი ტრავმები, შესაძლოა რონალდო კიდევ უფრო ბევრად დიდი ფეხბურთელი ყოფილიყო. ორგზის “ოქროს ბურთის” მფლობელმა საკლუბო დონეზე 352 გოლი გაიტანა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში (1994-2011წწ.) 98 შეხვედრაში […]
უცნობი ისტორია | რონალდოს ვიზიტი კოსოვოში ომის დასრულების შემდეგ
1998 წელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ვითარება მკვეთრად დაიძაბა, რის შემდეგაც კოსოვო ცეცხლის ალში გაეხვა. იუგოსლავიის ფედერალურ რესპუბლიკასა (სერბეთი, მონტენეგრო) და კოსოვოელ ალბანელებს (კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია) შორის დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი 1999 წლის 11 ივნისამდე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას ორივე მხრიდან 13,548 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა და ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი მიეტოვებინა. ნატოსა და გაეროს ჩარევის შემდეგ, […]