“ახალგაზრდა ფენომენი” – ნაპოლი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინების შემდეგ, “ნაპოლი” კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება. როგორც ირკვევა, იტალიური გრანდის სკაუტები საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებების მარცხენა შემტევს, გიორგი კვერნაძეს აკვირდებიან. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც 2022 წლის ეროვნული ლიგის სეზონში “თელავის” შემადგენლობაში გამოდიოდა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერის ინტერესების სფეროში მოექცა. უფრო უკეთ რომ გაგაცნოთ, გიორგი კვერნაძე […]
“გასწავლით შერიფის დამარცხებას” – საბურთალოს კომენტარი რეალის მარცხზე
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი სენსაციის, ტირასპოლის “შერიფის” გამარჯვებას მადრიდის “რეალთან” “საბურთალო” გამოეხმაურა. ესპანელთა ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტის კომენტარებში თბილისელები “რეალს” გაეხუმრნენ: “შეგვიძლია გასწავლოთ, როგორ დაამარცხოთ შერიფი.” შეგახსენებთ, რომ “საბურთალო” მოლდოვის ჩემპიონს 2 წლის წინ, თავისთვის სადებიუტო ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა მაშინ “შერიფს” სტუმრად 0:3 მოუგო, თბილისში კი 1:3 დამარცხდა. ორი მატჩის შედეგით […]
“ვიცოდი, რომ ვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ ასე მალე ნამდვილად არ ველოდი” – თემურ შალამბერიძე იტალიურ მედიას ესაუბრა
“საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი, თემურ შალამბერიძე, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია, იტალიურ მედიას საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა. 52 წლის სპეციალისტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქართული ფეხბურთის მომავალი ახალგაზრდულ ასაკში შენიშნა და “დინამო თბილისის” აკადემიაში მისი წაყვანა გადაწყვიტა. შალამბერიძე აღნიშნულთან დაკავშირებით Il Mattino-ს ესაუბრა. “დაუყოვნებლივ, როგორც კი ხვიჩა კვარაცხელია […]
“მეტი ივარჯიშე, მაგრამ ისევ აგიღებ” – ლაზარე კუპატაძე სუპერ თასის დრამატულ ფინიშს გამოეხმაურა
საქართველოს სუპერ თასის რიგით 21-ე გათამაშება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი “დინამო ბათუმი” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. მატჩის მთავარი გმირები ორივე გუნდის მეკარე, ლაზარე კუპატაძე და ოთო გოშაძე იყვნენ, რომლებმაც პენალტების სერიაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს, ბოლოს კი ერთმანეთსაც დაუპირისპირდნენ, სადაც ბათუმელთა გოლკიპერი უკეთესი აღმოჩნდა და საბოლოოდ, ტიტულსაც აჭარული კლუბი დაეუფლა. […]
“საბურთალომ” სტუმრად “შერიფი” გაანადგურა! (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “საბურთალომ” მოლდოვური “შერიფი” 0:3 გაანადგურა და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თბილისელებმა მატჩის დიდი მონაკვეთის მანძილზე შემტევი და დალაგებული ფეხბურთი ითამაშეს და შედეგმაც არ დააყოვნა. ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე “საბურთალოს” მონტენეგროელმა ლეგიონერმა, ოგნიენ როლოვიჩმა გახსნა რომელიც ნიკა მალის ჩაწოდებას გამოეხმაურა, პირველი ტაიმი ანგარიშით 0:1 დასრულდა. მეორე ტაიმის […]
“საქართველოს ახალი თაობის კიდევ ერთი აღმოჩენა – მალე დიდ კლუბში ითამაშებს” – ევროპული მედია გოჩოლეიშვილის შესახებ წერს
ევროპული გამოცემა thesoccergoal.com-ი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და “საბურთალოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გოჩოლეიშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც როგორც მისი, ისე ქართულ ფეხბურთში არსებული პროგრესის და საქართველოს ნაკრების წარმატების შესახებ წერს. “2015 წელს, საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი იყო. ისინი მსოფლიოს რეიტინგში 122-ე ადგილს იკავებდნენ, რაც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. ყველაზე ცუდ მომენტში, საქართველო […]
10-კაციანმა დილამ ექს-ჩემპიონთან ქულა გადაარჩინა და ლიდერობა შეინარჩუნა
ამ სეზონში უკვე მესამედ მოხდა, რომ 10-კაციანმა გორის “დილამ” თამაშის სცენარის შემობრუნება მოახერხა. თელავში, ადგილობრივ გუნდთან ბოლო წუთზე გადარჩენილი ქულის (1:1) და მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისთან”, თანაც სტუმრად დამატებით დროში, (2:1) გამარჯვების შემდეგ, გიორგი ნემსაძის კაცნაკლულმა გუნდმა ქულა ამჯერად ექს-ჩემპიონ “საბურთალოს” აართვა. ეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 2 აგვისტოს გამართულ მატჩში მოხდა, სადაც თბილისურმა და […]
13 წლის მეკარე და 14 თვრამეტწლამდელი ტორპედოში
საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური ბოლო ორი სეზონის ჩემპიონის ქუთაისის “ტორპედოსა” და “საბურთალოს” დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა, რომლის დაწყებამდეც მასპინძლების როლში მყოფმა ქუთაისელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტორპედოს განაცხადში 13 წლის სოსო კოპალიანი მოხვდა, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდია. თუმცა ის ერთადერთი არასრულწლოვანი არ არის, რომელმაც თბილისურ კლუბთან მარცხისას “ტორპედოში” ითამაშა. ქუთაისურ კლუბში […]
18 პენალტი და ყოფილი თანაგუნდელი მეკარეების დრამატული დუელი სუპერ თასზე | VIDEO
საქართველოს სუპერ თასის რიგით 21-ე გათამაშება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი “დინამო ბათუმი” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა, რის შემდეგაც, ფორმატის შესაბამისად პენალტების სერია დაინიშნა და საკმაოდ დრამატულადაც წარიმართა. საწყისი 5-5 დარტყმის შემდეგ, ანგარიში კვლავინდებურად ფრე იყო, ხოლო დამატებითი 11-მეტრიანების შემდეგ ორივე გუნდის მეკარე მოწოდების […]
2 გოლი ხუთ მატჩში: უპრეცედენტო შემთხვევა ეროვნული ლიგის ისტორიაში
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის მესამე ტური ძალიან დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოვიდა. ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ, რასაც თან ზამთრის პირობებში გაუარესებული მოედნების საფრების მდგომარეობა დაერთო და ალბათ ამიტომაც იყო, რომ სათამაშო კვირის ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გავიდა. სამი შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა, ორმა აჭარულმა კლუბმა კი ერთნაირი ანგარიშით – 1:0 იმარჯვა. მესამე ტურის […]
28 წლის ასაკში, გიორგი ჭანტურია კარიერის დასრულებას აპირებს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი ჭანტურიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 28 წლის ქართველ შემტევს პროფესიონალური ფეხბურთი ბოლოს 2019 წელს, “ურალში” ითამაშა, თუმცა ეკატერინბურგულ კლუბში გატარებულ სამწლიან პერიოდში, მას ტრავმები აწუხებდა და სტაბილური ფორმის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა. 2020 წლის ზამთარში, “საბურთალოში” გია ცეცაძის დანიშვნის შემდეგ, ჭანტურია თბილისურ კლუბს შეკრებაზე შუერთდა, თუმცა გუნდი ეროვნული ლიგის […]
4 ფეხბურთელი ვალენსიადან საბურთალოში – მხარეებს შორის შეთანხმება შედგა
თბილისის “საბურთალო” თანამშრომლობას ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ, “ვალენსიასთან” იწყებს. ამის შესახებ „საბურთალოს“ აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა. თბილისური საფეხბურთო კლუბი ევროპაში სოლიდურ პარტნიორს შეიძენს. წინასწარი შეთანხმებით, ესპანური საფეხბურთო კლუბი „საბურთალოს“ მომავალი თაობების გაზრდაში დაეხმარება და საფეხბურთო აკადემიის მუშაობას მონიტორინგს ჩაუტარებს. გარდა ამისა, ესპანური კლუბი ევროთასებზე სარეზერვო გუნდის მოთამაშეებს კონფერენს ლიგაზე გასულ საქართველოს თასის მფლობელ „საბურთალოში“ რამდენიმე […]