სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს გამოტოვებს
მიუნხენის ,,ბაიერნისა” და სენეგალის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, სადიო მანე, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს. ინფორმაციას სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, აბდულაი სოუ ავრცელებს: ,,მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩებში სადიო მანეს გარეშე ვითამაშებთ, ვიმედოვნებ, რომ მათ მოგებას შევძლებთ. გუნდში ეს არავის სურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა,” – სოუს სიტყვებს BBC-ი ციტირებს. მანემ ტრავმა ,,ვერდერთან” ბუნდესლიგის შეხვედრის პირველ […]
მუნდიალი 2022 | სენეგალის შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის სენეგალის ნაკრების 26-კაციანი განაცხადი ცნობილია. აფრიკელები ყატარში გასამართ მუნდიალს შემდეგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობით შეხვდებიან: მეკარეები: ედუარდ მენდი, ალფრედ გომისი, სენი დიენგი დაცვა: პაპი აბუ სისე, აბდუ დიალო, ისმაილ ჯეიკობსი, კალიდუ კულიბალი, ფორმოს მენდი, იუსუფ საბალი, ფოდე-ბალო ტურე ნახევარდაცვა: იდრისა განა გეიე, შეიხუ კუიატე, ნამპალის მენდი, კრეპინ დიატა, პაპი გეიე, პაპე მატარ […]
მუნდიალი 2022 | სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
“ვერდერთან” მოგებულ შეხვედრაში სადიო მანემ ფეხზე ტრავმა მიიღო და აფრიკელ ფეხბურთელს მოედნის იძულებით დატოვება მოუხდა. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება და გავრცელებული ინფორმაციით, სადიო მუნდიალს გამოტოვებს. “ბაიერნის” მთავრი მწვრთნელის ასისტენტმა დინო ტოპმიულერმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ ტრავმა ზედმეტად სერიოზული არ არის და სენეგალელი ფეხბურთელი დროულად დაუბრუნდება ნაკრებს. თუმცა, სხვადასხვა გავლენიანი სპორტული გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, […]
სადიო მანეს გოლი ბარსელონასთან | VIDEO
სადიო მანემ ლივერპულის 150 თანამშრომელს საჩუქრები გაუგზავნა
სადიო მანე თანამედროვე ფეხბურთში არამხოლოდ მოედანზე გამორჩეული ფიგურა და სუპერვარსკვლავი, არამედ მოედნის მიღმაც, გამორჩეულად კარგი ადამიანური თვისებებითაა დაჯილდოებული და მისი საქველმოქმედო მოღვაწეობის შესახებ მსოფლიომ კარგად იცის. ამჯერად, სენეგალელი თავდამსხმელის მორიგ ღირსეულ საქციელს ყოფილი თანაკლუბელებისთვის სიმბოლური საჩუქრების გაგზავნა წარმოადგენს. 30 წლის ფეხბურთელმა “ლივერპულში” გატარებული 6 სუპერწარმატებული და ტიტულოვანი წლის შემდეგ მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტი გააფორმა და 2022/23 […]
France Football-მა ის 30 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც წელს ,,ოქროს ბურთისთვის” იბრძოლობენ. ნომინანტთა შორის ვერ მოხვდა ჯილდოს მოქმედი მფლობელი ლეო მესი, რაც 2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ,,ოქროს ბურთის” მოგების 30 კანდიდატი: ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია) მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი) ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული, ინგლისი) ჟოაუ კანსელუ (მან. სიტი, პორტუგალია) ანტონიო რუდიგერი (ჩელსი/რეალი, გერმანია) ვირჯილ ვან დაიკი […]
“ლივერპული ოთხეულში ვერ მოხვდება”- უილიამ გალასი
“ჩელსის”, “არსენალისა” და “ტოტენჰემის” ყოფილმა მცველმა უილიამ გალასმა განაცხადა, რომ “ლივერპული” ამ სეზონში ოთხეულში ვერ მოხვდება. გასულ სეზონში, მერსისაიდული კლუბი ჩემპიონ “მანჩესტერ სიტის” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა და იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით, ბოლო ექვსი სეზონიდან, ყველა შემთხვევაში მოახერხა ოთხეულში შესვლა. თუმცა, “ლივერპულმა” ახალი სეზონი, არც ისე დამაჯერებლად დაიწყო, მათ ახალდაწინაურებულ “ფულჰემთან” ვერ მოიგეს და მატჩი 2:2 […]
სალაჰიდან ნუნიესამდე – როგორ დახარჯა ლივერპულმა 600 მილიონი?
,,ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპის დანიშვნის შემდეგ, ,,მერსისაიდელებმა” არაერთი ფეხბურთელი გაიფორმეს, რომლებიც ,,ენფილდზე” ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ლივერპულელების მიერ ტრანსფერებში დახარჯულმა თანხამ შედეგი გამოიღო – გუნდმა სანატრელი პრემიერლიგაც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ ითამაშა. საფეხბურთო ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები დაასახელა. საინტერესოა, რომ ტოპ 15 ტრანსფერს […]
3-ჯერ მეტი ხელფასი | ბაიერნმა მანეს შესანიშნავი პირობები შესთავაზა
თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე დღეს უკვე “ბაიერნის” წევრია – სენეგალელი ფეხბურთელი “რეკორდმაისტერმა” €32 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა და “ლივერპულთან” შედარებით, ახალწვეულს გაცილებით უკეთესი ანაზღაურება შესთავაზა. გერმანული Bild-ის ინფორმაციით, “ბაიერნში” სადიო მანე ყოველწლიურად €19.8 მილიონს გამოიმუშავებს, რაც უხეში დამრგვალებით, 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე “ლივერპულთან” კონტრაქტში გაწერილი პირობები (€6 მლნ.). მანეს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, რაც იმას […]
ცნობილია, რა ნომრით ითამაშებს სადიო მანე ბაიერნში
მიუნხენის ,,ბაიერნის” თავდამსხმელი, სადიო მანე ახალ გუნდში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ინფორმაციას ,,რეკორდმაისტერის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ,,17 ნომერი ავირჩიე და მიზნად დავისახე, რომ ამ ნომრით ბაიერთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო. მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყებას ახალ თანაგუნდელებთან ერთად მოუთმენლად ველი,” – განაცხადა მანემ. 17-ნომრიანი მაისურით ,,ბაიერნში” აქამდე ჟერომ ბოატენგი, მარკ ვან ბომელი, ტორსტენ ფინკი და კრისტიან ციგე […]
მანე: ,,როცა მე ვთამაშობ, სენეგალში არავინ მუშაობს”
მიუნხენის ,,ბაიერნის” ახალწვეულმა, სადიო მანემ, გერმანული გუნდის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, განმარტა თუ როგორი პოპულარობით სარგებლობს სამშობლოში: ,,როცა მე ვთამაშობ, იმ დღეს სენეგალში არავინ მუშაობს. ეს დღესასწაულს ჰგავს. ტელევიზორში ყველა მე მიყურებს. ახლა, ბაიერნის მატჩების დროს, სენეგალში მუშაობას ყველა შეწყვეტს. ამ მომენტისთვის ჩემი მთავარი ოცნება ბაიერნთან ერთად ყველა ტიტულის მოგებაა. ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე […]