“ჩელსის”, “არსენალისა” და “ტოტენჰემის” ყოფილმა მცველმა უილიამ გალასმა განაცხადა, რომ “ლივერპული” ამ სეზონში ოთხეულში ვერ მოხვდება. გასულ სეზონში, მერსისაიდული კლუბი ჩემპიონ “მანჩესტერ სიტის” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა და იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით, ბოლო ექვსი სეზონიდან, ყველა შემთხვევაში მოახერხა ოთხეულში შესვლა. თუმცა, “ლივერპულმა” ახალი სეზონი, არც ისე დამაჯერებლად დაიწყო, მათ ახალდაწინაურებულ “ფულჰემთან” ვერ მოიგეს და მატჩი 2:2 […]