ასე დახვდნენ თანაგუნდელები სადიო მანეს (ვიდეო)
მიუნხენის “ბაიერნი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სადიო მანეს გადაბირებას ეცდება. მას შემდეგ, რაც “ლივერპულმა” გერმანელთა პირველი შემოთავაზება დაბლოკა, “ბაიერნის” ხელმძღვანელობა სენეგალელი ვინგერის სანაცვლოდ ახალ პირობებს ამზადებს. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელისთვის მიუნხენური კლუბი “ლივერპულს” 35 მილიონ ევროსა და 5 მილიონ ბონუსს შესთავაზებს. მოსალოდნელია, რომ ასეთი წინადადება “ლივერპულისთვის” დამაკმაყოფილებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ თავად მანეს სურვილიცაა, რომ კარიერა […]
მიუნხენის “ბაიერნის” მესვეურები 31 წლის სენეგალელი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოები არიან და მზად არიან, რომ სადიო მანე გუნდიდან გაუშვან. მანემ მოედნის მიღმაც მიიპყრო არასასურველი ყურადღება, თანაგუნდელ ლეროი სანესთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ, რის შედეგადაც მას დისკვალიფიკაცია და ჯარიმა დაეკისრა. გერმანული წყაროების ცნობით, “ბაიერნის” ახალ მწვრთნელს – ტომას ტუხელს, სადიო მანესთან თანამშრომლობა არ მოსწონს და მზად არის რომ […]
ბაიერნმა სადიო მანეს ტრანსფერი გააოფიციალურა
მიუნხენის “ბაიერნმა” 30 წლის სენეგალელი ფეხბურთელის – სადიო მანეს ტრანსფერი გააოფიციალურა. გერმანულმა გრანდმა სადიო მანე დღეს ოფიციალურად წარადგინა. Steht dir gut, Sadio! 🔴⚪ #ServusMané #MiaSanMia pic.twitter.com/dqmg7Ncpmc — FC Bayern München (@FCBayern) June 22, 2022 ამ ფაქტს სოციალურ ქსელში “ლივერპულიც” გამოეხმაურა, რომელიც 30 წლის სენეგალელ ფეხბურთელს გამოემშვიდობა და 6 საოცარი სეზონის გამო დიდი მადლობა გადაუხადა. “იგი […]
ბოლო ათწლეულის 10 საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგაში (ვიდეო)
მსოფლიოში კორონავირუსის გამო ყველა სპორტული ღონისძიება გაჩერებულია. 2020 წელს დეკადა დაიხურა და ახალი ათვლა დაიწყო. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ, ბოლო დეკადის 10 საუკეთესო მატჩს, რომლებმაც გულშემატკივრები აღფრთოვანებაში მოიყვანა. 10. “ტოტენჰემი” 5:3 “ჩელსი” (2015 წ.) იმ დროისთვის “ჩელსი” პრემიერ ლიგას ლიდერობდა, თუმცა ჰარი კეინმა “არისტოკრატები” არ დაინდო და ორი გოლი გაუტანა. ინგლისელი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. […]
ბორნმუთი 0:3 ლივერპული (მიმოხილვა)
დროგბას ფავორიტი ოქროს ბურთზე
ვეტერანმა კოტ-დ’ივუარელმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ “ოქროს ბურთზე” თავისი ფავორიტი დაასახელა. “ჩელსის” ლეგენდას სჯერა, რომ პრესტიჟულ ჯილდოს ლივერპულის ლიდერი მოიგებს. “ჩემი ფავორიტი სადიო მანეა. აფრიკის თასზე, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში მისი გამოსვლა შთამბეჭდავი იყო. ის, რასაც პრემიერლიგაში მანე აკეთებს, ყველას არ შეუძლია. სავარაუდოა, რომ ის ჟორჟ ვეას მიღწევებს გაიმეორებს. ევროპაში ბევრ მაღალი დონის აფრიკელ ფეხბურთელს უთამაშია. […]
დუშან ტადიჩი – ვარსკვლავის გაბრწყინება
დაახლოებით 1 თვის წინ დუშან ტადიჩმა კარიერის საუკეთესო მატჩი ითამაშა “სანტიაგო ბერნაბეუზე. ის “აიაქსის” ლიდერად მოგვევლინა და გუნდს ბერნაბეუზე 4:1 გამარჯვებისა და მეოთხედფინალისკენ გაუძღვა. ის 6 მარტის საღამოს ნამდვილ გმირად მოგვევლინა, ორი საგოლე პასი რის შედეგადაც დავიდ ნერესმა და ჰაკიმ ზიეჩმა გამოიჩინეს თავი და “ცხრიანში” გატანილი ულამაზესი გოლი საკმარისი აღმოჩნდა რათა სერბს მთელი მსოფლიოს ყურადღება […]
ელ ჰაჯი დიუფი – “სალაჰი ვერ მიიღებს კონტრაქტს, რომელსაც იმსახურებს”
ელ ჰაჯი დიუფის მტკიცებით, მოჰამედ სალაჰი ვერ მიიღებს კონტრაქტს, რომელიც ეკუთვნის, რადგან იგი აფრიკელია. Online gambling games can be played from any location in https://clickmiamibeach.com/ New Jersey. “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს იწურება, გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები კი ჩიხშია შესული. “ლივერპულის” ყოფილი შემტევი ელ ჰაჯი დიუფი მოჰამედ სალაჰს აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ 29-წლის სალაჰი […]
ენდი რობერტსონი: როგორი უნდა იყოს სრულყოფილი მარცხენა მცველი
ენდი რობერტსონი იურგენ კლოპის კიდევ ერთი აღმოჩენაა. შოტლანდიელი მსოფლიო ასპარეზზე სწორედ გერმანელთან მოხვედრის შემდეგ გამოჩნდა და მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ის “მერსისაიდულ” გუნდში თამაშით ძალიან კმაყოფილია. “ამ პოზიციაზე თამაში ფიზიკურად ძალიან კარგ მომზადებას მოითხოვს, მაგრამ მე სირბილი არასდროს მეზარებოდა და ამ ამოცანისთვის თავის გასართმევად საკმარისი ენერგია მაქვს. შენ გევალება რომ თამაშის ყველა ასპექტში მონაწილეობა […]
ენდი რობერტსონის გოლი – ლივერპულმა თამაში შემოატრიალა (ვიდეო)
ვან დაიკი: “მანეს გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი უფრო ღარიბი იქნება”
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – ვირჯილ ვან დაიკმა, მისი ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის, სენეგალელი – სადიო მანეს ტრავმის შესახებ ისაუბრა. მიუხედავად, იმისა, რომ ნიდერლანდების ნაკრები სადიო მანეს გარეშე დარჩენილ კიდევ უფრო სუსტ სენეგალის ნაკრებს შეხვდება, ვან დაიკი აღნიშნავს, რომ 2022 წლის მუნდიალი სადიო მანეს გარეშე კიდევ უფრო “ღარიბი” იქნება. “ძალიან ვწუხვარ, რომ სადიო გამოტოვებს ჩვენს […]