მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა (რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია სპორტის ამ სახეობაში) ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ მისი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებაა. „სიმართლე გითხრათ, უფრო ოქროს მედალს ველოდებოდი და ამისთვის მომზადებული ვიყავი, მაგრამ წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი, მსოფლიოზე მესამეზე გავედი და ჩემი აზრით, კარგია შედეგებია. თუმცა, გაუმჯობესებას […]