ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სანდრო ბაზაძე კორეელ მეტოქესთან დამარცხდა (ვიდეო)
ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, სანდრო ბაზაძემ, ტოკიოს ზაფხულის ოლიპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო. ქართველი მოფარიკავე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რეიტინგის მე-15 ნომერთან, იუნგვან კიმთან (სამხრეთ კორეა) 11:15 დამარცხდა. სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე სულ 5 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 3 მოიგო.
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე სანდრომ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო. მერვედფინალი – მუჰამედ ანასიზი (თურქეთი) 15-3 მეოთხედფინალი – სტეფანო ლუკეტი (არგენტინა) 15-7 ნახევარფინალი – ენვერ ილდირიმი (თურქეთი) 15-11 ფინალი – ჯეიმს ჰონეიბონი (დიდი ბრიტანეთი) 15-8 ხვალ პლოვდივში ქალთა შეჯიბრში ლიკა ჯიჯეიშვილი იასპარეზებს. […]
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საუკეთესო ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს დიდი წარმატება ქართველმა მოფარიკავემ ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა და მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავა წყარო: 1tv.ge