“სანტოსი” უარყოფს, რომ მესიმ პელეს რეკორდი დაამხო
ბრაზილიულმა კლუბმა “სანტოსმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას პელეს მიერ ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლებიც. საქმე ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობას ეხება. ლეგენდარულ ბრაზილიელს ოფიციალურად “სანტოსის” მაისურით 643 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ლეო მესიმ მისი შედეგი “ვალიადოლიდთან” შეხვედრაში გატანილი გოლით გააუმჯობესა და “ბარსას” მაისურით 644 გოლი მოუგროვდა. “სანტოსის” განცხადებაში ნათქვამია : […]
რობინიომ “სანტოსი” კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში დატოვა
36 წლის ბრაზილიელ შემტევს “სანტოსის” დატოვება კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში მოუწია, გულშემატკივრებისა და სპონსორების მხრიდან დიდი ნეგატიური რეაქციის გამო. რობინიო “სანტოსს” 11 ოქტომბერს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ხოლო უკვე 17 ოქტომბერს მას კლუბის დატოვება მოუწია. საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელი შემტევი 2017 წელს იტალიურმა სასამართლომ გაუპატიურებაში ცნო დამნაშავედ. რობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, […]