რობინიომ “სანტოსი” კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში დატოვა
36 წლის ბრაზილიელ შემტევს “სანტოსის” დატოვება კონტრაქტის ხელმოწერიდან ერთ კვირაზე ნაკლებ ვადაში მოუწია, გულშემატკივრებისა და სპონსორების მხრიდან დიდი ნეგატიური რეაქციის გამო. რობინიო “სანტოსს” 11 ოქტომბერს შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ხოლო უკვე 17 ოქტომბერს მას კლუბის დატოვება მოუწია. საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელი შემტევი 2017 წელს იტალიურმა სასამართლომ გაუპატიურებაში ცნო დამნაშავედ. რობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, […]
სანტოსი 4:5 ფლამენგო (მიმოხილვა)
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული – რომელუ ლუკაკუმ ნეიმარს გადაასწრო
მას მერე, რაც ლონდონის “ჩელსიმ” 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ მილანის “ინტერიდან” რომელუ ლუკაკუ დაიმატა, ბელგიელი თავდამსხმელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. კარიერის განმავლობაში, “არისტოკრატების” ახალწვეულისთვის სხვადასხვა კლუბებმა, საერთო ჯამში, 327.56 მილიონი ევრო გადაიხადეს. პირველ ჯერზე, “ჩელსის” ლუკაკუს შეძენა 15 მილიონი დაუჯდა, მათგან იჯარისა და კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის ჯამში, “ევერტონმა” ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირში […]