გულშემატკივრების გამოკითხვაში ზურიკო დავითაშვილის გოლი ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა
უეფას ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის A ჯგუფის მესამე ტურში, ნიდერლანდების ნაკრების კარში ზურიკო დავითაშვილის მიერ გატანილი გოლი უეფას გამოკითხვაში გულშემატკივრებმა მეორე ადგილზე დაასახელეს. გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, რომელიც UEFA-ს ვებ-გვერდზე ჩატარდა, დავითაშვილის გოლი ევროპელმა გულშემატკივრებმა ხმის მიცემის შედეგად მეორე პოზიციაზე გავიდა. 22 წლის ქართველზე წინ მხოლოდ პორტუგალიელი ჟოაო ნევეშის გოლი გავიდა, რომელმაც ბელგიელთა კარის […]
რამაზ სვანაძე ინგლისთან მატჩზე: “გადამწყვეტი როლი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ექნება”
2021 წლის ბოლო შეხვედრის წინ, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა და ინგლისთან ამხანაგური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “რთული თამაში გველის, თუმცა ამავდროულად საინტერესო. ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველ მატჩს ჩავატარებთ და მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, ვინც ტელევიზიით შეხედავს მატჩს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრაა, […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს და პლეი-ოფში, თანაც პირველი ადგილით გასვლას შეეცდება. ცნობილია, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე სლოვენიელი და ალბანელი მსაჯებისგან დაკომპლექტებული გუნდი იმუშავებს, რომელსაც რადე ობრანოვიჩი უხელმძღვანელებს. გვერდითი მსაჯები გრეგა კორდეჟი და ალექსანდარ კაშაპოვიჩი იქნებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი ჯუჩინ ჯაჩა […]
გიორგი გულიაშვილი: “დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი შედგა”
წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე, ინგლისელი თანატოლები ამხანაგურ დაპირისპირებაში – 3:2 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ, გამორჩეული გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, გიორგი გულიაშვილმა კომენტარი გააკეთა. “პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე, გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენს გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს, თუმცა ამ მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა ფრის ან წაგების შემთხვევაშიც კი აქვს. მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: […]
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის ლოკომოტივი დატოვა
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რკინიგზელთა” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა. გიორგი – დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა! წარმატებები”, – წერს “ლოკომოტივი”. “საბურთალოს” და “ზესტაფონის” ყოფილი მწვრთნელი “ლოკომოტივში” 2020 წლის ივლისში დაინიშნა […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა და სადებიუტო ტურნირზევე 1/4-ფინალამდე მიღწევა მოახერხა. ტურნირზე წაუგებლად და წარმატებით სვლაში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველთა შემადგენლობაში გუნდის ვიცე-კაპიტანი ზურიკო დავითაშვილია, რომლის ტრანსფერიც ფრანგულმა “ბორდომ” რამდენიმე დღის წინ “დინამო ბათუმიდან” გამოისყიდა. ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შედეგად, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ […]
ევრო 2023: ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი შეიცვალა
ევროპის 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ორიდან ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახლავთ. უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი თავდაპირველად სამი ქართული ქალაქი, თბილისი, ბათუმი და ფოთი უნდა ყოფილიყო, ბოლოს დადასტურებული ინფორმაციით კი ეს უკანასკნელი შეიცვალა და მის ნაცვლად ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ქუთაისი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. “თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად […]
The Athletic: “დავითაშვილის გოლი დღის მომენტი იყო, აზაროვი საქართველოს დაუმარცხებლობის სიმბოლოა”
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული მედია საშუალება The Athletic-ი უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს სასკაუტო მონაცემებს აქვეყნებს და სხვადასხვა ნაკრებების წარმომადგენელ ფეხბურთელებს ეტაპობრივად გამოარჩევს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გამოცემამ ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი გამოყო და მათ შესახებ საინტერესო შეფასებები და კომენტარები გააკეთა. “პირველი აშკარა მანიშნებელი: რა აღმაშფოთებელი გოლი იყო ზურიკო დავითაშვილის მიერ ნიდერლანდების ნაკრების […]
ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წელს ნოემბერში გასამართი 2 ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს. უკრაინასა და ისრაელთან გასამართი მატჩის წინ რამაზ სვანაძემ ეროვნულ გუნდში 21 ფეხბურთელი გამოიძახა. მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებს ტრავმის გამო ოთხი ფეხბურთელი – გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ბექა დარცმელია და შოთა ნონიკაშვილი დააკლდება. ახალგაზრდულ ნაკრებს ოთხი დებიუტანტი ჰყავს – გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და ივან ფოცხვერია. რაც შეეხება სრულ შემადგენლობას, […]
მერაბ ჯიქია ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა | VIDEO
საქართველოს ეროვნული გუნდის ერთგული გულშემატკივარი, უსინათლო მერაბ ჯიქია 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებს ესტუმრა. ნაკრების ერთგულმა გულშემატკივარმა ფეხბურთელებისგან სამახსოვროდ მაისური და ასევე უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის ბილეთები მიიღო, რომელშიც ჩვენი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდება. საქართველოს და ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 1 ივლისს გაიმართება და თბილისის […]
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მარტში ორ მატჩს გამართავს
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მარტის თვეში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ბულგარეთისა და ლატვიის ნაკრებებს ამხანაგურად დაუპირისპირდება. მატჩები შესაბამისად 22 და 26 მარტს გაიმართება. შეხვედრები ნეიტრალურ ლოკაციაზე შედგება და ამ მატჩებს თურქეთის ქალაქი ბელეკი უმასპინძლებს. მატჩის ზუსტი დრო და რეპორტაჟების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის ცნობილი […]