საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაზე, ნიდერლანდები – საქართველო, ყველა ბილეთი გაყიდულია. A ჯგუფში ჩატარებული 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს, ამ მატჩში სულ მცირე 1 ქულის მოპოვების შემთხვევაში კი ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს. საქართველოსა […]
ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი: “ძლიერ მეტოქესთან, საოცარ გარემოში, რთული თამაში გველოდება”
უეფას 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირების წინ, ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვინ ვან დერ ლოიმ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “ვფიქრობ საქართველოს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა შეგვაშინოს და ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ. იმ ატმოსფეროთი, რომელიც “დინამო არენაზე” იქნება, მხოლოდ უნდა ვისიამოვნოთ და წარმატების […]
უეფას 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების წინ, ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა, ქუილინდში ჰართმანმა კომენტარი გააკეთა. “მადლობა, რომ ფავორიტები გვიწოდეთ, თუმცა ვფიქრობ ამ შეხვედრებში საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ წარმოვაჩინეთ. ხვალინდელ მატჩში ჩვენი თამაშის გაუმჯობესება გვჭირდება, რათა ჯგუფიდან გასვლა მოვახერხოთ. თავიდან, როცა ჯგუფს ვუყურებდით, არ ველოდებოდით, რომ საქართველო ჯგუფის სათავეში იქნებოდა, […]
საქართველოს რკინიგზის მატარებლები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფერებში დაიბრენდა
საქართველოში ჩასატარებელი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად 50 დღე რჩება. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი პრესტიჟლი ტურნირის მასპინძლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი საქართველოს რკინიგზა იქნება. პარტნიორობის ფარგლებში, ქვეყანაში მოძრავი მატარებლები სწორედ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ბრენდირებით გაფორმდა. კონკრეტულად, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, ამ ქალაქებს შორის მოძრავი ჩქაროსნული მატარებლებზე გამოსახული […]
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მარტში ორ მატჩს გამართავს
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მარტის თვეში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ბულგარეთისა და ლატვიის ნაკრებებს ამხანაგურად დაუპირისპირდება. მატჩები შესაბამისად 22 და 26 მარტს გაიმართება. შეხვედრები ნეიტრალურ ლოკაციაზე შედგება და ამ მატჩებს თურქეთის ქალაქი ბელეკი უმასპინძლებს. მატჩის ზუსტი დრო და რეპორტაჟების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის ცნობილი […]
ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წელს ნოემბერში გასამართი 2 ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს. უკრაინასა და ისრაელთან გასამართი მატჩის წინ რამაზ სვანაძემ ეროვნულ გუნდში 21 ფეხბურთელი გამოიძახა. მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებს ტრავმის გამო ოთხი ფეხბურთელი – გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ბექა დარცმელია და შოთა ნონიკაშვილი დააკლდება. ახალგაზრდულ ნაკრებს ოთხი დებიუტანტი ჰყავს – გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და ივან ფოცხვერია. რაც შეეხება სრულ შემადგენლობას, […]
ევრო 2023: ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი შეიცვალა
ევროპის 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ორიდან ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახლავთ. უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი თავდაპირველად სამი ქართული ქალაქი, თბილისი, ბათუმი და ფოთი უნდა ყოფილიყო, ბოლოს დადასტურებული ინფორმაციით კი ეს უკანასკნელი შეიცვალა და მის ნაცვლად ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ქუთაისი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. “თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად […]
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის ლოკომოტივი დატოვა
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რკინიგზელთა” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა. გიორგი – დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა! წარმატებები”, – წერს “ლოკომოტივი”. “საბურთალოს” და “ზესტაფონის” ყოფილი მწვრთნელი “ლოკომოტივში” 2020 წლის ივლისში დაინიშნა […]
გიორგი გულიაშვილი: “დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი შედგა”
წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე, ინგლისელი თანატოლები ამხანაგურ დაპირისპირებაში – 3:2 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ, გამორჩეული გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, გიორგი გულიაშვილმა კომენტარი გააკეთა. “პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე, გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენს გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და […]
რამაზ სვანაძე ინგლისთან მატჩზე: “გადამწყვეტი როლი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ექნება”
2021 წლის ბოლო შეხვედრის წინ, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა და ინგლისთან ამხანაგური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “რთული თამაში გველის, თუმცა ამავდროულად საინტერესო. ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველ მატჩს ჩავატარებთ და მხარდაჭერის იმედი მაქვს, ვეცდებით, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ის ნაწილი, ვინც ტელევიზიით შეხედავს მატჩს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრაა, […]
ინგლისთან მატჩისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 15 ნოემბერს, ბათუმში, ამხანაგურ მატჩში ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს. რამაზ სვანაძემ ამ მატჩისთვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 22 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა ჩამონათვალიც ასე გამოიყურება მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო). მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე […]
თელავისა და დინამოს მატჩი აღარ გადაიდება – შეხვედრა თავდაპირველად დათქმულ დროს გაიმართება
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელიც “თელავსა” და “დინამო თბილისს” შორის უნდა გაიმართოს, ჩატარების თარიღს უკვე მეორედ იცვლის. თავდაპირველად, შეხვედრის გამართვის თარიღად 20 მარტი იყო გამოცხადებული, თუმცა კახეთში დაგეგმილი მატჩის მასპინძლების წარმომადგენლებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ და გუნდებმა თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და “დინამო თბილისის” თანხმობის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა 26 […]