უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს, თუმცა ამ მიღწევის დაფიქსირების შესაძლებლობა ფრის ან წაგების შემთხვევაშიც კი აქვს. მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: […]
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის ლოკომოტივი დატოვა
გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რკინიგზელთა” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა. გიორგი – დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა! წარმატებები”, – წერს “ლოკომოტივი”. “საბურთალოს” და “ზესტაფონის” ყოფილი მწვრთნელი “ლოკომოტივში” 2020 წლის ივლისში დაინიშნა […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა და სადებიუტო ტურნირზევე 1/4-ფინალამდე მიღწევა მოახერხა. ტურნირზე წაუგებლად და წარმატებით სვლაში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველთა შემადგენლობაში გუნდის ვიცე-კაპიტანი ზურიკო დავითაშვილია, რომლის ტრანსფერიც ფრანგულმა “ბორდომ” რამდენიმე დღის წინ “დინამო ბათუმიდან” გამოისყიდა. ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შედეგად, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ […]
ევრო 2023: ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი შეიცვალა
ევროპის 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ორიდან ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახლავთ. უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი თავდაპირველად სამი ქართული ქალაქი, თბილისი, ბათუმი და ფოთი უნდა ყოფილიყო, ბოლოს დადასტურებული ინფორმაციით კი ეს უკანასკნელი შეიცვალა და მის ნაცვლად ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ქუთაისი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. “თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად […]
The Athletic: “დავითაშვილის გოლი დღის მომენტი იყო, აზაროვი საქართველოს დაუმარცხებლობის სიმბოლოა”
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული მედია საშუალება The Athletic-ი უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს სასკაუტო მონაცემებს აქვეყნებს და სხვადასხვა ნაკრებების წარმომადგენელ ფეხბურთელებს ეტაპობრივად გამოარჩევს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გამოცემამ ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი გამოყო და მათ შესახებ საინტერესო შეფასებები და კომენტარები გააკეთა. “პირველი აშკარა მანიშნებელი: რა აღმაშფოთებელი გოლი იყო ზურიკო დავითაშვილის მიერ ნიდერლანდების ნაკრების […]
ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წელს ნოემბერში გასამართი 2 ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს. უკრაინასა და ისრაელთან გასამართი მატჩის წინ რამაზ სვანაძემ ეროვნულ გუნდში 21 ფეხბურთელი გამოიძახა. მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებს ტრავმის გამო ოთხი ფეხბურთელი – გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ბექა დარცმელია და შოთა ნონიკაშვილი დააკლდება. ახალგაზრდულ ნაკრებს ოთხი დებიუტანტი ჰყავს – გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და ივან ფოცხვერია. რაც შეეხება სრულ შემადგენლობას, […]
მერაბ ჯიქია ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა | VIDEO
საქართველოს ეროვნული გუნდის ერთგული გულშემატკივარი, უსინათლო მერაბ ჯიქია 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებს ესტუმრა. ნაკრების ერთგულმა გულშემატკივარმა ფეხბურთელებისგან სამახსოვროდ მაისური და ასევე უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის ბილეთები მიიღო, რომელშიც ჩვენი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდება. საქართველოს და ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 1 ივლისს გაიმართება და თბილისის […]
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მარტში ორ მატჩს გამართავს
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მარტის თვეში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ბულგარეთისა და ლატვიის ნაკრებებს ამხანაგურად დაუპირისპირდება. მატჩები შესაბამისად 22 და 26 მარტს გაიმართება. შეხვედრები ნეიტრალურ ლოკაციაზე შედგება და ამ მატჩებს თურქეთის ქალაქი ბელეკი უმასპინძლებს. მატჩის ზუსტი დრო და რეპორტაჟების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის ცნობილი […]
ლევან კუტალია: “ისრაელისგან მეორე ნომრად თამაშს ველოდები, რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ საქართველოს იმედი მაქვს”
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ ეტაპზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მას შემდეგ რაც, რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის მომავალი მეტოქე ცნობილი გახდა, Belive-ი გამოცდილ ქართველ თავდამსხმელს, ლევან კუტალიას დაუკავშირდა, რომელიც 3 წელიწადია ისრაელის ჩემპიონატში თამაშობს და მოახლოებული მატჩისა და მიმდინარე ტურნირზე ჩვენი გუნდის გამოსვლის შესახებ მისი მოსაზრება მოისმინა. “პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, […]
გია ცეცაძე: “ჯერ მხოლოდ 4 ვარჯიში ჩავატარე, მაგრამ კმაყოფილი ვარ”
გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკრაინის პრემიერლიგაში “ლვოვს” პირველად უხელმძღვანელა და “კარპატთან” დერბიში ფრე – 1:1 ითამაშა. პირველი უცხოური მატჩის დასრულების შემდეგ, 45 წლის სპეციალისტმა გუნდის პრესსამსახურს ესაუბრა. “მოედანზე მოსაგებად გავედით, ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩავატარე, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. შესვენების შემდეგ, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოდუნდნენ, ასევე […]
საქართველოს რკინიგზის მატარებლები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფერებში დაიბრენდა
საქართველოში ჩასატარებელი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად 50 დღე რჩება. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი პრესტიჟლი ტურნირის მასპინძლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი საქართველოს რკინიგზა იქნება. პარტნიორობის ფარგლებში, ქვეყანაში მოძრავი მატარებლები სწორედ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ბრენდირებით გაფორმდა. კონკრეტულად, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, ამ ქალაქებს შორის მოძრავი ჩქაროსნული მატარებლებზე გამოსახული […]
გიორგი მოისწრაფიშვილი: “რთულ მატჩს ველოდებით, რომელშიც გულშემატკივრის იმედი გვაქვს – ისინი ძალას გვმატებენ”
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება, ქართველთა მეათე ნომერმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა კომენტარი გააკეთა. “რთული მატჩის მოლოდინი გვქვს, რადგანაც ისრაელის ძალები კარგად ვიცით. მიუხედავად ამისა, გამარჯვება და ჩვენი გულშემატკივრის გახარება გვსურს. გვინდა, რომ ისევ ჩვენს ქომაგებთან ერთად ვიზეიმოთ წარმატება. ის დამატებითი დასვენების დღე, რომელიც მეტოქესთან შედარებით გვქონდა, […]