ევრო 2023: ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი შეიცვალა
ევროპის 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ორიდან ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახლავთ. უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი თავდაპირველად სამი ქართული ქალაქი, თბილისი, ბათუმი და ფოთი უნდა ყოფილიყო, ბოლოს დადასტურებული ინფორმაციით კი ეს უკანასკნელი შეიცვალა და მის ნაცვლად ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ქუთაისი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. “თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად […]
The Athletic: “დავითაშვილის გოლი დღის მომენტი იყო, აზაროვი საქართველოს დაუმარცხებლობის სიმბოლოა”
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული მედია საშუალება The Athletic-ი უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს სასკაუტო მონაცემებს აქვეყნებს და სხვადასხვა ნაკრებების წარმომადგენელ ფეხბურთელებს ეტაპობრივად გამოარჩევს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გამოცემამ ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი გამოყო და მათ შესახებ საინტერესო შეფასებები და კომენტარები გააკეთა. “პირველი აშკარა მანიშნებელი: რა აღმაშფოთებელი გოლი იყო ზურიკო დავითაშვილის მიერ ნიდერლანდების ნაკრების […]
ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წელს ნოემბერში გასამართი 2 ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს. უკრაინასა და ისრაელთან გასამართი მატჩის წინ რამაზ სვანაძემ ეროვნულ გუნდში 21 ფეხბურთელი გამოიძახა. მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებს ტრავმის გამო ოთხი ფეხბურთელი – გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ბექა დარცმელია და შოთა ნონიკაშვილი დააკლდება. ახალგაზრდულ ნაკრებს ოთხი დებიუტანტი ჰყავს – გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და ივან ფოცხვერია. რაც შეეხება სრულ შემადგენლობას, […]