სანიოლი: “ფეხბურთელები შეეცდებიან, რომ ხვალ საქართველომ იამაყოს”
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხვალ სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. “დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიხარია, რომ სტოქჰოლმში ვართ. შესარჩევი ეტაპის დაწყებას მოუთმენლად ველით. შვედეთის ნაკრები ძალიან გამოცდილია, მაგრამ აქ ამბიციებით ვართ. იქნება თუ არა ფრე კარგი შედეგი? არა, მე ვიტყოდი, რომ მოგება უკეთესია. გერმანიაში ყოფნის […]
სანიოლი: ,,ეროვნული ნაკრების თითოეული თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის ამხანაგური შეხვედრები”
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ არენაზე გამართა. შარჯას სტადიონზე ჩვენმა გუნდმა 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ნაკრებს კლუბში მიღებული ტრავმით შეუერთდა. ფეხბურთელი ამ მიზეზით მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს. შარჯაში ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მაროკოს ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით ვილი სანიოლმა ისაუბრა. 💬 ვილი სანიოლი […]
სანიოლის პირველი ვარჯიში – საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა დღეს არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა და […]
სარგის ადამიანის გოლი საქართველოს კარში (ვიდეო)
საქართველო – ბელარუსი | ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო!
უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის, საქართველო – ბელარუსის, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დღეს, 15 თებერვალს დაიწყო. ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, დინამოზე არენას სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყება. 23 თებერვალს, საქართველოს სუპერ თასის მატჩის დღეზე, მხოლოდ ერთი დღით, ბილეთების შეძენა, პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც იქნება შესაძლებელი. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეეძლება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. ⚠︎ […]
საქართველო – ესპანეთი | ბილეთის ფასი ცნობილია
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩის, საქართველო – ესპანეთის, ბილეთების გაყიდვა, 24 მარტს 12:00 საათზე დაიწყება. Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. ⚠︎ საქართველო – ესპანეთის მატჩზე ბილეთების შესაძენად და შეხვედრაზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის […]
საქართველო 2:2 სამხრეთ კორეა (მიმოხილვა)
საქართველო, სან მარინო და ლიხტენშტეინი – 3 ნაკრები, რომლებსაც ბოლო 9 წელში მოგება არ აქვთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდს B ჯგუფში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე ბოლოს 2012 წლის 7 სექტემბერს, ბელარუსთან მოიგო. თემურ ქეცბაიას გუნდმა მაშინ თბილისში თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით მოიგო. ქართველი გულშემატკივრისთვის რაც არ […]
საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფის ნახევარფინალშია
UEFA-ს ერთა ლიგის D-დივიზიონის პირველი ქვეჯგუფს საქართველოს ეროვნული ნაკრები დამაჯერებლად ლიდერობს. D-დივიზიონის პირველი ქვეჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში, ლატვია საქართველოს დაუპირისპირდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (0:3), რითიც დარჩენილ ორ ტურს მხოლოდ ფორმალური ხასიათი შესძინა. ლატვიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქვეჯგუფში 12 ქულას მოუყარა თავი და მეორეადგილოსანი ყაზახეთი 7 ქულიანი სხვაობით ჩამოიტოვა, რაც […]
საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას ბათუმში გამართავს
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს. საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ბათუმი არენაზე: 2 სექტემბერი საქართველო – კოსოვო 9 ოქტომბერი საქართველო – საბერძნეთი 11 ნოემბერი საქართველო – შვედეთი შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. უეფას IV კატეგორიის საფეხბურთო არენა 20 000 მაყურებელზეა […]
საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა
საქართველოს ნაკრებს FIFA-ს რეიტინგში წინსვლა აქვს – ვილი სანიოლის გუნდი 7 პოზიციით დაწინაურდა. ნოემბრის სანაკრებო პაუზა ქართველებმა ძალიან კარგად ჩაატარეს. ბათუმში ჯერ შვედეთი 2:0 დავამარცხეთ, ამხანაგურ მატჩში კი უზბეკეთს მინიმალური ანგარიშით მოვუგეთ – 1:0. FIFA-ს განახლებად რეიტინგში საქართველოს ნაკრები 93 ადგილიდან 86-ე პოზიციაზე გადავიდა.
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2021 წლის 2 ივნისს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში შედგება. მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან მატჩამდე ჩვენი ნაკრები მიმდინარე წლის მარტში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის […]