საქართველოს ნაკრების კურიოზული გოლი ალბანეთთან | VIDEO
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთში ჩაატარებს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთში ჩავიდა და 23 მარტს, ქალაქ დურესში პირველი ვარჯიში გამართა. ალბანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, დავით ვოლკოვმა ისაუბრა. დავით ვოლკოვი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ზედიზედ ოთხი გამარჯვება გვაქვს, გუნდი კარგ ხასიათზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, ტაქტიკურად გამართულად ვითამაშოთ […]
ვილი სანიოლი: “შედეგის მისაღწევად დისციპლინის სულისკვეთების შენარჩუნება მნიშვნელოვანია”
29 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის წინააღმეგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ტირანაში გასამართი წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია შედგა. „იგივე მოლოდინი მაქვს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე. სამწვრთნელო შტაბისთვის ნათელია, რომ ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს, თუმცა ეროვნულ ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ველი, […]
“ფქვილის კრიზისია და ხორბალი დავთესოთ” – რას წერს ბოსნიელი ქომაგი საქართველოსთან მარცხზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა – ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინა 0:1, ბუდუ ზივზივაძის გოლით დაამარცხა. “ჯვაროსნებთან” წაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში საკუთარი ნაკრები არაერთმა ბოსნიელმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა. “ბიჭები ამას მიჩვეულები არიან, ჩვენი თამაში უკვე გულის ამრევია.” “როგორ არ გრცხვენიათ.” “თქვენ გაანადგურეთ ის ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ხალხს სიამოვნებას ანიჭებდა. გრცხვენოდეთ ყველას.” “ჩვენ მივეკუთვნებით […]
საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში ბოსნია-ჰერცეგოვინაში
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის სარაევოში ემზადება. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში ვილი სანიოლის გუნდმა 22 მარტს პირველი ვარჯიში გამართა. საფეხბურთო კლუბ “სარაევოს” ბაზაზე ეროვნული ნაკრების ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ლაშა დვალი გუნდთან ერთად ვარჯიშს, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს. ეროვნულ ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილი 23 მარტს შეუერთდება. საქართველოს ნაკრების წლის პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, […]
ვილი სანიოლი – თაობები მოდიან და ეროვნული გუნდი აქედან შედეგს მიიღებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება. ამხანაგური მატჩების წინ საქართველოს პირველი არხთან ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელთმა, ვილი სანიოლმა სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. მოლოდინები ეროვნული გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობის და მომავალი ამხანაგური მატჩების მიმართ ორი ამხანაგური მატჩი გველის, მაგრამ როდესაც […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის სადებიუტო მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს ჩვენი გუნდი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება. 21 მარტიდან საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში, სარაევოში შეიკრიბება. ამხანაგური თამაშებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა […]
მაკრონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ტექნიკური სპონსორია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მაკრონს შორის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და მარკონის სპორტული მარკეტინგის დირექტორმა რობერტო კაზოლარიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სფფ-ის ვიცე პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი 💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი):„უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტექნიკური პარტნიორი გვეყოლება მაკრონის სახით, რომელიც საერთაშორისო ბრენდია. მაკრონი ძალიან ბევრ გუნდთან თანამშრომლობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და წლებია უეფას პარტნიორია. გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორი შევიძინეთ. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები, ასევე ფუტსალის ნაკრები და ყველა ასაკობრივი გუნდი ამ ფორმით იქნება აღჭურვილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი სპეციალური ფორმა გვექნება, რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ჩვენი იდენტობა იქნება ასახული ფორმაში. ეს იქნება ჩვენი დიზაინით შექმნილი მაისური, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეცმევა. მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტს ვიმუშვებთ ფორმის დასახვეწად, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს ამ მაისურებით ითამაშებს. ხანგრძლივი სასიხარულოა, რომ მაკრონთან ისეთ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ორივე მხარეს სურდა. ჩვენთვის ძალიან დიდი დაფასებაა, რომ ამდენად გვენდობიან და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.“ 💬 რობერტო კაზოლარი (მაკრონის სპორტული მარკეტინგის დირექტორი „უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ბატონ პრეზიდენტს მოწვევისთვის. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ბევრ ღირებულებაზეა დაფუძნებელი, საიდანაც ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი – ვნება და ამბიცია. საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრები ელის და გვიხარია, რომ ამის ნაწილი ვიქნებით. მაკრონი 100 პროცენტით კმაყოფილია ამ თანამშრომლობით და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის მუშაობის მაღალი დონე. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ“. მაკრონი სათამაშო და სავარჯიშო ეკიპირებით უზრუნველყოფს როგორც საქართველოს ვაჟთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ასევე ფუტსალის ეროვნულ გუნდსა და ასაკობრივ ნაკრებებს. ახალი სათამაშო ფორმით პირველ ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს, რომელიც 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. 💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი):„ყველას გვიხარია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები პირველად ისტორიაში ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა, ცხადია, რომ მხოლოდ მონაწილეობა არ გვაკმაყოფილებს და გვინდა გარკვეული შედეგი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. ვიცით, თუ რა დონის მოწინააღმდეგეები გვეყოლება, მაგრამ ყველა დავრწმუნდით, რომ ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ მეტოქესთან ღირსეულად ითამაშოს და წარმატებას მიაღწიოს. ასე რომ, ოპტიმისტურად ვართ და იმედია ჩვენი მოლოდინი გამართლდება“. ერთა ლიგის ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკრონის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფორმა ექნება. ანალოგიური ფორმით ითამაშებს საქართველოს ყველა ნაკრები გუნდი. წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
უეფას ერთა ლიგა 2022/23: რა უნდა ვიცოდეთ წილისყრის წინ?
2022 წელს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მიზანი უეფას ერთა ლიგაზე წარმატების მიღწევა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა იქნება. 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში აღნიშნული ტურნირის რიგით მესამე გათამაშების წილისყრა უნდა გაიმართოს. იქამდე, ვიდრე ცნობილი გახდება, თუ რომელი გუნდები იქნებიან “ჯვაროსნების” მეტოქეები, შევეცდებით ერთა ლიგის მოახლოებული წილისყრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ. […]
საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა
საქართველოს ნაკრებს FIFA-ს რეიტინგში წინსვლა აქვს – ვილი სანიოლის გუნდი 7 პოზიციით დაწინაურდა. ნოემბრის სანაკრებო პაუზა ქართველებმა ძალიან კარგად ჩაატარეს. ბათუმში ჯერ შვედეთი 2:0 დავამარცხეთ, ამხანაგურ მატჩში კი უზბეკეთს მინიმალური ანგარიშით მოვუგეთ – 1:0. FIFA-ს განახლებად რეიტინგში საქართველოს ნაკრები 93 ადგილიდან 86-ე პოზიციაზე გადავიდა.
“მადლობა” – უზბეკების სასიამოვნო ჟესტი თამაშის შემდეგ | PHOTO
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უზბეკეთი დავით ვოლკოვის ერთადერთო გოლით – 1:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. თამაშის შემდეგ, უზბეკებმა სტადიონის გასახდელში ქართველებს მადლობის წერილი დაუტოვეს. აღნიშნული ფოტო უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
მხარდაჭერა სანაიას – ნაკრების ფეხბურთელებმა ამირანი გაამხნევეს
საქართველოს ნაკრები უზბეკეთს პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს ამარცხებს. გოლის გატანა დავით ვოლკოვმა მოახერხა. მატჩის დაწყებამდე “ჯვაროსნებმა” ქართველ ფეხბურთელს, ამირან სანაიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ფრანგული “როდეზის” მცველს 32 წლის ასაკში სიმსივნე დაუდგინდა. აქვე გეტყვით, რომ ამირან სანაიას საქართველოს ნაკრებში 6 თამაში აქვს ჩატარებული. ბოლოს მან “ჯვაროსნების” რიგებში 2009 წელს ითამაშა.