“ცრემლები წამომივიდა და თავბრუ დამეხვა” – სერგო კუხიანიძე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ეხმაურება
ვილი სანიოლმა ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში სერგო კუხიანიძე გამოიძახა. წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის თავდამსხმელი “ჯვაროსნების” რიგებში პირველად ითამაშებს. სერგოს Live.Ge დაუკავშირდა – ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩვენთან პირველ ემოციებზე ისაუბრა. “როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, ცრემლები წამომივიდა და თავბრუ დამეხვა. ემოციური ფონი ძალიან დიდი იყო და სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი,” – გვითხრა კუხიანიძემ. […]
საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას ბათუმში გამართავს
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს. საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ბათუმი არენაზე: 2 სექტემბერი საქართველო – კოსოვო 9 ოქტომბერი საქართველო – საბერძნეთი 11 ნოემბერი საქართველო – შვედეთი შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. უეფას IV კატეგორიის საფეხბურთო არენა 20 000 მაყურებელზეა […]
ოთარ კიტეიშვილი – საქართველოს ნაკრებს მარტში მეტის მიღწევა შეეძლო
Toggle navigation LIVE FB LIVE ოთარ კიტეიშვილი – საქართველოს ნაკრებს მარტში მეტის მიღწევა შეეძლო #1TVSPORT 11:03, 12.04.2021 გრაცის „შტურმმა“ ნავსი გატეხა, ბუნდესლიგაში ზედიზედ 10 მოუგებელი საშინაო მატჩის შემდეგ „ტიროლი“ 3:2 დაამარცხა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების იმედი რეალური გახდა. გუნდის ქართველი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი იმედოვნებს, რომ წელს ევროსაგზურს მოიპოვებენ. „უკვე მესამე წელია ბუნდესლიგას ვთამაშობ. ახლა ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშეც გვყავს და დროა, […]
სანიოლი: “გამიმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს”
ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ჩატარებული მატჩის (1:1) შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა. gazzeta.gr-თან საუბარში ფრანგმა სპეციალისტმა ჩატარებული 3 მატჩი შეაფასა და საბერძნეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზეც ისაუბრა. საბერძნეთთან თამაშსა და წინა შეხვედრებზე: “ვფიქრობ, რომ საბერძნეთი პირველ ტაიმში უკეთესი იყო. მეტოქეს 2-3 საგოლე მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში პირიქით მოხდა, ჩვენი საერთო სურათი უფრო კარგი იყო. ანგარიშში ჩამოვრჩით, მაგრამ […]
ესპანური AS – საქართველოს კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს
საქართველოს ნაკრების მიერ 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული საწყისი 3 შეხვედრა ესპანურმა გამოცემამ შეაფასა. როგორც იცით, შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ვილი სანიოლის გუნდმა 1 ქულა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ ქართველებმა გაცილებით მეტი დაიმსახურეს. იგივე აზრზეა ესპანური AS.com-ი, რომელმაც “ჯვაროსნები” ძალიან დადებითად შეაფასა. “საქართველოს ნაკრების მიერ ჯერ ესპანეთთან, ახლა კი […]
ქინქლაძის გოლი, რომელიც კვარაცხელიას დღევანდელ მომენტს გაგახსენებთ (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე რეკორდი დაამყარა!
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში საქართველო სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრაში ორივე გოლი ქართველების ანგარიშზეა. ჯერ ოთარ კაკაბაძემ საკუთარ კარში გაიტანა, შემდეგ კი ვილი სანიოლის გუნდი წაგებას ხვიჩა კვარაცხელიამ, შესანიშნავი გოლით გადაარჩინა. 20 წლის ფეხბურთელმა 2022 წელს გასამართი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის რეკორდი დაამყარა. გასულ 3 თამაშში ხვიჩამ 15 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, […]
კიტეიშვილი: “საბერძნეთთან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა მატჩისწინა კომენტარი გააკეთა. “საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული […]
სანიოლი: “საბერძნეთსა და ჩვენ რთული მატჩი გვექნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. “ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, […]
ბერძნების მწვრთნელი: “საქართველო რთული მოწინააღმდეგეა”
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან შიპმა “ჯვაროსნებთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. “ვფრიქრობ, რომ გუნდი მაღალ დონეზეა, ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ესპანეთთან თამაშისა და ვარჯიშის შემდეგ, მცირე პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ფოკუსირება იმ გეგმაზე, რომელიც გვექნება, ძალიან მნიშნველოვანია. არავითარ შემთხვევაში არ […]
“ხალხი მაგინებდა, შეცდომა არ მაპატიეს,” – არველაძე საბერძნეთთან მატჩს იხსენებს
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. “ჯვაროსნების” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ ბერძნებთან 2005 წელს, 1:3 წაგებული შეხვედრა გაიხსენა. “2005 წლის მარტის ბოლოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა, თან ორივე თბილისში. ჯერ საბერძნეთთან, ოთხი დღის შემდეგ, თურქეთთან. საბერძნეთთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი […]
კვარაცხელია ყველაზე ნახვადი ფეხბურთელების სამეულშია
ესპანეთთან ჩატარებული შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი წამყვანი სტატისტიკური პორტალის Transfermarkt.com-ის ბოლო 24 საათის ყველაზე ნახვად ფეხბურთელებს შორის მესამეა. კვარაცხელია მხოლოდ ერლინგ ჰოლანდსა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით, ხვიჩა უფრო მეტმა ადამიანმა მოძებნა, ვიდრე ლეო მესი (4), კილიან მბაპე (6) , […]