კვარაცხელიას ვიდეო, რომელსაც 7 მილიონზე მეტი ნახვა აქვს | VIDEO
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, სტუმრად კვიპროსი 1:2 დაამარცხა. კვიპროსთან გამართულ შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა, ბურთს 58-ჯერ შეეხო, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა და 27-დან 23 (85%) სწორი გადაცემა გააკეთა. Georgian Footy-ს Twitter-ის გვერდზე, ხვიჩა კვარაცხელიას ტექნიკის დემონსტრირების ამსახველი ვიდეო განთავსდა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა. ქართველი ვარსკვლავის […]
ევრო 2024-ის კვალიფიკაციის, ევროპის ზონის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. გლაზგოში, “ჰემპდენ პარკზე” გამართული მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. შეხვედრის მიწურულს, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშის შემცირების შანსი მიეცა, თუმცა, თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ შეძლო. შოტლანდია 2:0 საქართველო (მიმოხილვა) ვილი სანიოლი: “მგონია, რომ ფეხბურთი უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს…” ქართველი […]
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა შოტლანდიის წინააღმდეგ
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი “ჰემპდენ პარკზე”, თბლისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა “ჯვაროსნების” შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია (c), კვერკველია, გაგნიძე, კვარაცხელია, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ლობჯანიძე, მიქაუტაძე, დვალი.
შოტლანდია Vs. საქართველო – გასაოცარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სტუმრებს გაუძღვება” – BBC
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, “ჰემპდენ პარკზე”, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. “ჩვენი ნაკრების წარმატებული სერიის დასასრულებლად ემზადება” “შოტლანდიამ უნდა შეაჩეროს კვარაცხელია – საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი” პრინციპული მატჩის დაწყებამდე ავტორიტეტული ბრიტანული მედია საშუალება შოტლანდიისა და საქართველოს ურთიერთშეხვედრებს იხსენებს და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს უსვამს ხაზს. BBC აღნიშნავს, […]
შეკრების მეცხრე დღე – საქართველოს ნაკრების მზადება გრძელდება
საქართველოს ნაკრები თბილისში უკვე მეცხრე დღეა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი სრული დატვირთვით მონაწილეობს. კვიპროსში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. ლარნაკაში ვილი სანიოლის გუნდი 15 ივნისს გაემგზავრება. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა კვიპროსსა და საქართველოს შორის 17 ივნისს, 22:45 დაიწყება. დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოახლოებულ მატჩზე საბა ლობჟანიძემ ისაუბრა. […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს. საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. ეროვნული ნაკრების ლეგიონერები, რომლებსაც საკლუბო მატჩები მიმდინარე და მომდევნო კვირის უქმეებზე აქვთ, თბილისში საწვრთნელ შეკრებას მოგვიანებით შეუერთდებიან. ჩვენი გუნდის შემადგენლობა: მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, […]
ხვიჩა კვარაცხელიას სოფელში მისი ფოტოები გამოფინეს
საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩატარებული ფენომენალური მატჩების ფონზე, ხვიჩა კვარაცხელიას პოპულარობა იზრდება და მის შესახებ საუბარს გავლენიანი მედია საშუალებები არ ერიდებიან. ქართველი ვარსკვლავის შესახებ, პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული მედია საშუალება მაჟორულ ნოტაზე საუბრობს და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებს. ხვიჩა კვარაცხელია წარმატების ზენიტშია, რაც ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებით ახარებს. თითოეული ქართველი ამაყობს, მაგრამ სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში […]
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ნორვეგისათან დაპირისპირებით დაიწყო. ბათუმში გამართული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველო 1:1 ნორვეგია (მიმოხილვა) ვილი სანიოლი: “პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი” სოლბაკენი: “საქართველოს მოულოდნელი არაფერი შემოუთავაზებია” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერმა – ხვიჩა კვარაცხელიამ, საინტერესო კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში იმის თქმა მსურს, რომ […]
“ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია” – გიორგი მამარდაშვილი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს ნორვეგისათან დაპირისპირებით იწყებს. საქართველოსა და ნორვეგიის მატჩი 28 მარტს, 20:00 საათზე, ბათუმში გაიმართება. “ვალენსიასა” და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს სამსახურთან ისაუბრა. კიპერის ინტერვიუ ეროვნული ნაკრების ოფიციალურ facebook გვერდზე განთავსდა. “ძალიან მნიშნელოვანი მატჩები გველის. ვიცით, რომ ესპანეთი ტოპ […]
ხვიჩა კვარაცხელია საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა | PHOTO
საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. 20 იანვარს, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ 5 დაიჭრა. გარდაცვლილებს შორის, ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია. შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის გამოცხადების შემდეგ, ყოფილმა სამხედრომ თავი მოიკლა. საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია გამოეხმაურა. მომხდართან […]
“თუ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის მასთან ერთად ვიქნები” – გურამ კაშია
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 1/2 ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. გიბრალტარის წინააღმდეგ გამართული მატჩი ისტორიული აღმოჩნდა გურამ კაშიასათვის, რომელმაც “ჯვაროსნების” მაისური საიუბილეო მე-100 შეხვედრაში მოირგო. მატჩის დასრულების შემდეგ, გურამ კაშიამ აღნიშნულთან […]
“თამაშამდე ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე ვიქნებოდით და ეს არ შეიცვლებოდა” – ვილი სანიოლი
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 1/2 ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მომავალი მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგები თურქეთი, საბრძენეთი და ყაზახეთი არიან. ერთა ლიგის […]