იანე ანდერსონი – კვარაცხელია შვედეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს
11 ნოემბერს, 21 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის B-ჯგუფის შეხვედრაში, საქართველო შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს ბათუმში გამართავს. მატჩის წინ შემდგარი პრესკონფერენციის დროს, შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – იანე ანდერსონმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შვედეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ანდერსონი, რომელმაც კვარაცხელიას მეტსახელად “კვიკანი” შეარქვა […]
შვედი გულშემატკივრის დასაფასებელი საქციელი | VIDEO
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის B-ჯგუფის შეხვედრაში, საქართველო შვედეთს დაუპირისპირდა. ბათუმში გამართული მატჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ შვედეთთან გამართული მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისად იქცა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. შეხვედრას შვედი გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ, რომელთაც ქართველი ფეხბურთელები მოედნიდან აპლოდისმენტების თანხმებით გააცილეს. ვიდეო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ […]
რა დაკარგა საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შედეგად
12 ნოემბერს, “დინამო არენაზე” გამართულ უპრინციპულეს შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. დაპირისპირება, რომლის სასწორზეც ევროპის ჩემპიონატის საგზური იდო “ჯვაროსნების” მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. “დინამო არენაზე” გამართული უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელსაც სრულიად საქართველო უდიდესი მოლოდინით ელოდა შესაძლოა ოქროს ასოებით ჩაწერილიყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში – საპირისპიროდ, ეროვნული სტადიონის ცარიელი ტრიბუნების ფონზე, საქართველოს ნაკრებმა დასანანი მარცხი […]
რუსი კომენტატორი | საქართველოც იგივეს გააკეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში
უკრაინამ “ევრო 2020”-ის მაისური წარადგინა – ახალ ფორმაზე ქვეყნის საზღვრის კონტურია დატანილი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს. ასევე, მაისურზე ვხვდებით წარწერას: “დიდება უკრაინას”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთმა უკრაინელთა ორიგინალური გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროვოკაციად შეაფასა. 2014 წლის 18 მარტს, უკრაინის ტერიტორია, ყირიმი, რუსეთის მიერ ანექსირებულ იქნა – ამჟამად, ტერიტორიას სეპარატისტული ძალები აკონტროლებენ, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა […]
შოთა არველაძე: “ჩვენთან უფრო ადვილია, გახდე პრემიერ-მინისტრი, ვიდრე ნაკრების მწვრთნელი. მირჩევნია პრემიერ-მინისტრი გავხდე”
როგორც უკვე იცით, 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან. გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია. სლოვაკმა სპეციალისტმა ვლადიმირ ვაისმა ნაკრების დატოვების შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა, ის საქართველოს ნაკრებს მომდევნო ორ შეხვედრაშიღა უხელმძღავნელებს, რომლებსაც საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში სომხეთისა და […]
სტაჟიორს დაბრალებული კურიოზული შეცდომა და ბოდიში საქართველოს
2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ესპანეთი საქართველოს დაუპირისპირდა. ბადახოსში გამართული მატჩი მასპინძელთა დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ ესპანეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ცნობილმა სპორტულმა ვებ-გვერდმა Instagram-ზე პოსტი განათავსა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნაცვლად, აშშ-ის ჯორჯიის უნივერსიტეტის ლოგო განათავსა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სტაჟიორმა უხეში შეცდომა დაუშვა და ჩათვალა რომ, ესპანეთის საფეხბურთო […]
საქართველო საბერძნეთის მატჩზე მაყურებელთა 33 პროცენტი დაიშვება
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B-ჯგუფის შეხვედრაში, საქართველო საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩი 9 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე გულშემატკივართა 33% დაიშვება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, რომ გულშემატკივართა 33% მატჩზე დასწრებას გარკვეული პირობებით შეძლებს. “დაშვება მოხდება ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქციანციის დამადასტურებელი დოკუმენტი, 72-საათიანი […]
შვედებმა განრისხებულ ფანებს მოუბოდიშეს
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის B-ჯგუფის შეხვედრაში, საქართველო შვედეთს დაუპირისპირდა. ბათუმში გამართული მატჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ შვედეთთან გამართული მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას ბენეფისად იქცა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ბათუმში გამართულ შემხვედრას, შვედი გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ. შვედმა ფანებმა სამშობლოდან 3500 კილომეტრით შორს გულმხურვალედ უქომაგეს საკუთარ ნაკრებს, […]
ლევან კობიაშვილი | მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ინიციატივით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება. აქციის ფარგლებში, უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნებს, სამედიცინო ინვენტარს და მედიკამენტებს აერთიანებს. უკრაინაში ასევე გაიგზავნება სხვადასხვა პროდუქტი და ბავშვთა კვება. ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და თითოეული ჩვენგანის გვერდში […]