რაგბი ევროპა | შემადგენლობა 2022 წლის პირველი ორი თამაშისთვის
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. 6 თებერვალს საქართველო პორტუგალიას “მესხზე”, 15 საათზე მასპინძლობს, 12 თებერვალს კი ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა. ამ თამაშებისთვის ხუთი დებიუტანტი მოემზადება და სამი მათგანი შერკინების მოთამაშეა, ორი კი ხაზის. ესენი არიან “ენისეის” ფრთა დავით მესხი, რომელიც ბორჯღალოსნებში ზაფხულშიც იყო გამოძახებული, “ბიარიცის” ბურჯი […]
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ზაფხულის ტესტ-მატჩებში, არგენტინა XV-ს, იტალიასა და პორტუგალიას დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნები” 3 ივლისს, ქუთაისში, “აია არენაზე”, არგენტინა XV-ს დაუპირისპირდებიან. საქართველოსა და იტალიის პრინციპული მატჩი, 10 ივლისს, ბათუმში გაიმართება, ხოლო საქართველოსა და პორტუგალიის მატჩს, 16 ივლისს, კვლავ ქუთაისი უმასპინძლებს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა.
“ბორჯღალოსნები” ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად
6 და 12 ნოემბერს ბორჯღალოსნებს „დინამო არენაზე“ რაგბის მხარდამჭერი გუნდის – “ბორჯღალოსნების” ქომაგობა გარანტირებული ექნებათ. „ბორჯღალოსნების“ საბჭოს წევრის, ილია როდონაიას თქმით, გუნდის წვრები რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბებიან და ქალაქში შესაბამის ატმოსფეროს შექმნიან: „ურუგვაისთან და სამოასთან მატჩებზე მარჯანიშვილის მეტროდან 4 საათზე დავიძრებით და სტადიონამდე ხმაურიან მსვლელობას მოვაწყობთ. 300-ზე მეტმა ჩვენმა წევრმა უკვე დაგვიდასტურა მონაწილეობა და ვფიქრობ, […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ჯგუფური ეტაპისთვის
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ახალი ფორმატი შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატმა ტრანსფორმაცია განიცადა და მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად „ა“ ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, „ბ“ ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ. […]
ავტორიტეტული მედია საშუალების ყოველკვირეულ სარაგბო პოდკასტში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრეს. BBC-ს სარაგბო პოდკასტი წლევანდელი სეზონის მიმოხილვასა და გამორჩეული მომენტების გარჩევას დაეთმო და ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ წამყვანებმა “ბორჯღალოსნების” შესახებაც ისაუბრეს. ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა – კრის ჯონსმა, აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ უელსის დამარცხება, წლის ყველაზე დიდი შოკი იყო. ”ვისაუბროთ ორი […]
უელსი 13:6 საქართველო – დრამატული მატჩის ბოლო 15 წუთი (ვიდეო)
ტოჩინოშინმა ბორჯღალოსნებს წარმატება უსურვა
იაპონიაში გასამართი 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, ტოჩინოშინმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გაამხნევა და წარმატება უსურვა. “წარმატებები მინდა გისურვოთ, გელოდებით იაპონიაში და გგულშემატკივრობთ, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის კეთილი ელჩი, თქვენი თანამემამულე და გულშემატკივარი. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს”, – აღნიშნულია ტოჩინოშინის მიერ, Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მილტონ ჰეიგი: “საქართველო მუდამ ჩემს გონებაში იქნება”
მსოფლიო რაგბმა ბორჯღალოსნების ახალ ზელანდიელ მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საქართველოს დატოვებს, სტატია მიუძღვნა: „მწვრთნელისთვის, რომელმა თავისი ცხოვრების 8 წელიწადი ბორჯღალოსნებს მიუძღვნა, უსიამოვნო მომენტი დგება. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად იაპონიაში გადადის, სადაც ახალი გამოწვევები ელოდებათ. 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსთან განცდილი მარცხის […]
ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში კვლავ დაწინაურდნენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მეორე ტურში ესპანეთი საქართველოს დაუპირისპირდა. მადრიდში გამართული მატჩი ესპანეთის მარცხით, ანგარიშით 10:23 დასრულდა. ესპანეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 1.07 სარეიტინგო ქულა მოემატა, იტალიას გადაასწრო და 72.70 ქულით მე-12 პოზიციაზე აღზევდა.
ოფიციალურად – საქართველო 8 ერში ითამაშებს
სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ. მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც უამრავი პრობლემა […]
საღინაძის მეორე ლელო ფიჯის წინააღმდეგ (ვიდეო)
RugbyInsideLine | საქართველოს მოგებათა შთამბეჭდავი სერია
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთმა საქართველოს უმასპინძლა. მადრიდში გამართული მატჩი, მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა. ესპანელების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ “ლომებმა” “ბორჯღალოსნებს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რიგ ეპიზოდებში გვარიანადაც ანერვიულეს – ესპანეთის მედგარი ბრძოლის მიუხედავად, დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 19:25 დასრულდა. ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. “ლომებს” უკანასკნელ […]