“La Gazzetta dello Sport” – 2022 წელს იტალია საქართველოს ეწვევა
ცნობილი იტალიური გამოცემა “La Gazzetta dello Sport“-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2022 წლის ტესტ მატჩებზე საქართველოს საქართველოში შეხვდება. მატჩის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის ფაქტი დადასტურებულია, რომ იტალია საქართველოში სათამაშოდ ჩამოვა. 2022 წლის თებერვლიდან – მარტამდე, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 6 ერზე იასპარეზებს, შემდეგ ზაფხულში – ივლისის ტესტებს ჩაატარებს და წლის ბოლოს, […]
ბორჯღალოსნები | 14 ფრანგით “ლე ბლეს” წინააღმდეგ
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან გასამართ თამაშამდე 48 საათით ადრე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში 16 ლეგიონერია – თითო-თითო ინგლისიდან და რუსეთიდან, 14 კი საფრანგეთიდან. ამ 14 მოთამაშიდან 10 ტოპ 14-ის კლუბების ღირსებას იცავს, ოთხი კი პრო დე2-იდანაა. შემადგენლობაში 7 მორაგბეა “შავი ლომიდან”. დავით ნინიაშვილი, რომელიც “ლიონს” ზაფხულში შეუერთდა, ლეგიონერის სტატუსით პირველად ითამაშებს. ტოპ 14-ის […]
ბექა გორგაძე – მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივრებმა და ჩვენმა ოჯახებმა იამაყონ
25 წლის ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და 14 ნოემბერს ბორდოში, საფრანგეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. ბექამ, რომლის ანგარიშზე 31 კეპი და 7 ლელოა, ნაკრების კვართით ბოლოს შარშან ნოემბერში, “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და ჯვარედინი მყესებიც ამ შეხვედრაში დაიზიანა. მას ოპერაცია შარშან, 9 დეკემბერს ჩაუტარდა და მოედანს უკვე […]
საფრანგეთი საქართველოს წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა
“შემოდგომის ერთა სერიის” ეგიდით გასამართ შეხვედრაში, საფრანგეთი საქართველოს დაუპირისპირდება. “ლე ბლესა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება 14 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ბორდოში გაიმართება. საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ფაბიენ გალტიემ საქართველოს წინააღმდეგ უძლიერეს შემადგენლობას უხმო. არგენტინასთან გამართული მატჩის შემდეგ, გალტიემ ძირითად შემადგენლობაში 6 ცვლილება განახორციელა.
მერაბ შარიქაძე – ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია
საფრანგეთთან გასამართი “შემოდგომის ერთა სერიის” მატჩამდე, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის – ლევან მაისაშვილისა და კაპიტნის – მერაბ შარიქაძის პირველმა ონლაინ-პრესკონფერენციამ საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. საქართველო საფრანგეთს ბორდოში ესტუმრება და 14 ნოემბერს მსოფლიო თასს მიღმა პირველ შეხვედრას გამართავს. ის ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნები საფრანგეთში გუშინ ჩავიდნენ, დღეს კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. “ნაყოფიერი კვირა გვქონდა […]
ბორჯღალოსნები | აფრასიძე პერანიძემ შეცვალა
ბორჯღალოსანთა 9 ნომერს გელა აფრასიძეს, საფრანგეთში გამგზავრებამდე ვარჯიშზე მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და გუნდს ნოემბრის თამაშებში ვერ დაეხმარება. 23 წლის “მონპელიეს” მორაგბემ მხარი ტოპ 14-ში, “ტულუზთან” მატჩში სექტემბერში დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით თვენახევარი იძულებით დაისვენა და მოედანს 30 ოქტომბერს დაუბრუნდა. “ძალიან სამწუხარო დანაკლისია. როგორც სჩანს, მისი მხრის ტრავმის რეაბილიტაცია დასრულებული არ იყო და ვარჯიშზე აბსოლიტურად […]
ჯე ი რა ნი – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ორიგინალური ვარჯიში | VIDEO
“შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით გასამართი მატჩების წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “შევარდენის” სარაგბო ბაზაზე შეიკრიბა. საქართველოს რაგბის კავშირის Instagram-მ გვერდზე ქართველი მორაგბეების ვარჯიშის სახალისო კადრები გავრცელდა. View this post on Instagram A post shared by GeorgianRugby (@georgianrugby)
ბორდოში ექვსი ერის ეგიდით
14 ნოემბერს ბორდოში, ბორჯღალოსნები “ლე ბლეს” წინააღმდეგ ექვსი ერის მიერ ორგანიზებული “შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით ითამაშებს. შარშანდელი “შემოდგომის ერთა თასის” შემდეგ, სადაც წვეულ გუნდებს შორის საქართველო და ფიჯი იყვნენ, ექვსმა ერმა მსგავსი პროექტის განხორციელება წელსაც განიზრახა და 20 თამაშის ორგანიზატორად მოგვევლინა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ თამაშებს არ აქვს ტურნირის სახე და არ გამოვლინდება გამარჯვებული. […]
ირაკლი ჭყონია – ნოემბრის ტესტებს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით
რაგბის კავშირის ფიზმომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ “შავი ლომის” შექმნამ მწვრთნელებს ნაკრების კანდიდატებთან ხანგრძლივად მუშაობის საშუალება მისცა, რაც გუნდის ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებაზე დადებითად აისახა. ის ასევე ბედნიერია, რომ ლეგიონერთა უმრავლესობა მიმდინარე სეზონში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში რეგულარულად ვარჯიშობს: “დიდი 10-ის კლუბებში გაფანტული ნაკრების კანდიდატების ‘შავ ლომში’ თავმოყრამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. […]
საოცარი ტალანტი – ნინიაშვილი ბრიტანული მედიის რჩეულთა შორის მოხვდა
გავლენიანი ბრიტანული მედია საშუალება – The Mirror შემოდგომის ტესტ მატჩების წინ 10 რჩეულ მორაგბეს ასახელებს და გულშემატკივარს მათზე დაკვირვებას ურჩევს. ბრიტანული გამოცემის რჩეულთა შორის, ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან ერთად დავით ნინიაშვილიც მოხვდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ლიონის” ფულბეკმა ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად არაერთი მაღალი დონის პერფორმანსი შემოგვთავაზა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ნიდერლანდების წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, […]
ბორჯღალოსნები | ოპტიმალური რაზმით ნოემბრის ტესტებზე
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის 33-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შემოდგომას ჩვენი გუნდი ორ თამაშს გამართავს: 14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთს, საქართველოს დროით 17 საათზე ვეთამაშებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ლე ბლეს” მსოფლიო თასს მიღმა ვერკინებით. აქამდე ფრანგებთან ერთადერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე გვითამაშია; 20 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, არანხუესში ფიჯის ვერკინებით. ლევან მაისაშვილმა გაფართოებულში პრაქტიკულად ყველა […]
ლევან მაისაშვილი | სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გავიარე
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემასთან საუბარში ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ გადარჩენის მხოლოდ 2%-იანი შანსი ჰქონდა და სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გაიარა. კორონავირუსის გართულების შედეგად, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში – შეიძლება ითქვას, რომ უმძიმეს პირობებში მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელი გამოჯანმრთელდა და ნაკრებთან […]