რაგბი ევროპა | პირველად კალინინგრადში
18 მარტსს “ბორჯღალოსნები” რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კალინინგრადში მიემგზავრებიან, სადაც “დათვებს” (რუსეთის ნაკრების თიკუნი) 20 მარტს, 25-ედ ერკინებიან. მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საინტერესო სტატია განთავსდა. აქამდე რუსებს 24-ჯერ ვეთამაშეთ: 12-ჯერ თბილისში, 5-ჯერ კრასნოდარში (რუსეთი), 3-ჯერ სოჭში (რუსეთი), ერთხელ კრასნოიარსკში (რუსეთი) და სამჯერ ნეიტრალურ მოედანზე – სოპოტში (პოლონეთი), მარიუპოლში (უკრაინა) […]
საქართველო v შოტლანდია დინამოზე | ბილეთები
შოტლანდია რჩება ერთადერთ ტიერ1-ის გუნდად, რომელიც ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ საქართველოს უკვე მეორედ ეწვევა. 17 ივლისს, 19 საათზე ბორჯღალოსნები შოტლანდიას დინამო არენაზე უმასპინძლებენ! მატჩის ბილეთები იყიდება აქ: TKT.GE/RUGBY მეექვსედ შოტლანდიასთან უკანასკნელ ათწლეულში ბორჯღალოსნებს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ. პირველ ჯერზე გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე ინვერქარგილში გადაეყარნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლელო არ გაატანინა, თუმცა შოტლანდიამ გამარჯვება […]
ბორდოში ექვსი ერის ეგიდით
14 ნოემბერს ბორდოში, ბორჯღალოსნები “ლე ბლეს” წინააღმდეგ ექვსი ერის მიერ ორგანიზებული “შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით ითამაშებს. შარშანდელი “შემოდგომის ერთა თასის” შემდეგ, სადაც წვეულ გუნდებს შორის საქართველო და ფიჯი იყვნენ, ექვსმა ერმა მსგავსი პროექტის განხორციელება წელსაც განიზრახა და 20 თამაშის ორგანიზატორად მოგვევლინა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ თამაშებს არ აქვს ტურნირის სახე და არ გამოვლინდება გამარჯვებული. […]
ოფიციალურად | 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო. “შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო” – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში. რადგან თამაში […]
World Rugby, RugbyPass, Planet rugby – რას წერს მსოფლიო პრესა საქართველოს ისტორიული გამარჯვების შესახებ?!
10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, 28:19 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ჰიმნი იტალიასთან მატჩის წინ | VIDEO დავით ნინიაშვილის საოცარი თამაში და აბჟანდაძის ლელო იტალიასთან | VIDEO საქართველოს ნაკრების […]
“საქართველოსთან დიდი ბრძოლა გველის” – უელსელი მორაგბე
19 ნოემბერს, 17:00 საათზე, ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გაიმართება. შემოდგომის ერთა სერიების დასკვნითი შეხვედრის წინ, “დრაკონების” ცენტრმა – ოუენ უოტკინმა საქართველოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნებთან” დიდი ბრძოლა გაიმართება. “ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება დიდი ფიზიკური ბრძოლა. საქართველო ფიზიკურად ძალიან ძლიერი ნაკრებია. “ბორჯღალოსნებს” ძლიერი ფორვარდები ჰყავთ – ამიტომ მძიმე […]
„შარშან რუმინელები მომზადებულები დაგვხვდნენ, სიურპრიზები შემოგვთავაზეს და ცოტა გაგვირთულდა თამაში. ამიტომ მათთვის მთელ რიგ კომპონენტებში პასუხი გვაქვს გასაცემი“ – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რუმინეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე. საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში „მუხებს“ 5 მარტს, 16 საათზე „ავჭალაზე“ მასპინძლობს. რუმინელებისთვის პასუხის გაცემისა და ფინალის საგზურის მოპოვების გარდა, არის კიდევ რაღაც, რაც ჩვენს მორაგბეებს მოტივაციას […]
კოლელიშვილი რაგბიდან 1 წლით წავიდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, ვიტო კოლელიშვილი ტვინის შერყევის სიმრავლის გამო იძულებული გახდა, რომ 1-წლიანი პაუზა აეღო. 29 წლის “ბორჯღალოსანმა” ბოლოს 2018 წლის ოქტომბერში ითამაშა, თუმცა მაშინაც მე-6 წუთზე შესაცვლელი გახდა და მოედანზე გასვლა მარტამდე აეკრძალა. როგორც ცნობილია, ვიტო ტკივილებმა ვარჯიშის განახლების შემდეგ ისევ შეაწუხა. კოლელიშვილმა საბოლოოდ ექიმებთან ერთად 1 წლით დასვენება და სრულად გამოჯანმრთელებმა გადაწყვიტა. […]
ბორჯღალოსნები უელსისთვის დაირაზმნენ (შემადგენლობა)
ორშაბათს, 23 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში ტოიოტაში უელსს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ კი “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა – მილტონ ჰეიგმა 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.
ლევან მაისაშვილი: “სისტემა ქმნის შესაძლებლობებს”
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა. “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით, ანგარიშით 41:13 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა მატჩი შეაფასა: “პირველი თამაში ჩვენთვის ყოველთვის რთულია, რადგან შეუთამაშებლობის გამო ტექნიკური წუნი მაღალია. არის საკვანძო მომენტი, სადაც მოწინაარმდეგე უნდა გადატეხო – ვიმუშავებთ და ტექნიკურ […]
8-ერის თასზე საქართველოს ნაცვლად იაპონია იასპარეზებს
ახალი 8-გუნდიანი ტურნირი, რომელშიც შესაძლოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მიეღო მონაწილეობა სტარტს 14 ნოემბერს აიღებს. თავდაპირველად, THE IRISH TIMES-სმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტურნირზე 6-ერის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო და ფიჯი მიიღებდნენ მონაწილეობას – თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, 8-ერის ჩემპიონატი ბორჯღალოსნების გარეშე ჩაივლის. ფრანგული პორტალის – Asie Rugby-ს მტკიცებით, ტურნირში საქართველოს ნაცვლად იაპონია იასპარეზებს. წყაროს მტკიცებით, […]
ბორჯღალოსნების შემადგენლობა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ (შემადგენლობა)
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ირლანდია საქართველოს უმასპინძლებს. “სამყურებისა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება 29 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე, “ავივაზე” გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, ირლანდიის წინააღმდეგ “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა.