საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, პორტუგალიასთან გასამართ ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენი მოცემულობიდან, მგონი, მაქსიმალურად ვართ მომზადებულები. უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ ამაზე და გულდასაწყვეტია, რომ ეს ფინალი ესპანეთში ტარდება და არა საქართველოში, თუმცა კარგად უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს ჩვენთვის არაფერს არ შეცვლის. ამ მატჩს არაერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს და სიმბოლურთან ერთად, ძალიან პრინციპულიცაა. მინდა გითხრათ, […]