შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, უელსი საქართველოს დაუპირისპირდება. 21 ოქტომბერს, “სკარლეტს პარკზე” გასამართი დაპირისპირების წინ, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – უეინ პივაკმა “დრაკონების” შემადგენლობა დაასახელა. ჯეიმს ბოთამი, კირან ჰარდი და ჯონი უილიამსი “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ პირველ კეპს მოიხვეჭენ. უელსელთა კიდევ ერთი დებიუტანტი – იოან ლოიდი მარქაფაშია. აღსანიშნავია, რომ უელსი საქართველოს ლიდერების გარეშე, […]