ბორჯღალოსნები ვოლაბების წინააღმდეგ დაირაზმნენ
11 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე უკანასკნელ მატჩს გამართავს. მსოფლიოს თასის ბოლო დაპირისპირებაში ბორჯღალოსნები ვოლაბებს შეერკინებიან. ავსტრალიასთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შემადგენლობა დაასახელა.
გავიხსენოთ: საქართელო 33:7 ურუგვაი (ვიდეო)
ბექა გორგაძე – კარგად ვიცით რა გველოდება რვა ერზე
ბორჯღალოსნებისა და “ბორდოს” შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე მიიჩნევს, რომ შოტლანდიასთან 23 ოქტომბერს გამართული მატჩი კარგი გაკვეთილი იყო “შემოდგომის ერთა თასის” წინ. “შოტლანდიის მატჩმა დაგვანახა რა გველოდება “შემოდგომის ერთა თასზე” და რისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს განსაკუთრებით კონტაქტის არეალს ეხება. ასევე გამოჩნდა ისეთი ფაქტორები, რომლებზეც ვერ ვიმუშავეთ და სასწრაფოდ გამოსასწორებელი გვაქვს – შეტევითი და დაცვითი მოლი. ამ […]
ეპოქალური კარიერის დასასრული | მშვიდობით ნაიჯელ
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯმა – ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო-სანაკრებო სამსაჯო კარიერა დაასრულა. ნაიჯელ ოუენსმა, რომელსაც ყველაზე მეტი სარაგბო მატჩი აქვს განსჯილი, 17-წლიანი სანაკრებო სამსაჯო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, rugbypass.com-ი ავრცელებს. “შემოდგომის ერთა თასის” ეგიდით გამართული საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება უკანასკნელი აღმოჩნდა, რომელსაც ნაიჯელ ოუენსი გაუძღვა. აღნიშნული მატჩი ოუენსის პირად აქტივში მეასე იყო და ისტორიაში […]
რაგბი ევროპა | აღდგენა და მზადება რუსეთისთვის
მადრიდში ესპანეთთან 25:19 მოგების შემდეგ, ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ და “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაბინავდნენ. რუსეთთან გაასმართი მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკმაოდ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. გუნდი 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 20 მარტს საქართველოს დროით 15 საათზე) კალინინგრადში რუსეთთან გამართავს. შეგახსენებთ, წლევანდელი რაგბი ევროპის ჩენმპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის […]
ბორჯღალოსნების საშეკრებო შემადგენლობა ზაფხულის ტესტებისთვის
ბორჯღალოსნების 37-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა, ზაფხულში გასამართი ოთხი თამაშისთვის მოსამზადებლად შეკრებაზე „მარტყოფის“ ბაზაზე შევიდა. 26 ივნისს საქართველო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ნიდერლანდებს თელავში უმასპინძლებს და თასს ოფიციალურად ჩაიბარეს; 2 და 9 ივლისს ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ‘სპრინბოქსს’ ეთამაშებიან, რომელიც 2019 წლის ფინალის შემდეგ პირველად ითამაშებს; 17 ივლისს „დინამო არენაზე“ შოტლანდიას დავუხვდებით. […]
ირაკლი ჭყონია – ნოემბრის ტესტებს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით
რაგბის კავშირის ფიზმომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ “შავი ლომის” შექმნამ მწვრთნელებს ნაკრების კანდიდატებთან ხანგრძლივად მუშაობის საშუალება მისცა, რაც გუნდის ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებაზე დადებითად აისახა. ის ასევე ბედნიერია, რომ ლეგიონერთა უმრავლესობა მიმდინარე სეზონში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში რეგულარულად ვარჯიშობს: “დიდი 10-ის კლუბებში გაფანტული ნაკრების კანდიდატების ‘შავ ლომში’ თავმოყრამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. […]
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ვარჯიში მედიისათვის დაიხურა
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის უპრინციპულესი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს შესაძლოა გადაიდოს. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” მატჩი, 27 თებერვალს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” უნდა გაიმართოს, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით შესაძლოა მატჩი არ ჩატარდეს. 24 თებერვალს, 17:00 სთ-ზე “რუსთავის სარაგბო სტადიონზე” რუსეთთან მატჩამდე “ბორჯღალოსნები” ღია ვარჯიშს გამართავენ. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს […]
World Rugby: ,,ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის”
იტალიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას მსოფლიო რაგბი (რაგბის საერთაშორისო საბჭო) გამოეხმაურა: ,,ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის! საქართველომ ბათუმში იტალიასთან გამარჯვებით ისტორიაში საკუთარი ფურცელი დაწერა” – წერს World Rugby სოციალურ ქსელში. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტების მეორე შეხვედრაში იტალიას ბათუმში უმასპინძლა და 28:19 დაამარცხა. ეს არის პირველი შემთხვევა ქართული რაგბის ისტორიაში, როცა ,,ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის ნაკრებს მოუგეს. […]
ბორჯღალოსნების ვარჯიში კარდიფში | VIDEO
შემოდგომის ერთა სერიების დასკვნით შეხვედრაში, “ბორჯღალოსნები” უელსს დაუპირისპირდებიან. 19 დეკემბერს, 17:00 საათზე, ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩის წინ, “ბორჯღალოსნებმა” კარდიფში ივარჯიშეს. ქართველი მორაგბეები საბრძოლო შემართებით არიან და მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებიან. წყარო: Georgian Rugby
რაგბი ევროპა | ღია ვარჯიში რუმინეთამდე
ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადებიან, დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი წელს შეიცვალა და გუნდებს პირველად მოუწევთ ჯერ ნახერფინალის თამაში და მერე ტიტულისთვის ფინალში ბრძოლა. ნახევარფინალში „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი საქართველო „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს 5 მარტს, თბილისში, 16 საათზე „ავჭალაზე“ ერკინება […]