ოფიციალურად | საქართველო Vs. შოტლანდია მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 17 ივლისს, შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩის გამართვის ზუსტი დრო და ადგილმდებარეობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღნიშნული ინფორმაცია, შოტლანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა. 10 ივლისს “ნარშავები” რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 1 კვირის შემდეგ კი “ბორჯღალოსნებს” შეერკინებიან. შეგახსენებთ, შოტლანდიისა და საქართველოს უკანასკნელი დაპირისპირება “სკოტების” გამარჯვებით, ანგარიშით 48:7 […]
ბორჯღალოსნების პრესკონფერენცია – გამოწვევა მიღებულია
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, 2 ივლისს პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს. მაისაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა: “მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა და ვაფასებთ ამ გამოწვევას. გავეცანი სამხრეთ აფრიკის რაგბი დირექტორის, რასი ერასმუსის, მთავარი მწვრთნელის – ჟაკ ნიენაბერისა და მოთამაშეების კომენტარებს. […]
რაგბი ევროპა 2022 | ბორჯღალოსნების კალენდარი ცნობილია
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის კალენდარი გამოქვეყნდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, პირველ შეხვედრას პორტუგალიის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნები” შინ სამ შეხვედრას გამართავენ, სტუმრად კი ნიდერლანდებსა და რუმინეთს დაუპირისპირდებიან. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშება 5 თებერვალს, ესპანეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირებით აიღებს სტარტს და 20 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის შერკინებით დასრულდება. 2023 […]
2027 და 2031 წლების რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლები ცნობილია
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, მსოფლიო რაგბის ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდა. დუბლინში გამართულ შეხვედრაზე, 2027 და 2031 წლების რაგბის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნები დასახელდა. ოფიციალურად გადაწყდა, რომ 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასს ავსტრალია უმასპინძლებს, ხოლო 2031 წლის რაგბის მსოფლიო თასი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ავსტრალია მსოფლიო პირველობას მესამედ მასპინძლობს, აშშ კი ტურნირს პირველად უმასპინძლებს. შეგახსენებთ, 2023 […]
50 უნიკალური NFT ბარათი – ექსკლუზიურად შექმნილი პროდუქტი იტალიასთან მოგებული მატჩის აღსანიშნავად
იტალიასთან მოგებული მატჩის აღსანიშნავად, საქართველოს რაგბის კავშირმა პლატფორმა Enefty-სთან ერთად გამოუშვა 50 უნიკალური NFT ბარათი – ექსკლუზიურად შექმნილი ქართველი მორაგბის ნონო (ნოდარ) ანდღულაძის მიერ, კოლექცია მოიცავს ნაკრების 5 მორაგბის სხვადასხვა ხარისხის ბარათებს. World Rugby: ,,ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის” რას წერს მსოფლიო პრესა საქართველოს ისტორიული გამარჯვების შესახებ?! როგორ ეხმაურებიან ჟურნალისტები საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას?! პროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს ქართული […]
2022 | ქართული რაგბის ტრიუმფი!
“საქართველომ უელსთან მოგებით რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო”, “საქართველომ ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა”, “საქართველოს ტრიუმფი – უმჯობესია, 6 ერისგან მოწვევა მეილზე მალე იყოს” – ეს იმ ჰედლაინების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გავლენიანმა სარაგბო გამოცემებმა საქართველოს მიუძღვნეს… RUGBYPASS: ,,საქართველომ უელსთან მოგებით რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო” საქართველოს ნაკრებმა უელსი დაამარცხა – საოცარი ემოციები მოგების შემდეგ Planet Rugby-ს კვირის სიმბოლურ […]
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში, “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალია 38:11 დაამარცხეს. რაგბი ევროპა | რეკორდსმენი საქართველო უცვლელი ჩემპიონია! მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ეხმაურება რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელშიც 5 ქართველი მორაგბე მოხვდა. საუკეთესო თხუთმეტეულში შალვა მამუკაშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და […]
გავლენიანი სარაგბო პორტალი U20 ბორჯღალოსნების გამარჯვებას ბრწყინვალე სტატიას უძღვნის
არგენტინაში მიმდინარე U20 მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან მარცხის შემდეგ, U20 ბორჯღალოსნებმა დრამატულ ბრძოლაში შოტლანდია დაამარცხეს (17:12). გავლენიანი სარაგბო პორტალი rugbypass.com, U20 ბორჯღალოსნების გამარჯვებას ბრწყინვალე სტატიას უძღვნის. “შოტლანდიის დამარცხება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ასაკობრივი ევოლუცია სრული სვლით მიმდინარეობს” – სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას rugbypass.com-ი. დომინანტური შერკინება და ლურსმანივით მყარი წინა ხაზელები ყოველთვის […]
ბორჯღალოსნების მიერ შესრულებული ჰიმნი უელსთან მატჩის წინ (ვიდეო)
სამხრეთ აფრიკა – საქართველოს მასპინძელი სტადიონი ცნობილია
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 18 ივლისს, ნელსონ მანდელას იუბილეზე (დაიბადა 1918 წლის 18 ივლისს), ბორჯღალოსნებისა და „სპრინგბოკის“ ტესტ-მატჩი პორტ-ელიზაბეტში, „ნელსონ მანდელა ბაი სთედიუმზე“ გაიმართება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 2020 წლის საშინაო მატჩების (ტესტების და 4 ერის) მასპინძელი ქალაქები დაასახელა. სამხრეთ აფრიკასთან ბორჯღალოსნები პირველ, ისტორიულ ტესტს გამართავენ და ნელსონ მანდელას ხსოვნის პატივსაცემად, მას მისი სახელობის სტადიონი […]
რაგბი ევროპის ჩემპიონატი – საქართველო Vs. რუსეთი 1 ნოემბერს გაიმართება
რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ბორჯღალოსნებისა და რუსეთის ნაკრების გადადებული, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა თბილისში პირველ ნოემბერს გაიმართება. ლევან მაისაშვილის შეგირდები „დათვებს“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში 14 მარტს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე, 13 მარტს გადაწყდა, რომ თამაში აღარ შედგებოდა. მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, ხოლო მატჩის დრო და სტადიონი, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. […]
ირლანდია – საქართველო | შეტევა, თამაშის მართვა და პროგრესი
ბორჯღალოსნებმა “შემოდგომის ერთა თასზე” ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, ირლანდიასთან ბოლომდე დარჩნენ თამაშში და რომ არა შეცდომები, შედეგიც სხვა იქნებოდა. მეტოქემ პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და ორივე შემთხვევაში, შეტევა ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს მოყვა. პირველ ტაიმში ერთი ლელო გაიტანეს ბორჯღალოსნებმაც – “შემოდგომის ერთა თასზე” პირველი ქულები გიორგი კვესელაძის შესანიშნავ გარღვევას მოყვა. აქამდე ტურნირზე ირლანდიას სულ […]