ბორჯღალოსნების წინასამატჩო კომენტარები (ვიდეო)
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ესპანელი “ლომებისა” და “ბორჯღალოსნების დაპირისპირება, 14 მარტს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა კომენტარები გააკეთეს:
შემოდგომის ერთა თასი | საქართველო-ფიჯის მაიკ ადამსონი განსჯის
“შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით რაუნდში, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრას შოტლანდიელი რეფერი, მაიკ ადამსონი განსჯის. 36 წლის მსაჯი 2014 წლამდე საერთაშორისო დონის მოთამაშე იყო. ის სხვადასხვა დროს “გლაზგო უორიორსში” და “ლონდონ სქოთიშში” თამაშობდა. იცავდა შოტლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების (16-იდან 21 წლამდე) ღირსებას, თამაშობდა შოტლანდიის კლუბების ნაკრებში და 7-კაცა ნაკრებში (2006-2011), მსაჯობა კი 2016 წელს დაიწყო. აქამდე […]
გავიხსენოთ: ავსტრალია 27:8 საქართველო (ვიდეო)
მორიგი აღიარება – კვესელაძე მესამე ტურის სიმბოლურში!
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართეს. მარცხის მიუხედავად (23:10), საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და დადებითი შეფასება დაიმსახურა. რობ კირნისა და ბრაიან ო’დრისკოლის საკმაოდ საინტერესო კომენტარების შემდეგ, გიორგი კვესელაძე გავლენიანმა სარაგბო პორტალმა – planetrugby-მ გამოარჩია და შემოდგომის ერთა თასის, მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. 15. ბრის დულინი […]
საქართველო v შოტლანდია დინამოზე | ბილეთები
შოტლანდია რჩება ერთადერთ ტიერ1-ის გუნდად, რომელიც ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ საქართველოს უკვე მეორედ ეწვევა. 17 ივლისს, 19 საათზე ბორჯღალოსნები შოტლანდიას დინამო არენაზე უმასპინძლებენ! მატჩის ბილეთები იყიდება აქ: TKT.GE/RUGBY მეექვსედ შოტლანდიასთან უკანასკნელ ათწლეულში ბორჯღალოსნებს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ. პირველ ჯერზე გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე ინვერქარგილში გადაეყარნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლელო არ გაატანინა, თუმცა შოტლანდიამ გამარჯვება […]
რაგბი ევროპა | მზადება ესპანეთისთვის
ბორჯღალოსნები პორტუგალიაში რჩებიან და 14 მარტს მადრიდში, ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. ლისაბონში პორტუგალიასთან 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდი ადგილობრივ სპორტულ ბაზაზე დაბრუნდა და მომდევნო მატჩისთვის საუკეთესო პირობებში ემზადება. პირველი ორი დღე რეაბილიტაციას და აღდგენას დაეთმო, ორშაბათს მსუბუქი, ხოლო დღეს დაბალი ინტენსივობის ორი ვარჯიში ჩატარდა. ხვალ და ზეგ ბორჯღალოსნებს დატვირთული დღეები ექნებათ, პარასკევს კი მადრიდში […]
ოფიციალურად | ორი ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან და შინ შოტლანდიასთან
საქართველოს რაგბის კავშირმა სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან გასამართი ზაფხულის ტესტ-მატჩები ოფიციალურად დაადასტურა. მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან და შოტლანდიასთან გასამართ მატჩებთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, “სპრინბოქსი” ივლისში ბორჯღალოსნებს ორ მატჩიან ტესტ სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას […]
ბექა გორგაძე – კარგად ვიცით რა გველოდება რვა ერზე
ბორჯღალოსნებისა და “ბორდოს” შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე მიიჩნევს, რომ შოტლანდიასთან 23 ოქტომბერს გამართული მატჩი კარგი გაკვეთილი იყო “შემოდგომის ერთა თასის” წინ. “შოტლანდიის მატჩმა დაგვანახა რა გველოდება “შემოდგომის ერთა თასზე” და რისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს განსაკუთრებით კონტაქტის არეალს ეხება. ასევე გამოჩნდა ისეთი ფაქტორები, რომლებზეც ვერ ვიმუშავეთ და სასწრაფოდ გამოსასწორებელი გვაქვს – შეტევითი და დაცვითი მოლი. ამ […]
სამხრეთ აფრიკას კორონავირუსი უტევს | ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ ბოკემ ვარჯიში გააუქმა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. “ბორჯღალოსნები” 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. “ბორჯღალოსნებთან” დაპირისპირების წინ, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კორონავირუსმა შეუტია. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების შემდეგ, “ბოკეს” სამ წევრს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. ჰერშელ იანტისი, ვინსენტ კოხი და ს’ბუ ნკოსი კოვიდ-ინფიცირებულები არიან და მკურნალობას თვითიზოლაციის პირობებში გადიან – პრევენციის მიზნით, […]
ბორჯღალოსნები | ღია ვარჯიში მარტყოფში
თელავში, ნიდერლანდებთან გასამართ მატჩზე გამგზავრებამდე ბორჯღალოსნებმა მარტყოფში ღია ვარჯიში გამართეს და მისი დასრულების შემდეგ, ტრადიციულად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ვარჯიში საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ორმხრივი თამაშით დასრულდა. შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის შემდეგ, გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და მსოფლიოს ჩემპიონ “ბოკესთან” 2 და 9 ივლისს ორ თამაშს გამართავს, 17 ივლისს კი თბილისში […]
იოსებ ტყემალაძე ბორჯღალოსნებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, პირველ სამუშაო დღეს ბორჯღალოსნებს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეხვდა რუსეთთან გამარჯვება მიულოცა, რუმინეთთან წარმატებები უსურვა და საკუთარ გეგმებზე ესაუბრა. პრეზიდენტი ნაკრების წევრებს დაპირდა, რომ მათი წარმომადგენელი აუცილებლად იქნება რაგბის კავშირის გამგეობაში და გარდა ამისა, რეგულარულად მოხდება შეხვედრები პრეზიდენტსა და ნაკრების კაპიტანს შორის, სადაც გუნდის საჭიროებებზე შუამავლის გარეშე ისაუბრებენ. ტყემალაძემ შეხვედრისას […]
საქართველოს რაგბის კავშირი | ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. “ბორჯღალოსნების” თავკაცს COVID19-ით ინფიცირება სამხრეთ აფრიკაში დაუდასტურდა და დაუყოვნებლივ, იოჰანესბურგის საავადმყოფოში მოათავსეს. მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად კრიტიკული იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა დავადასტუროთ დღეს გავრცელებული ინფორმაცია […]