Rugby Europe ბორჯღალოსნების ამომავალ ვარსკვლავს ვრცელ სტატიას უძღვნის
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის – დავით ნინიაშვილის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. “გაოცებული და აღტაცებული” ამომავალი ვარსკვლავი – დავითს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მეტი გამოცდილების მიღება სურს. 2020 წლის 29 ნოემბერს, “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 18-წლის ამომავალი ვარსკვლავის დებიუტი შედგა. დავით ნინიაშვილმა აიხდინა ოცნება, რომელიც ჯერ კიდევ […]
რაგბი ევროპა | პრინციპული მატჩი რუსეთის წინააღმდეგ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის პირველ დაპირისპირებაში, რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს გამართავს. რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” თბილისის დროით, 15:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” დაპირისპირება ორჯერ (მარტი, ნოემბერი) გადაიდო. აღსანიშნავია, რომ სატურნირო თვალსაზრისით, 7 თებერვალს გასამართი მატჩის […]
ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია
ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს, 15 საათზე გამართავენ. რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შეეხვედრის სტადიონი უახლოეს დღეებში დასახელდება. შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო ეს თამაში ორჯერ გადაიდო (მარტში და ნოემბერში). ამავე მიზეზით, ამ მატჩზეც ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება. ორჯღალოსნებს არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ რუმინეთთან – […]
გიორგი ნემსაძე | პროგრესი გაგრძელდება
ვეტერანი “ბორჯღალოსანი” – გიორგი ნემსაძე “შემოდგომის ერთა თასზე” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ასპარეზობას აფასებს და მიიჩნევს, რომ თვალსაჩინო პროგრესი კვლავ გაგრძელდება. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გიორგი ნემსაძის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა. “ყველა ასეთი ტურნირი, ასეთი მაღალი დონის თამაში გვაჩვენებს, თუ სად ვართ და რამდენით ჩამოვრჩებით ტიერ1-ის გუნდებს, საითაც ჩვენ მივისწრაფით. ასევე გვაჩვენებს, თუ რა […]
World Rugby-მ ვასილ ლობჟანიძის დებიუტი გაიხსენა (ვიდეო)
2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ჰავბეკი – ვასილ ლობჟანიძე ისტორიაში შევიდა. ტონგასთან გამართულ მატჩში, 18-წლის ლობჟანიძე რაგბის მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტონგა 17:10 დაამარცხა. World Rugby-მ ვასილ ლობჟანიძის დებიუტი გაიხსენა და Facebook გვერდზე მას პოსტი მიუძღვნა.
რაგბი ევროპის ბოლო ტურისა და ახალი სეზონის თარიღები ცნობილია
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის გადადებული მატჩი, რომელშიც საქართველო რუსეთს უნდა დაპირისპირებოდა, 2021 წლის თებერვალში ჩატარდება. რაგბი ევროპის მიერ გავრცელებული ოფიციალური მოხსენების თანახმად, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის გადადებული მატჩები, 2021 წლის 6-7 თებერვალს გაიმართება. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურისა და 2021 წლის რაგბი […]
იოლ ჯგუფს არც ველოდით | ლევან მაისაშვილი
14 დეკემბერს, თბილისის დროით 15:15 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფები დაკომპლექტდა. კენჭისყრის შედეგად ჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდა: A-ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა 1, აფრიკა 1 B-ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, აზია/ოკეანეთი 1, ევროპა 2 C-ჯგუფი: უელსი, ავსტრალია, ფიჯი, ევროპა 1, ფინალური […]
რაგბის მსოფლიო თასი 2023 | კენჭისყრა და საქართველო
14 დეკემბერს, თბილისის დროით 15:15 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფები დაკომპლექტდა. კენჭისყრის შედეგად ჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდა: A-ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა 1, აფრიკა 1 B-ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, აზია/ოკეანეთი 1, ევროპა 2 C-ჯგუფი: უელსი, ავსტრალია, ფიჯი, ევროპა 1, ფინალური […]
ეპოქალური კარიერის დასასრული | მშვიდობით ნაიჯელ
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯმა – ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო-სანაკრებო სამსაჯო კარიერა დაასრულა. ნაიჯელ ოუენსმა, რომელსაც ყველაზე მეტი სარაგბო მატჩი აქვს განსჯილი, 17-წლიანი სანაკრებო სამსაჯო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, rugbypass.com-ი ავრცელებს. “შემოდგომის ერთა თასის” ეგიდით გამართული საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება უკანასკნელი აღმოჩნდა, რომელსაც ნაიჯელ ოუენსი გაუძღვა. აღნიშნული მატჩი ოუენსის პირად აქტივში მეასე იყო და ისტორიაში […]
ლევან მაისაშვილი | წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული რაგბისთვის
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ სარგებლებზე ისაუბრა, რაც “შემოდგომის ერთა თასმა” ქართულ რაგბს მისცა. ისტორიული ტურნირი 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა და საქართველომ ინგლისის, უელსის, ირლანდიისა და ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა. მანამდე სამი კვირით ადრე, შოტლანდიასთან გასახურებელი ტესტ-მატჩი ვეთამაშეთ. მსგავსი გამოცდილება ბორჯღალოსნებს აქამდე არასდროს ჰქონიათ. უფრო კონკრეტულად, დამოუკიდებლობის პირველ 10-წლეულში ვთამაშობდით ყაზახეთთან, ლატვიასთან, შვეიცარიასთან, […]
შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა (ვიდეო)
შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა. “ბორჯღალოსნების” ცენტრმა ბრწყინვალე სოლო რეიდი მოაწყო და ირლანდიას შესანიშნავი ლელო დაუდო. გიორგი კვესელაძის ლელოს გულშემატკივართა 65.1%-მა მისცა ხმა და ის შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოდ დასახელდა.