7 ბორჯღალოსანი ფინალური ტურის სიმბოლურ გუნდში
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე ფინალური ტურის სიმბოლური გუნდი დასახელდა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 7 […]
რაგბი ევროპა | ბრძოლა და გამარჯვება მადრიდში
ესპანელმა “ლომებმა” მადრიდში ბორჯღალოსნებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და თამაშში ბოლო წამებამდე დარჩნენ, თუმცა ქართველ მორაგბეებს თავდადება დაუფასდათ და 25:19 მოიგეს. ეს იყო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია. საფრანგეთის საგზურს, რაგბი ევროპის ორი მოწინავე (2021 და 2022 წლების ჩემპიონატის ჯამით) მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფში ჩაერთვება. […]
ლევან მაისაშვილი – ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა. არანხუესში გამართული რკენა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 15:15 დასრულდა. მაისაშვილს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის ხარისხი მოეწონა: “თამაშამდე ღრმა ანალიზი გვქონდა, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და მთლიანობაში ეს მოვახერხეთ. შეხვედრის დებიუტშივე შევძელით თამაშის მართვა, რისი პრობლემაც ძლიერ გუნდებთან სულ გვაქვს ხოლმე. ფიჯიმ […]
შემოდგომის ერთა თასი | მერაბ შარიქაძის 22 ბოჭვა და ტურის რჩეული სტატისტიკა
“შემოდგომის ერთა თასის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მესამე რაუნდი ციფრებით შეაფასა და ბოჭვებში ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე გამოარჩია. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ვერ შეძლო ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვება, მან ირლანდიას მძლავრი და დაუნდობელი თამაში შესთავაზა, რაშიც დიდი როლი გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე ლელომ შეასრულა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოლეს და 219 ბოჭვა შეასრულეს – გაუფუჭდათ მხოლოდ 15. […]
სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინ ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ცვლილებაა
2 ივლისს პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში ერთი ცვლილებაა. მცირე ტრავმა მიიღო და ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე. მის ნაცვლად მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა ილია სპანდერაშვილი, ხოლო შეცვლაზე 23 ნომრად ირაკლი ცხადაძე იქნება. საქართველო ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (6 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (12 კეპი, 55 […]
ლევან მაისაშვილი – გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და მე ამ ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში, ირლანდია საქართველოს დაუპირისპირდა. “ავივაზე” გამართულ ბრძოლაში “ბორჯღალოსნებმა” შესანიშნავად იასპარეზეს და ძლევამოსილ მოწინააღმდეგ ღირსეულად დაუპირისპირდნენ. მძიმე ბრძოლაში განცდილი მარცხის (23:10) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვთნელმა – ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და ვითარდება. “კარგი ლელო გავიტანეთ, მაგრამ ქულების აღების რამდენიმე შანსი ხელიდან გავუშვით. […]
ზაფხულის სანაკრებო სეზონი თელავში გაიხსნება
26 ივნისს, “ბორჯღალოსნები”, თელავში და ზოგადად კახეთში პირველად ითამაშებენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კახეთის რეგიონში სანაკრებო (სათამაშო სპორტის სახეობაში) მატჩი გაიმართება. ეს იქნება 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი და მისი დასრულების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” მე-13-ედ ჩაიბარებენ მთავარ ჯილდოს. ვინ ეწვევა თელავს – ბელგია თუ ნიდერლანდები, 29 მაისს გაირკვევა. თელავში თანამედროვე რაგბის სტადიონი “კავკასიონი […]
ბორჯღალოსნები ქალთა უფლებებისთვის
ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” კამპანიის ფარგლებში გამართავენ და კვართებზე UN Women-ის (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) წარწერით ითამაშებენ. 2 და 9 ივლისს ბორჯღალოსნების მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება და ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, რადგან გლობალური პანდემის პირობებში, აფრიკელები 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, პირველ (და მეორე) შეხვედრას საქართველოსთან […]
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში, რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. “მუხებისა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება ბუქარესტში, 12 მარტს, 19:30 საათზე გაიმართება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, რუმინეთისა და საქართველოს მატჩზე მაყურებელზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნული ინფორმაცია, რუმინეთის რაგბის კავშირის Twitter-ზე და რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. 🎟🏟 Meciul România – Georgia de […]
საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს
27 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 17 ივლისს, შოტლანდიას დაუპირისპირდება. თავდაპირველი ცნობების თანახმად, მატჩის გამართვის ზუსტი დრო და ადგილმდებარეობა ცნობილი არ იყო, თუმცა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს ესტუმრება. შოტლანდია რჩება ერთადერთ ტიერ1-ის გუნდად, რომელიც “ბორჯღალოსნებთან” სათამაშოდ საქართველოს უკვე მეორედ ეწვევა. შოტლანდიელებმა ეს ნაბიჯი პირველად […]
2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი წელი დარჩა
2023 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი წლით ადრე, მე-10 საიუბილეო ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში – საფრანგეთში, განსაკუთრებული მზადებაა. ჩემპიონატი 2023 წლის 8 სექტემბერს “სტად დე ფრანსეზე” მასპინძელთა და “ოლ ბლექსის” შეხვედრით გაიხსნება. 2007 წლის შემდეგ, საფრანგეთი მსოფლიო თასს მეორედ მასპინძლობს. ამ ღირშესანიშნავ მოვლენამდე ორი წლით ადრე, ორგანიზატორები პარიზში სპეციალურ საზეიმო ღონისძიებას გეგმავენ, რომლის პირდაპირი ტრანსლიაცია როგორც […]
ირაკლი ჭყონია – ნოემბრის ტესტებს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით
რაგბის კავშირის ფიზმომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ “შავი ლომის” შექმნამ მწვრთნელებს ნაკრების კანდიდატებთან ხანგრძლივად მუშაობის საშუალება მისცა, რაც გუნდის ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებაზე დადებითად აისახა. ის ასევე ბედნიერია, რომ ლეგიონერთა უმრავლესობა მიმდინარე სეზონში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში რეგულარულად ვარჯიშობს: “დიდი 10-ის კლუბებში გაფანტული ნაკრების კანდიდატების ‘შავ ლომში’ თავმოყრამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. […]