რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ქართველებით გაძლიერდა
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მტავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა “ბორჯღალოსნებთან” მატჩის წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ლინ ჯონსის მიერ დარაზმულ 48 მორაგბეს შორის 4 ქართველიც აღმოჩნდა. “დათვები” თურქეთის ქალაქ ბელეკში 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე შეკრებას გაივლიან, რის შემდეგაც მოსკოვში დაბრუნდებიან და 24 ოქტომბერს რაგბის კლუბ “ცსკა”-ს დაუპირისპირდებიან. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 25 ოქტომბერს […]
გაფართოებული რაზმი შოტლანდიისა და რუსეთის წინააღმდეგ
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. 14 ნოემბრიდან ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასში“ ჩაერთვებიან, სადაც 14 ნოემბერს […]
8 ერი – ცნობილია თუ რომელ სტადიონზე გვეთამაშება უელსის ნაკრები
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გაირკვა, თუ რომელ სტადიონზე მიგვიღებს უელსის ეროვნული ნაკრები 8 ერის მატჩში. უელსი – საქართველოს მატჩი 21 ნოემბერს, “სკარლეტს პარკზე” შედგება. “სკარლეტს პარკი” უელსური კლუბი “სკარლეტსის” მთავარი საშინაო სტადიონია, რომელიც 14,870 გულშემატკივარს იტევს. ეს სტადიონი 2008 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები 8 ერში ითამაშებენ, ისინი პირველ მატჩში, რომელიც 14 ნოემბერს […]
ვიტო კოლელიშვილმა სარაგბო კარიერა დაასრულა
ბორჯღალოსანმა ვიტო კოლელიშვილმა, ტრავმით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მაგრამ 30 წლის სპორტსმენი რაგბში რჩება და სამომავლოდ მწვრთნელობას გეგმავს, რათა საკუთარი გამოცდილება მომავალ თაობებს გაუზიაროს. 2013/2014 წლების სეზონი ვიტომ პრო დე2-ის ‘ლიონში’, განათხოვრების წესით გაატარა და დივიზიონის გამარჯვებული გახდა. ქართველმა მესამეხაზელმა ეს სეზონი მართლაც განსაკუთრებულად ჩაატარა და საუკეთესო მოგონებები აქვს, თუმცა ერთი […]
ბექა გორგაძე: “ისეთი ხარისხის რაგბი უნდა ვითამაშოთ, რაც აქამდე არ გვითამაშია…”
საქართველოს რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა მეტად სასიამოვნო ინფორმაცია – ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები 8 ერის გათამაშებაში ჩაერთვება. 8 ერში შესვლის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ბორდოს” მორაგბემ – ბექა გორგაძემ, Live.ge-სთან საუბრისას პირველი კომენტარი გააკეთა. “სიმართლე რომ გითხრათ, აქამდე არც კი მჯეროდა რომ ეს რეალობა იქნებოდა და 8 ერში მიგვიღებდნენ. სასწაული გრძნობაა ამ […]
თედო აბჟანდაძე: “ერთი სული მაქვს, როდის მოვა ნოემბერი …”
სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ. 8 ერში შესვლის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა […]
ოფიციალურად – საქართველო 8 ერში ითამაშებს
სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ. მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც უამრავი პრობლემა […]
გიორგი გახარიას კომენტარი საქართველოს 8 ერში შესვლასთან დაკავშირებით (ვიდეო)
დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა – დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა. სახელოვანი ქართველი მორაგბე ბორჯღალოსანთა ღირსებას 2006 წლიდან იცავდა. 14-წლიანი სანაკრებო კარიერის მანძილზე, კაჭარავამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 122 შეხვედრაში მოირგო და ნაკრებთან ერთად რაგბის მსოფლიო თასზე ოთხჯერ (2007,2011,2015,2019) იასპარეზა. 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, კაჭარავამ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2011 და 2015 წლების მსოფლიო […]
საქართველოს რაგბის კავშირი 6 ერთან მოლაპარაკებას ადასტურებს
ბოლო დროს, სხვა და სხვა მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის, შესახებ რომ შემოდგომას გასამართ ეგრედ წოდებულ 8-ერის ტურნირში, იაპონიის ნაცვლად, საქართველო მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეგვიძია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც მსოფლიო რაგბის, ისე 6 ერის წარმომადგენლებთან. გვინდა […]
რაგბი ევროპის ჩემპიონატი – საქართველო Vs. რუსეთი 1 ნოემბერს გაიმართება
რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ბორჯღალოსნებისა და რუსეთის ნაკრების გადადებული, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა თბილისში პირველ ნოემბერს გაიმართება. ლევან მაისაშვილის შეგირდები „დათვებს“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში 14 მარტს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე, 13 მარტს გადაწყდა, რომ თამაში აღარ შედგებოდა. მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, ხოლო მატჩის დრო და სტადიონი, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. […]
აგუსტინ პიშო: “ვიმედოვნებ საქართველოს აუხსნიან სად უნდა ითამაშოს”
მსოფლიო რაგბის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა – აგუსტინ პიშომ, ახალ ზელანდიურ Eden Park-თან საუბარში, რამდენიმე საკითხზე საკუთარი აზრი დააფიქსირა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის მონაკვეთი, სადაც პიშო მეორე ეშელონის ქვეყნების განვითარებაზე საუბრობს და საქართველოს განსაკუთრებულ კონტექსტში მოიხსენიებს. “საინტერესო იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო რაგბის გარშემო მიმდინარე მოვლენებისთვის თვალის შევლება – ვგულისხმობ ფიჯის, იაპონიას, საქართველოსა და რუმინეთს. ამ ერებზე დაკვირვებით […]