რაგბი ევროპა | ყველაფერი ახალი ფორმატის შესახებ
უკანასკნელ ათწლეულში “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დომინანტ ძალად ჩამოყალიბდნენ. გამონაკლისი არც 2022 წელი გამოდგა – მართალია პირველ ტურში, თბილისში, “მიხეილ მესხზე” პორტუგალიის წინააღმდეგ გამართული მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით მოიგო. 2022 | ქართული რაგბის ტრიუმფი! ოფიციალურად | 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 8 ერი იასპარეზებს ნინიაშვილი და […]
რაგბი TV-ს ანალიტიკური პოდკასტის “ჯენტლმენების თამაში” მორიგი ეპიზოდი გიორგი კვესელაძეს დაეთმო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა ინგლისური “გლოსტერიდან” წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ყოველთვის პრიორიტეტულია. “გასულ წელს 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. 1 წელი კიდევ მაქვს რეალურად დარჩენილი, მაგრამ “გლოსტერიდან” 100%-ით ჩემი ინიციატივით წამოვედი და ახალ გუნდს ვეძებ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერჯერობით […]
გავიხსენოთ: მამუკა გორგოძემ რუსი მორაგბე გადაყრის დროს “გააფრინა”
მამუკა გორგოძის პირველი განცხადება ნაკრებში დაბრუნების შემდეგ
საქართველოს ნაკრებში დაბრუნებულმა მამუკა გორგოძემ რაგბის კავშირთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 35 წლის მორაგბემ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო. მრავალი მცდელობის შემდეგ, მამუკას გადაწყვეტილების შეცვლა მოხერხდა. “მყარი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი დაბრუნება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც გუნდში შეიქმნა – საქმეს ასე დაჭირდა და დავბრუნდი! სამწუხაროდ, დაგვემტვრა ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე […]
ფიჯის მწვრთნელისა და კაპიტნის კომენტარები მატჩის წინ
რამდენიმე წუთის წინ ოსაკაში – “ჰანაზონოს სტადიონზე” ფიჯის კაპიტნის ვარჯიში გაიმართა, ვარჯიშის შემდეგ კი ფიჯის ნაკრების კაპიტანმა – დომინიკო ვაქანიბუროტუმ და მთავარმა მწვრთნელმა – ჯობ მაკკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მფრინავი ფიჯელების კაპიტანსა და მწვრთნელს Live.ge-ს ჟურნალისტმა კითხვა ურუგვაისთან მარცხისა და ქართული შერკინების შესახებ დაუსვა. ფიჯელთა კაპიტანი – დომინიკო ვაქანიბუროტუ: “ქართული შერკინების შესახებ ზოგადად ცნობილია და […]
ბორჯღალოსნები რუსეთის წინააღმდეგ დაირაზმნენ
14 მარტს, “მიხეილ მესხის სტადიონზე” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ რაზმი დაასახელა: აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსანთა მე-4 ცენტურინი ლაშა მალაღურაძე გახდება, რომელიც ცენტრში კვლავ დავით კაჭარავას შეუწყვილდება. წყარო: GeorgianRugby
მუქარა და გინება: ქართველი მორაგბე ჟურნალისტებს დაუპირისპირდა
ედინბურგში, “მარიფილდზე” გამართული ტესტ-მატჩი შოტლანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 48:7 დასრულდა. 26 სექტემბერს, Facebook გვერდზე რაგბი XV შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩის Live განხილვა მიმდინარეობდა. Live განხილვის დროს, კომენტარებში “ბორჯღალოსანმა” გიორგი აფციაურმა გადაცემი წამყვანებსა და რაგბი XV-ის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ ანგარიშწორებით დაემუქრა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავშირებით, რაგბი XV-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და […]
შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა (ვიდეო)
შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა. “ბორჯღალოსნების” ცენტრმა ბრწყინვალე სოლო რეიდი მოაწყო და ირლანდიას შესანიშნავი ლელო დაუდო. გიორგი კვესელაძის ლელოს გულშემატკივართა 65.1%-მა მისცა ხმა და ის შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოდ დასახელდა.
ოთარ გიორგაძე | გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე “ბორჯღალოსანთა” მესამეხაზელის – ოთარ გიორგაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. 25 წლის მორაგბემ დაზიანება 3 იანვარს, ‘სტად ფრანსესთან’ მატჩში მიიღო. იყო შანსი, რომ გიორგაძეს მკურნალობის და სპეციალური პროცედურების შემდეგ, თამაში მალევე გაეგრძელებინა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ის მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნებოდა და ამიტომ, ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა: “დაზიანება […]
ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ სამხრეთ აფრიკას შესაძლოა 2 ვარსკვლავი გამოაკლდეს
ზაფხულის ტესტ-მატჩებზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – სამხრეთ აფრიკა საქართველოს ორჯერ დაუპირისპირდება. “სპრინგბოქსისა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება 3 და 10 ივლისს გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს “ბორჯღალოსნებთან” და “ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან” შესაძლოა ორი ლიდერი გამოაკლდეს. დამიან დე ალენდესა და არ ჯეი სნიმანს მრავლობითი დამწვრობები აქვთ, რის გამოც ნაკრებისაგან განცალკევებით, ინდივიდუალურ […]
ბორჯღალოსნები | ოპტიმალური რაზმით ნოემბრის ტესტებზე
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის 33-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შემოდგომას ჩვენი გუნდი ორ თამაშს გამართავს: 14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთს, საქართველოს დროით 17 საათზე ვეთამაშებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ლე ბლეს” მსოფლიო თასს მიღმა ვერკინებით. აქამდე ფრანგებთან ერთადერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე გვითამაშია; 20 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, არანხუესში ფიჯის ვერკინებით. ლევან მაისაშვილმა გაფართოებულში პრაქტიკულად ყველა […]
ლაშა ჯაიანი: “გვირჩევნია მოედანზე მოვკვდეთ, ვიდრე რუსეთთან წავაგოთ…”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელმა – ლაშა ჯაიანმა, რუსეთთან მატჩის წინ ემოციური კომენტარი გააკეთა. “რუსეთთან თამაშს ორივე ნაკრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ოფიციალურად ვინაღდებთ, რუსები კი დამარცხების შემთხვევაში ურთულეს მდგომარეობაში ვარდებიან და მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ გადიან. ვიცით, რომ მეტოქე მომზადებული შეხვდება ამ მატჩს და მარტივი თამაში არ გამოვა. რუსეთთან ჩვენს დაპირისპირებას […]