რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნები ნიდერლანდების წინააღმდეგ დაირაზმნენ | შემადგენლობა
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, ნიდერლანდები საქართველოს დაუპირისპირდება. პირველ ტურში, პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთელმა – ლევან მაისაშვილმა, ნიდერლანდების წინააღმდეგ “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 7 ცვლილება განახორციელა. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
ბორჯღალოსნები | ორი განსხვავებული ტაიმი არგენტინასთან
ბორჯღალოსნებმა არგენტინა XV-ს პირველ ტაიმში ორი ლამაზი ლელო გაუტანეს და 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სამხრეთელ სტუმრებს დარჩათ – 30:24. ეს იყო ორი განსხვავებული ტაიმის მატჩი. პირველ ნახევარში მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მაღალ ტემპში, ხელდახელ უტევდნენ, რაც ორჯერ ლელოთი დასრულდა, მეორე ნახევარში კი არგენტინელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს შესვენებამდე მოპოვებულ 6 ქულას 24 შემატეს. […]
განახლებული რეიტინგი – ბორჯღალოსნები ერთი პოზიციით დაწინაურდნენ
შემოდგომის ერთა სერიების მესამე კვირის ყველა შეხვედრის შედეგი ცნობილია და ოფიციალურმა გვერდმა ძალთა თანაფარდობის შესახებ, რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ “ბორჯღალოსნები” უელსთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ რეიტინგში დაწინაურდნენ და მე-13 პოზოციას იკავებენ. საუკეთესო ხუთეულში ცვლილება არ არის. რეიტინგის სათავეში კვლავ ირლანდიაა, რომელსაც საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ინგლისი მოსდევენ. 6-10 პოზიციები ასე განაწილდა: შოტლანდია, არგენტინა, ავსტრალია, […]
ვასილ ლობჟანიძე: „ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები“
ბორჯღალოსნების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, პორტუგალიასთან საინტერესო თამაშის მოლოდინშია. პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 23-წლიან ისტორიაში, ჩემპიონი ფინალურ ჯახში გამოვლინდება, რომელიც 15-ათასიან „ნუევო ვივეროზე“ საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. „ფინალი ერთი თამაშია და ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე, ყოველთვის რთულია. მით უმეტეს, რომ ჩვენი მეტოქე პორტუგალია ბოლო რამდენიმე წელია ვითარდება. მეტოქე […]
ბორჯღალოსნების ყველა ლელო რუსების წინააღმდეგ (ვიდეო)
ჰაიატე სოტომე: “თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ”
20 სექტემბერს იაპონიაში სტარტს რაგბის მსოფლიო თასი აიღებს. ქართველი მორაგბეები იაპონიაში უკვე ჩაფრინდნენ, სადაც მათ დახვედრა მოუწყვეს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თარჯიმანი – ჰაიატე სოტომე იქნება, რომელმაც სოციალურ ქსელში საინტერესო და სახალისო პოსტი დაწერა. “I work as an interpreter for Georgian team at Rugby World Cup in Japan, and today officially (or unofficially?) the operation […]
ბორჯღალოსნები არგენტინელებს ზამთარში ეწვევიან
2020 წლის პირველ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 17 იანვარს გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე არგენტინის „ა“ ნაკრები იქნება. ტესტ-მატჩი მარ-დელ-პლატაში, „ესტადიო ხოსე მარია მინელიაზე“ შედგება. ინფორმაცია თავდაპირველად უცხოურ მედიაში გავრცელდა, სადაც აღნიშნული ტესტ-მატჩი არგენტინის რაგბის კავშირის მაღალჩინოსანმა, გილერმო ვოლპონიმ დააანონსა. როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრებთან თამაში არგენტინული მხარის ინიციატივა იყო და შემოთავაზება საქართველოს რაგბის კავშირმა სწორედ მათგან […]
ზურა ჟვანია – ცეკვა და ვარჯიში ერთად (ვიდეო)
ლევან მაისაშვილი: “შოტლანდიის მატჩთან შედარებით უკეთესი მატჩი გვქონდა…”
სულ ახლახანს, შემოდგომის ერთა თასის პირველი ტურის მატჩი დასრულდა “თვიქენჰემის” სტადიონზე, სადაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე ჩემპიონთა 40:0 დამარცხდა. მატჩის შემდგომ კი დღევანდელი მატჩი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა – ლევან მაისაშვილმა შეაფასა. შოტლანდიის თამაშის შემდეგ იყო მომენტები, სადაც უკეთესად გამოვიყურებოდით. რეალურად ინგლისი ბევრად ძლიერი ნაკრებია, ვიდრე შოტლანდია. ძალიან რთულია, რომ 90% დაცვაში დგომა გვიწევდა […]
World Rugby-მ ვასილ ლობჟანიძის დებიუტი გაიხსენა (ვიდეო)
2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ჰავბეკი – ვასილ ლობჟანიძე ისტორიაში შევიდა. ტონგასთან გამართულ მატჩში, 18-წლის ლობჟანიძე რაგბის მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტონგა 17:10 დაამარცხა. World Rugby-მ ვასილ ლობჟანიძის დებიუტი გაიხსენა და Facebook გვერდზე მას პოსტი მიუძღვნა.
რაგბი ევროპა | საუკეთესო თამაში და 5 ქულა კალინინგრადიდან
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში, რუსეთი საქართველოს დაუპირისპირდა. კალინინგრადში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 6:23 დასრულდა. რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემაჯამებელი სტატია გამოქვეყნდა. ბორჯღალოსნებმა წელს გამართული მატჩებიდან კალინინგრადში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და რუსეთი 25-ე რკენში 23-ედ, აქედან ზედიზედ მე-20-ედ დაამაცხეს – 23:6. დაახლოებით თვენახევრის წინ, […]
ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნიდერლანდებთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მასში ერთი დებიუტანტია – მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი. 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის (რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა) დასკვნითი შეხვედრა 26 ივნისს, 17 საათზე თელავში, “კავკასიონი არენაზე” გაიმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბორჯღალოსნები კახეთის რეგიონში ითამაშებენ. ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ გვითამაშია. პირველი შეხვედრა შორეულ 1995 წელს […]